კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

ყველა კაცი ღალატობს თუ არა ცოლს და როგორია მამაკაცური ლოგიკა

ხშირად საუბრობენ ქალების მდგომარეობაზე, როცა მათ ქმრები ღალატობენ... რას განიცდიან ისინი, რას გრძნობენ, რა ამოძრავებთ, როცა აპატიებენ მეუღლეებს ღალატს და მიდიან ისეთ დათმობაზე, რაც მათ ფსიქოლოგიურად და მორალურად ანადგურებს? პროგრესი თითქოს უკეთესობისკენ ცვლის ადამიანებსაც და ურთიერთობებსაც, მაგრამ, მამაკაცების უმრავლესობას თავი ქუდში აქვს – მათ იციან, რომ ღალატს მაინც აპატიებენ, თუმცა, მაინც გრძნობენ სინდისის ქენჯნას, დგებიან გულახდილობის გუნებაზე და ამით სერიოზულ პრობლემებსაც იქმნიან...

 

ზურა (44 წლის): კაცები არ ლაპარაკობენ ასეთ თემებზე. ეს არც კომპლექსია და არც ამპარტავნება. უბრალოდ, კაცები თავიდანვე განწირულები ვართ საზოგადოების მხრიდან გულგრილობისთვის. ჩვენ ხომ ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავეები ვართ. „ყველა კაცი ღალატობს ცოლს!“ – აი, ამ იარლიყზე გელაპარაკებით.

– ვფიქრობ, თქვენ მაგ იარლიყით მშვენივრად სარგებლობთ.

– დაახლოებით ვხვდები, რასაც გულისხმობთ. მთლად ეგრეც არ არის საქმე, ღალატი არ არის ყველა კაცის იდეაფიქსი.

– ანუ, ყველა კაცი არ ღალატობს ცოლს? ამისი თქმა გინდათ?

– ყველა კაცის მაგივრად მე როგორ ვილაპარაკო, მაგრამ, დამიჯერეთ, უმრავლესობა მერე ნანობს, რომ ცოლს უღალატა.

– ვერაფერი შეღავათია ცოლებისთვის.

– გეთანხმებით, მაგრამ, ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე. ყველაფერი ხდება. მე ვცდილობ, ქალებისაც გავიგო, ანუ, ჩემს ცოლს გავუგო. უმძიმესია, როცა ის ადამიანი გატკენს გულს, რომელიც ძალიან გიყვარს. ამბობენ, ოჯახი ურთიერთნდობაზე იგებაო, მაგრამ, მე უამრავი ოჯახი ვიცი, სადაც ერთმანეთს საერთოდ არ ენდობა ცოლ-ქმარი. ლამის ფარული კამერა დაუყენოს ცოლმა ქმარს, ქმარმა კი კერძო დეტექტივი დაიქირაოს.

– მერე, ეს ნორმალურია?

– არ არის ნორმალური, მაგრამ, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ ენდობი. არც ბოლომდე გახსნა და გაშიფვრაა კეთილგონივრული. ზომიერება ნდობაშიც საჭიროა. სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივხვდი იმას, რომ ზოგჯერ დუმილი მართლაც საჭიროა და აუცილებლად უნდა დააჭირო ენას კბილი. ყველაფერი ცოლს კი არა, საკუთარ თავს არ უნდა მოუყვე სარკეში.

– რა თქმა უნდა, ცოლს არ უნდა მოუყვე, რომ ნაშებში „იგრიალე”.

– რა სისულელეა, ამას არც ვგულისხმობდი. უბრალოდ, მეგონა, რომ ოჯახის წევრებს შორის გულახდილობა ყოველთვის იგებს, მაგრამ, არ ყოფილა ასე. გეუბნებით, დროულად ვერ დავაჭირე ენას კბილი.

– რომ დაგეჭირათ, ღალატიც შეგრჩებოდათ – ეს გაწუხებთ?

– არა. საქმე შერჩენა-არშერჩენაში არ არის. მე მართლა ძალიან მაწუხებს ჩემს ოჯახში არსებული სიტუაცია, ძალიან მწვავედ არის ყველაფერი.

– გრძნობები, ემოციები, შეხედულებები ხომ უნდა გაუზიარო მეუღლეს?

