კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

ახალი სიტყვა დიეტოლოგიაში

კვების პროდუქტების შეფასება ყველგან და ყოველთვის არ ხდება კალორიულობის მიხედვით. მაგალითად, ამერიკელმა დიეტოლოგებმა სამხედროებისა და ასტრონავტებისთვის შეიმუშავეს განსხვავებული პირობითი ერთეულები იმის მიხედვით, თუ როგორ ითვისებს ადამიანის ორგანიზმი უმ ან მოხარშულ საკვებს. ამით კი განსაზღვრავენ იმ ყველა საჭირო ნივთიერების რაოდენობას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ჯანმრთელობასა და ზედმეტი წონისგან გათავისუფლებას.

 დაადგინეს, რომ:

ა) მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ეს პირობითი ერთეული არ უნდა აღემატებოდეს დღეში 40 ქულას;

ბ) წონაში კლება იწყება მაშინ, თუ დღიური ნორმა არ აღემატება 40 ქულას;

გ) წონის შენარჩუნება ხდება 60 ქულამდე;

დ) წონაში მატება იწყება 60 ქულიდან ზემოთ.

თუ 8 დღის განმავლობაში შეძლებთ და თქვენი ქულათა რაოდენობა არ ასცდება 40-ს, დაიკლებთ 5,5 კილოგრამს.

მათთვის კი, ვინც დღის განმავლობაში ფიზიკურად დიდ ენერგიას ხარჯავს, ქულათა რაოდენობა დაახლოებით 5-10 ერთეულით არის მომატებული.

ამერიკული დიეტოლოგები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ ტკბილეულის, ცომეულისა და კარტოფილისგან. ერთი ნატეხი შაქარიც კი ძალიან ზრდის ქულებს, დანაყრების შეგრძნებას კი არ მოგიტანთ.

გთავაზობთ ძირითადი პროდუქტების სიას, სადაც გამოთვლილია 100 გრამზე პროდუქტის შესაბამისი ქულები:

თეთრი პური 48 ქულა;

შავი პური 40 ქულა;

მანანის ბურღულის ფაფა 17 ქულა;

მაკარონი „ლაფშა“ 14 ქულა;

მოხარშული ბრინჯი 18 ქულა;

მოხარშული ხორცი (საქონლის) – 0 ქულა;

ხორცი სოუსით 6 ქულა;

ხორცი ორცხობილათი 45 ქულა;

ცეხვილი პური 1 ქულა;

მჭლე ლორი 5 ქულა;

ნაღების კარაქი 5 ქულა;

ზეთი 0 ქულა;

მარგარინი 0 ქულა;

მაიონეზი 5 ქულა;

არაჟანი 40 ქულა;

ყველი 2 ქულა; 

ხაჭო 3 ქულა;

კეფირი 5 ქულა;

რძე (0,5 ლიტრი) 12 ქულა;

შესქელებული რძე („სგუშჩონკა“) – 50 ქულა;

კვერცხი (ნებისმიერი სახით,

1 ცალი) 0,5 ქულა;

საქონლის გული 1 ქულა;

ხბოს ღვიძლი 4 ქულა;

საქონლის ღვიძლი 6 ქულა;

სოსისი (საქონლის ხორცის) 1 ქულა;

შემწვარი ქათამი 1 ქულა;

შემწვარი კურდღელი 1 ქულა;

მოხარშული თევზი 8 ქულა;

კრაბი 2 ქულა;

ახალი პომიდორი ( 1 ცალი) 6 ქულა;

ბულგარული წიწაკა (1 ცალი) 9 ქულა;

კიტრის მწნილი (1 ცალი) 2 ქულა;

უმი ბოსტნეულის სალათა 6 ქულა;

ხახვი (1 საშუალო თავი) 11 ქულა;

მწვანე ხახვი 6 ქულა;

ჭარხალი (საშუალო ზომის,

1 ცალი) 6 ქულა;

მოხარშული ყვავილოვანი

კომბოსტო 6 ქულა;

უმი კომბოსტო 5 ქულა;

კომბოსტოს მწნილი 3 ქულა;

მწვანე ლობიო 8 ქულა;

ზეთში ჩაშუშული ბოსტნეული 5 ქულა;

სტაფილო 5 ქულა;

სოკო 6 ქულა;

სიმინდი 15 ქულა;

მოხარშული კარტოფილი 23 ქულა;

შემწვარი კარტოფილი 20 ქულა;

გამომცხვარი კარტოფილი 20 ქულა;

კარტოფილის პიურე 30 ქულა;

ქათმის და საქონლის ხორცის 

ბულიონი (0,5 ლიტრი) 0 ქულა;

ბოსტნეულის სუპი (0,5 ლიტრი) 16 ქულა;

მუხუდოს სუპი 20 ქულა;

სოკოს სუპი 15 ქულა;

„შჩი“ 12 ქულა;

„სალიანკა“ ხორცით 22 ქულა;

შაქარი (1 ჩაის კოვზი) 26 ქულა;

შოკოლადის ტორტი 51 ქულა;

უკრემო ტორტი 23 ქულა;

ბლინი (1 ცალი) 8 ქულა;

ხილის ნაყინი 15 ქულა;

ნაღების ნაყინი 22 ქულა;

თაფლი 34 ქულა;

მწარე შოკოლადი 23 ქულა;

ნიგოზი 56 ქულა;

ქიშმიში 14 ქულა;

შოკოლადის კანფეტი 75 ქულა;

ვაშლი (1 ცალი) 18 ქულა;

მსხალი (1 ცალი) 17 ქულა;

მანდარინი, ფორთოხალი 17 ქულა;

კენკრა 10 ქულა;

ყურძენი 9 ქულა;

ხილის კომპოტი 11 ქულა;

ვაშლის წვენი (ახალგამოწურული,

1 ჭიქა) 30 ქულა;

ფორთოხლის წვენი 28 ქულა;

ყურძნის წვენი 24 ქულა;

პომიდვრის წვენი 10 ქულა;

მინერალური წყალი 0 ქულა;

უშაქრო ჩაი და ყავა 0 ქულა;

ნატურალური ღვინო 0,8 ქულა;

ლუდი 5 ქულა;

ვისკი 1,5 ქულა.

скачать dle 11.3