კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

რა პრინციპით დადგინდა საზღვარი ქართლსა და სომხეთს შორის მეოთხე საუკუნეში და როგორ დააზავა კონსტანტინე კეისარმა მათი მეფეები

ერების განსახლება და სახელმწიფოებს შორის არსებული საზღვრები გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. 

   ჩვენი წელთაღრიცხვით 260 წელს სპარსელებმა რომაელები დაამარცხეს. ისინი ჩვენს რეგიონში გაბატონდნენ. სომხური სახელმწიფოს სპარსული წარმოშობის დინასტიის წარმომადგენელი – მეფე ტირიდატი რომში გაიქცა. „ქართლის ცხოვრებაში” ტირიდატი ცნობილია, როგორც „ძე კოსაროს სომეხთა მეფისა, სახელით თრდატ... და იყო იგი გოლიათი”. 

ქართლი სამეფო ტახტს ინარჩუნებდა, თუმცა  სპარსეთის ჰეგემონიას რეგიონში აღიარებდა და იძულებული იყო, მისი მოკავშირე ყოფილიყო.

   284 წელს რომის იმპერატორი გახდა წმიდა გიორგის მწამებელი დიოკლიტიანე. დიოკლიტიანემ თანაიმპერატორად მაქსიმიანე დაისვა. ორივე ავგუსტუსის ტიტულს ატარებდა. დიოკლიტიანემ მოადგილე კეისრად გალერიუსი გამოაცხადა, მაქსიმიანემ კი – კონსტანციუს ქლორუსი. ეს იყო „ტეტრარქია” – ოთხთა მმართველობა.

რომის იმპერიას ველური გერმანული ტომები შეესივნენ. ბრძოლის ველზე გუთების მეფემ რომაელთა ერთ-ერთ კეისარს ერთი ერთზე შერკინება მოსთხოვა. კეისარმა ხრიკი იხმარა, თავისი ჯაჭვ-საჭურველი სომეხთა მეფის გოლიათ ძეს თრდატს (ტირიდატს) ჩააცვა და თავის მაგივრად გაუშვა გერმანელთა ბელადთან საბრძოლველად. თრდატმა დაამარცხა გუთი და შეიპყრო. გერმანელები გაიქცნენ.

   რომაელებმა დაუფასეს თრდატს. კეისარმა ჯარი მისცა და არმენიაში გამოაგზავნა. თრდატმა ისარგებლა სპარსეთში ტახტისთვის ატეხილი ძმათაშორისი ომით და სომხეთის ტახტი დაიბრუნა, თუმცა დროებით. შემდგომ, მას კვლავ მოუწია რომში გაქცევა.

   იმ პერიოდში კაბადოკიაში ცხოვრობდა წარჩინებული ზაბულონი, წმიდა გიორგის მეგობარი და ნათესავი. ზაბულონი შევიდა მაქსიმიანეს სამსახურში, რომელიც რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილებს განაგებდა. ზაბულონმა ფრანკების წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა, როგორც მხედარმა და სარდალმა. მან დაამარცხა გალები და ფრანკები. შემდეგ გამოსთხოვა მათი ბელადების სიცოცხლე მაქსიმიანეს და რომის პაპის კურთხევით, ფრანკთა ტომები ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამის მერე ზაბულონი დაბრუნდა კაბადოკიაში, იქორწინა იერუსალიმის მომავალი პატრიარქის, იუბენალის დაზე, სოსანაზე. მათ შეეძინათ ასული ნინო.

   მაქსიმიანე კეისარს მრავალი თავგადასავალი გადახდა. იგი დიოკლიტიანეზე არანაკლებ ვერაგი და გაიძვერა იყო, ქრისტიანთა მდევნელი და მატყუარა, თუმცა ნაკლებად ნიჭიერი. მაქსიმიანემ ბოლოს თავი მოიკლა, რადგან კონსტანტინე ქლორუსის ძეს და მემკვიდრეს – კონსტანტინე იმპერატორს განძი მოჰპარა და აუჯანყდა. კონსტანტინე მისი სიძე იყო, მან მოხუცი მაქსიმიანე, საკუთარი ძის – მაქსენციუსის მიერ დევნილი, შეიწყნარა. თუმცა მაქსიმიანემ ღალატით უპასუხა.

