კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ფრჩხილებისთვის როგორი ქლიბია უკეთესი და რა ხანგრძლივობით შეიძლება მისი გამოყენება? ამჟამად მუყაოს ქლიბით ვსარგებლობ.

პასუხი: ქლიბის „სიცოცხლის“ ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი მოხმარების სიხშირეზე. საშუალო სიხშირით გამოყენების შემთხვევაში, მუყაოს ქლიბი „ცოცხლობს“ 2-3 თვე, მინისა და ლითონის – 4-6 თვე. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველი მოხმარების შემდეგ ქლიბი უნდა გარეცხოთ საპნიანი წყლით ან გაწმინდოთ სპირტიანი ბამბით. ასევე, რეკომენდებული არ არის სხვისი ქლიბის გამოყენება (ან საკუთარის თხოვება სხვისთვის).

კითხვა: როგორ უნდა დავიხატო თვალების კუთხეებში „ისრები“, რომ ერთნაირი გამომივიდეს?

პასუხი: „ისრის“ ხაზის გავლება დაიწყეთ არა თვალის შიდა კუთხიდან საფეთქლისკენ, არამედ, პირიქით – საფეთქლის მხრიდან თვალის შიდა კუთხისკენ. ხელი რომ გაივარჯიშოთ, ჯერ ფანქრით სცადეთ (უფრო ადვილი წასაშლელია) და შემდეგ გადადით „ლაინერზე“.

კითხვა: მაინტერესებს, სალონში რა მეთოდებით შეიძლება კანზე „ბზარების“ (სტრიების) გაქრობა?

პასუხი. ძველ სტრიებს (თეთრი ფერის) აშორებს ლაზერი C02, ახლებს კი – ლაზერი RF-ლიფტინგი. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან (ანუ, დაადგინეთ, შეიძლება თუ არა თქვენთვის რომელიმე მეთოდის გამოყენება) და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ თქვენი შესაფერისი ვარიანტი.

კითხვა: რა არის სახეზე ნაოჭების გაჩენის ძირითადი მიზეზი?

პასუხი: საერთოდ, კანი შედგება 70 პროცენტი წყლისგან. ასაკის მატებასთან ერთად (შეიძლება, ამის მიზეზი გახდეს არა მხოლოდ ასაკი, არამედ, კანის არასწორი მოვლა, ან, სულაც, მოუვლელობა; არასწორი კვება, მედიკამენტები, ჰავა და ასე შემდეგ), კანი კარგავს ტენიანობას, სიმკვრივეს, ელასტიკურობას, შრება და, შესაბამისად, ჩნდება ჯერ წვრილი და ზედაპირული, შემდეგ კი ღრმა ნაოჭები. ეს რომ არ მოხდეს, უნდა სვათ დღეში 2 ლიტრამდე წყალი და ყოველდღე წაისვათ დამატენიანებელი კრემი.

 

скачать dle 11.3