– აუცილებლად, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ, ზედმეტი არაფერი ვარგა. თუმცა, პრობლემა მაინც ისაა, რომ მე სიყვარულის, იმ დამაკავშირებელი ძაფების მჯეროდა, რომელიც ყველა ცოლ-ქმარს შორის უნდა არსებობდეს. იცით, რისი მჯეროდა? თუ მე ვიქნებოდი ბოლომდე გულწრფელი, ცოლი ყველაფერს გამიგებდა და მაპატიებდა. ეს შეცდომა იყო. მართალია, სიყვარული პატიებას თავისთავად მოიაზრებს, მაგრამ... ხომ ბუნებრივია, როცა ადამიანი გიყვარს, როგორ შეიძლება, მას შეცდომა არ აპატიო, მით უმეტეს, გულწრფელად და ალალად მონანიებული?!

სიტუაცია საკმაოდ ბანალურია – მე ცოლს ვუღალატე. თავს არ დავდებ იმაზე, რომ ძალიან მაგარი ტიპი ვარ და, რაც დამემართა, ჩემგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოხდა. დავაშავე, ოღონდ, ძალიანაც ნუ განმსჯით, ანათემას ნუ გადამცემთ. ვაღიაროთ, რომ ადამიანები არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები, მით უმეტეს – უნებისყოფო მამაკაცები.

– აღიარებთ, რომ მამაკაცები უნებისყოფოები ხართ?

– ვაღიარებ. ქალებიც არიან უნებისყოფოები, მაგრამ, ქალს შინაგანი ცენზურის მექანიზმი ბევრად უფრო გააქტიურებული აქვს, ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობას. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ასეც უნდა იყოს და კაცებს ნაკლები პასუხისმგებლობა გვაკისრია, მაგრამ, ცხოვრება რეალობაა და არა მოსაზრებები. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ხდება ის, რაც ხდება – ფაქტებს ვერსად წაუხვალ. სტატისტიკის მიხედვითაც, კაცები უფრო მოღალატეები გამოვდივართ, ან, ჩვენ უფრო ხშირად „გვიბაზრდება“ ეს ამბავი, ვიდრე ქალებს. რაც მე დამემართა, უამრავ კაცს შეიძლება დაემართოს და დამართნია კიდეც. ლამაზი, ახალგაზრდა ქალი თავისით რომ ჩამოგეკიდება კისერზე, მოდი და თქვი უარი. როგორია თავის შეკავება?!

– გინდათ, სხვას გადააბრალოთ საკუთარი დანაშაული?

– არავითარ შემთხვევაში, ამისთვის არ მითქვამს. გადაბრალებით რას მივაღწევ ან რას შევცვლი? მე ჩემს ოჯახში არსებული სიტუაცია მაწუხებს და მადარდებს, იმას რა უნდოდა და რა რატომ გააკეთა, ეს ნაკლებად მაინტერესებს. გეუბნებით, როგორ ძალიანაც არ უნდა უყვარდეს კაცს ცოლი, სხვა ქალი ყელზე რომ ეხუტება და ინტიმური ხმით სექსუალურად ჩასჩურჩულებს რაღაცეებს, ანუ ლამის პირდაპირ ეუბნება, ყველაფერზე თანახმა ვარ, წავიდეთ ჩემთანო, უარს ვერ ეტყვის, დამიჯერეთ. სიყვარული სხვა რამეა, ასეთი შემთხვევითი „გადახვევები“ – სხვა.

– ძალიან ცდებით. ზუსტად ასე შეუძლია ქალსაც, თავი იმართლოს, მაგრამ, მეეჭვება, რომელიმე ქმარმა გაიგოს და აპატიოს.

– არიან ქმრები, რომლებიც იგებენ და აპატიებენ კიდეც. ჩემთვის ის შემთხვევა ძალიან არაფრისმთქმელი იყო, უფრო „ტონუსის ამაღლებას” დავარქმევდი. ვიცი, რომ თქვენ ჩემი ნათქვამი გაღიზიანებთ, მაგრამ, მინდა, სულ ცოტათი მაინც შეხვიდეთ ჩემს მდგომარეობაშიც.