   კონსტანტინე იმპერატორმა 313 წელს გამოსცა მილანის ედიქტი, რითაც დასრულდა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინე თავადაც მოინათლა, ჩაატარა მსოფლიო საეკლესიო კრება, დედასთან, ელენე დედოფალთან ერთად, გააქრისტიანა რომის იმპერიის დიდი ნაწილი და საბერძნეთი. ქრისტიანულმა სამყარომ კონსტანტინე და ელენე წმიდანებად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე გაქრისტიანებამდე დიდად ცოდვილი იყო. 

   მეთერთმეტე საუკუნეში საფრანგეთში, მარსელში იპოვეს მაქსიმიანეს სარკოფაგი. მისი დაბალზამებული, კარგად შენახული ცხედარი, მარსელის არქიეპისკოპოსის ბრძანებით, როგორც ქრისტესა და კონსტანტინეს მტრისა, ზღვაში გადააგდეს. ლეგენდის მიხედვით, სადაც ქრისტიანთა ვერაგი მტრის გვამი ჩავარდა, ზღვა განუწყვეტლივ მძვინვარებს ქარიშხლისგან.

298 წელს გალერიუსმა დაამარცხა სპარსეთი. ნისიბინის ზავით იბერია, სომხეთი და მესოპოტამია რომაელთა გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. თრდატმა ტახტი დაიბრუნა.

   ამის შემდგომ კონსტანტინე იმპერატორმაც დაამარცხა სპარსელები და მათი მოკავშირე მირიან მესამე, იბერიის (ქართლის) მეფე. მირიანმა მას თავისი ძე, ბაქარი მისცა მძევლად.  ქართლის მეფის გადასაბირებლად რომაელებმა დიდძალი საჩუქრები გაიღეს.

   მირიანი და თრდატი დიდხანს მტრობდნენ ერთმანეთს. ხან მირიანი აოხრებდა სომხეთს, ხან თრდატი ესხმოდა თავს ქართლს. ვერც ერთს ვერ გაემარჯვა. ვერც ვერავინ მოკლა თრდატი, რამეთუ იყო დიდად ძლიერი, გოლიათი. ბოლოს კონსტანტინე კეისრის ჩარევით დაზავდნენ და დამოყვდრდნენ მირიანი და თრდატი.        

   მირიანის ძე რევი დააქორწინეს თრდატის ასულ სალომეზე. საზღვარიც კონსტანტინემ განუჩინა მათ. ის ტერიტორიები, რომელზედაც მდინარეები მიემართებიან სამხრეთით და შეერთვიან არაქსს, არმენიის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო ის მიწა-წყალი, რომლის მდინარეებიც ჩრდილოეთით მიედინება და მტკვარს შეერთვის ქართლად იქნა აღიარებული. სხვათა შორის, ეს იმ დროისთვის ეთნიკურად სამართლიანი და გეოსტრატეგიულად გამართლებული იყო. ამის მერე ქართლს და სომხეთს ბამბაკის მთები ყოფდა. სამწუხაროდ, დღეს ასე აღარაა.

  ნინოს მშობლები ზაბულონი და სოსანა მონასტერში შედგნენ. ნინოზე მისი ბიძა, იერუსალიმის პატრიარქი ზრუნავდა. ნინო ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოშიშობით, გლახაკთა მოწყალებით და სათნოებით.

  მას განსაკუთრებით აინტერესებდა ქრისტეს ცხოვრების დეტალები. ერთხელ სარა ნიაფორმა, დვინელმა სომეხმა, რომელსაც წმიდა ნინო უვლიდა, უამბო ქრისტეს ჯვარცმის და აღდგომის შესახებ. წმიდა ნინო ძალიან დაინტერესდა ქრისტეს ჯვრით, კვართითა და არდაგით (სუდარით), რომელშიც იესო ქრისტე ჯვრიდან გარდამოხსნის შემდეგ გაახვიეს.

