კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

კინოვარსკვლავი ფეხბურთელები

სპორტსმენები კინემატოგრაფში არცთუ იშვიათი მოვლენაა. ქართულ კინოშიც არის ცნობილი პრეცედენტი, როდესაც მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა და ველომრბოლელმა ომარ ფხაკაძემ მთავარი როლები შეასრულეს გიორგი შენგელაიას ცნობილ ფილმში – „ხარება და გოგია.” ამჯერად ფეხბურთის უცხოელი ვარსკვლავების შესახებ გაგაცნობთ საინტერესო ცნობებს, რომლებმაც ბედი კინოში სცადეს.

დევიდ ბექჰემი

ბრიტანული „სანის” ცნობით ინგლისელი ვეტერანი ფეხბურთელი მეთიუ ვონის ახალ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, მძაფრსიუჟეტიანი ჟანრის ფილმში – „საიდუმლო სამსახური”. ბექჰემთან ერთად ფილმში ითამაშებენ კოლინ ფერტი და სამუელ ელ ჯექსონი. ცნობისთვის, ბექჰემი უკვე გადაღებულია კომედიაში – „ითამაშე ბექჰემივით”, თუმცა, 2002 წელს გადაღებულ ფილმში ის ეპიზოდური როლით შემოიფარგლა.

ზინედინ ზიდანი

ზიდანმა დასამახსოვრებელი პერსონაჟი განასახიერა კომედიაში „ასტერიქსი და ობელიქსი ოლიმპიურ თამაშებზე”. ფეხბურთის ლეგენდამ ეპიზოდური როლი შეასრულა და ჯერჯერობით მის ფილმოგრაფიაში ეს ერთადერთი ფილმია. აღსანიშნავია, რომ კინემატოგრაფმა არ გაიტაცა ზიდანი და სამწვრთნელო საქმიანობის შესწავლა არჩია, მიუხედავად იმისა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მას არაერთი სცენარის წაკითხვა მოუწია.

პელე

„გაქცევა გამარჯვებისკენ” ერთ-ერთი პირველი ფილმია, სადაც ერთბაშად ფეხბურთის რამდენიმე ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა (ოსვალდო არდილესი, ბობი მური და სხვები), ხოლო ფილმის უპირველესი ვარსკვლავი სილვესტერ სტალონესთან ერთად, ლეგენდარული ბრაზილიელი პელე იყო, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში გერმანელების მიერ ტყვედ აყვანილი ჯარისკაცის როლი განასახიერა. სცენარის მიხედვით, ტყვეების გუნდი გერმანელ ფეხბურთელებს ეთამაშა და მოუგო მატჩი, ხოლო პელემ გამარჯვების გოლი გაიტანა „მაკრატელა” დარტყმით. ცნობისთვის, „მაკრატელას” შესრულება პელემ პირველივე დუბლში მოახერხა და რეჟისორ ჯონ ჰიუსტონის მოწონება დაიმსახურა.

ერიკ კანტონა

„მანჩესტერ იუნაიტედისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარული ნახევარმცველი ერიკ კანტონა ფეხბურთის მოედანზე ნამდვილი პროფესორი იყო და იგივე შეიძლება ითქვას მის კინოკარიერაზეც. კანტონა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ტირაჟირებულ და ცნობილ ფრანგ მსახიობად შეიძლება დავასახელოთ. მის ფილმოგრაფიაში სულ 35 ფილმია, საიდანაც 14-ში საკუთარ თავს განასახიერებს, ხოლო 21-ში სხვა როლებს, მათ შორის გამომძიებლებს, პოლიციელებს, მაფიოზებსა და სხვა პროფესიის ადამიანებს. ცნობისთვის კანტონას დებიუტი შედგა ოსკაროსან დრამაში – „ელიზაბეტი.” 

ვინი ჯონსი

უელსელმა კინოვარსკვლავმა სახელი გაი რიჩის ფილმებით გაითქვა. ამას წინათ ჯონსი თბილისს ესტუმრა, საფეხბურთო კარიერის პერიოდში კი მას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც აქვს ნათამაშები კარდიფში, როდესაც გიორგი ქინქლაძის გოლით ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა, ხოლო ჯონსი უხეში თამაშისთვის გააძევეს. „ბანქო, ფული და ორი ლულა”, „გაიტაცო 60 წამში”, „იქსმენები” და სხვა უამრავ  ჰოლივუდურ ბლოკბასტერში ჯონსი ბრუტალურ პერსონაჟებს ასახიერებს. გარეგნობის გამო, ჯონსს ხშირად სთავაზობენ უარყოფით როლებს და ყოფილი ფეხბურთელიც სიამოვნებით ირგებს „ცუდის” მანტიას. ექსფეხბურთელებიდან ვინი ჯონსს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კარიერა აქვს.

скачать dle 11.3