კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 1980-იან წლებში დან შეხტმანი სამეცნიერო ინსტიტუტიდან გაუშვეს კრისტალოგრაფიის საფუძვლების არცოდნის გამო. მოგვიანებით კი მან ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში სწორედ კრისტალის შესწავლით, რისთვისაც  2011 წელს ნობელის პრემია მიიღო ქიმიაში.

* პაბლო პიკასოსთვის ციფრი 7 გადაბრუნებული ცხვირი იყო.

* კომპანია „ფლეიტექსს“, რომელიც მამაკაცის თეთრეულს აწარმოებს და რომელმაც მთვარის პროგრამაში მონაწილე ამერიკელი კოსმონავტებისთვის სკაფანდრი შექმნა, „აპოლონის ჩამცმელი“ უწოდეს – აპოლონი ანტიკური ხანიდან შიშველი გამოისახებოდა.

* ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა ლოურენს ოლივიემ ლორდის ტიტული 1970 წელს მიიღო.

* ანატოლი ჩეხოვი 1897 წლის თებერვალში დაწერილ ერთ-ერთ წერილში წერდა, რომ ძალიან მობეზრდა ეს საქმიანობა, „წერა თითების დაღლამდე“, ანგარიში და ლექციების კითხვა ოცდაათი თანაშემწისთვის… ეს, რა თქმა უნდა, არ ეხებოდა არც მწერლობას და არც მის საექიმო პრაქტიკას – ჩეხოვი მოსახლეობის აღწერაში იღებდა მონაწილეობას.

* მენდელეევის პერიოდულ სისტემას თუ დავაკვირდებით და გავითვალისწინებთ გვარების ეტიმოლოგიას, სპილენძის სახელი ორ ელემენტს ჰქვია: ერთი – თავად სპილენძი, მეორე კი – კოპერნიკიუმი, რადგან, კუპრუმ – ლათინურად და კუფერ – გერმანულად, ორივე სპილენძს ნიშნავს.

* ულექსიტი იშვიათი მინერალია, რომელიც უნიკალური თვისებით გამოირჩევა – მისი ბოჭკოები ბუნებრივი სინათლისგამტარია. თუ პოლირებულ ქვას რამე ტექსტზე დავდებთ, ასოების გამოსახულება ამ ბოჭკოებით ქვის ზედა მხარეს გადაეცემა. მას ინგლისელები TV-ს ეძახიან – ტელევიზორ-ქვას.

* ალბერტ აინშტაინის ტვინი 1955 წელს ტომას ჰარვიმ სახლში წამოიღო და დიდი ხნის განმავლობაში ინახავდა. მისი შედარებითი ანალიზი კი მხოლოდ 1980 წელს გააკეთა პროფესორმა მარიან დაიმონდმა.

* ცნობილი ფრაზა – „წილი ნაყარია“ – რუბიკონის გადალახვის დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 49 წელს, იულიუს კეისარმა წარმოთქვა.

* ფრანგულმა დიზაინსტუდია „ატიპიკმა“ გამოსცა სათამაშო ბანქო – „რევოლუცია“. სათამაშო ბარათებში მეფეები, „დამები“ და „ვალეტები“ უთავოდ არიან გამოსახულნი.

* ყოფილი ლენინის მუზეუმის სათავსოში ინახება თაგვებისგან დაზიანებული სტალინის ბიუსტი, ხოლო რევოლუციის მუზეუმში ანალოგიური ექსპონატები წყლის მილის დაზიანების გამო მთლიანად განადგურდა – ბიუსტები შაქრისგან იყო დამზადებული.

* ევროპული ეკოლოგიური ორგანიზაციები ყოველ წელს აღნიშნავენ „ღამურების დაცვის დღეს“… თუმცა, ღონისძიებები ღამით იმართება.

* შიზოფრენია, როგორც დაავადება, ოიჰენ ბლეილერმა 1908 წელს აღწერა.

* ამერიკელები ჩვენზე არანაკლებ პატრიოტები ყოფილან: თავიანთი მშობლიური შტატის სიყვარულით, მშობლებმა ტყუპ გოგონებს ოკლა და ჰომა დაარქვეს; ასევე მოიქცა მინესოტაში მცხოვრები ცოლ-ქმარი – მათ გოგონებს მინე და სოტა ჰქვიათ.

скачать dle 11.3