  სომეხმა სარა ნიაფორმა უთხრა მას, რომ ქრისტეს კვართი იყო მცხეთაში, ქრისტეს სუდარა ქრისტეანედქმნილმა პილატეს ცოლმა წაიღო პონტოში ლუკა მახარებელთან. ახლა ის დაკარგულია (ქრისტეს სუდარა ახლა ნაპოვნია, ის ტურინის სუდარის სახელითაა ცნობილი. მასზე სასწაულებრივად ქრისტეს გამოსახულებაა აღბეჭდილი). ჯვარი იერუსალიმშია დამარხული, ოღონდ სად, მხოლოდ ღმერთმა იცისო.

  გავიდა ხანი. იერუსალიმში ქალაქ ეფესოდან წარჩინებული დედაკაცი ჩავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად.

ერთხელ სიონის მთის ვენახებთან წმიდა ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში – მცხეთაში სახარების საქადაგებლად. დედაღვთისამ გადასცა წმიდა ნინოს ვაზის რტოსგან გაკეთებული ჯვარი და უთხრა: ეს იქნება შენი მცველი და ამით დაამარცხებ შენს მოწინააღმდეგეებს. წარმატებული იქნება ქადაგება შენი, მე შენთან ვიქნები და არ მიგატოვებო.

  წმიდა ნინომ ყოველივე უამბო იერუსალიმის პატრიარქს. პატრიარქმა დალოცა თავისი დისშვილი და ეფესოელ ქალს გააყოლა. ეფესოში წმიდა ნინომ გაიცნო მთავრების შთამომავალი ქალი – რიფსიმე, რომელიც ქრისტეს სჯულს აზიარა. რიფსიმეს სილამაზის ამბავი დიოკლიტიანეს შეუტყვია და მისი ცოლად მოყვანა გადაუწყვეტია. რიფსიმეს თავი ქრისტესთვის ჰქონდა მიძღვნილი და არ შეეძლო, ქრისტიანთა მმუსვრელ დიოკლიტიანეს გაჰყოლოდა. ამიტომ, ის, მისი გამზრდელი გაიანე, წმიდა ნინო და ოცდაათი ახლად გაქრისტიანებული ქალი გაიპარნენ ეფესოდან. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი თრდატ მეფის სამეფოს – არმენიას მიადგნენ. დიოკლიტიანემ შეიტყო მათი ამბავი და მისწერა თავის ქვეშევრდომს, გოლიათ თრდატს, რომ მოეძებნა რიფსიმე და მიეძღვნა მისთვის.

თრდატმა შეიპყრო წმიდა დედების დიდი ნაწილი. ის მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და განიზრახა თავისთვის დაეტოვებინა. რასაკვირველია, წმიდა რიფსიმე არ დათანხმდა. თრდატმა აწამა მისი გამზრდელი გაიანე, მხლებლები და თავად რიფსიმეც. ყველა სიხარულით შეხვდა ქრისტესთვის წამებასა და სიკვდილს.

  როგორც ამბობენ, ღმერთმა არ აპატია თრდატს მის წინააღმდეგ გალაშქრება და გარეგნულად გარეულ ღორს დაამსგავსა, სანამ არ  მოინანია.

  წმიდა ნინო სასწაულებრივად გადაურჩა თრდატის მიერ დატყვევებას. მას ხმა შემოესმა ზეციდან, რომელმაც ჩრდილოეთით, მცხეთისკენ წასვლა უბრძანა.

მრავალი გაჭირვების მერე წმიდა ნინო მოადგა იბერიის დედაქალაქს, მცხეთას. აქ უკვე გავრცელებულიყო ამბავი თრდატის ღორად და ისევ კაცად გადაქცევის შესახებ. წმიდა ნინომ მრავალი მცხეთელი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

იმპერატორი კონსტანტინე მყარად დაადგა ქრისტიანულ გზას. მალე წმიდა კონსტანტინესა და მისი დედის, წმიდა ელენე დედოფლის მეცადინეობით, იერუსალიმში იპოვეს ქრისტეს ჯვარი. 

  წმიდა ნინოს მოღვაწეობამაც დიდი შედეგი გამოიღო და ქრისტიანულად მოინათლნენ ქართლის (იბერიის) მეფე და დედოფალი – წმიდა მირიანი და წმიდა ნანა. ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. 

 

скачать dle 11.3