– ანუ, ქალს უარი ვერ უთხარით, ვერ გაანაწყენეთ... ეს უნდა გავიგო?

– კაცი რომ იყოთ, უფრო გამიგებდით. არ მიკვირს, ასეთი პოზიცია რომ გაქვთ ჩემ მიმართ. ჩემი ცოლიც ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც თქვენ. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ვუყვარდი.

– რადგან მშვიდად და აუღელვებლად არ შეხვდა თქვენს ღალატს, იმიტომ? მგონი, ქალის მხრიდან ქმრის ღალატზე ურეაქციობა უფროა ნაკლები სიყვარულის მაჩვენებელი.

– არ ვიცი. შეიძლება, თქვენი ნათქვამიც არის სიმართლესთან ახლოს, მაგრამ, რომ არ მპატიობს, საშინლად განვიცდი. შეურაცხყოფილი ვარ. ნუთუ მისი პრინციპები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ურთიერთობა და სიყვარული? ყველაფერი სწრაფად და ქარიშხლისებურად მოხდა. ჩემს სულზე ამას კვალი საერთოდ არ დაუტოვებია. მალევე დამავიწყდებოდა, რომ არა სინდისის საშინელი ქენჯნა და განცდა. სწორედ ამ განცდებმა მიმიყვანა იმ იდიოტურ გულახდილობამდე, რომელმაც ყველაფერი გააფუჭა.

– სიამოვნება ჩაგაშხამათ, ანუ...

– რა უცნაური მიმართულებით მიგყავთ საუბარი... სულ სხვა რაღაცაზე გელაპარაკებით. მტკივა და მაწუხებს ის პრობლემა, რომელიც საკუთარ თავს შევუქმენი. ვერ ვაგებინებ ჩემს ცოლს, რომ მარტო ის მიყვარს და არანაირი გრძნობა არ მქონია იმ ქალის მიმართ. არც მქონია და არც მაქვს. რა სისულელეა! მხოლოდ სექსი იყო, მეტი არაფერი. ემოციურ დონეზე არც კი შემხებია.

– ძალიან მარტივად ამბობთ საკმაოდ მძიმე რაღაცას.

– ვიცი, მაგრამ, ცხოვრებაც მძიმეა და ხომ ვცდილობთ მის გაადვილებას? აბა, რა ვქნა, მთელი ხმით ვიყვირო, რომ ნაძირალა ვარ და ყველაფერი დავანგრიო?

– მგონი, იმაზე, რომ შეიძლება, ყველაფერი დაგენგრიათ, ცოტა ადრე უნდა გეფიქრათ.

– ჩამქოლეთ ახლა. ვერ ვიფიქრე, ვეღარ იმუშავა ტვინმა. ხომ ვაღიარე, რომ უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი? ჩემს ცოლსაც ვუთხარი ეს, ბოლომდე ვიტვირთე დანაშაულის მთელი სიმძიმე. ერთ ჟურნალში წავიკითხე, შემთხვევითი კავშირი ცოლქმრულ ურთიერთობას აჯანსაღებსო.

– სასაცილოდ ჟღერს. თქვენ გჯერათ ეს?

– ფაქტით თუ ვიმსჯელებთ, არაფერიც არ გაუჯანსაღებია. მე დამეწყო სინდისის ქენჯნა, მოვაღე პირი, შენდობა რომ მეთხოვა და ახლა ვარ სერიოზულ შარში. ცოტა ნასვამიც ვიყავი და ეტყობა, ამანაც ამამჩატა. როცა გამოვფხიზლდი, შევძრწუნდი – ცოლს თვალებში როგორ შევხედო-მეთქი. ოღონდ, ამას აბსოლუტურად გულახდილად ვამბობ, ყოველგვარი ირონიის გარეშე.

– თუ ფიქრობდით, რომ არც ისეთი დამნაშავე იყავით, რატომღა მოუყევით ცოლს?

– ხომ გითხარით. ვმოქმედებდი პრინციპით: ცოლ-ქმარს შორის დამალული არაფერი უნდა იყოს! ამას დაუმატეთ სინდისის ქენჯნის საშინელი განცდაც... მოკლედ, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც მივედი ცოლთან და ვუთხარი.

– ხომ არ შეეცადეთ, აგეხსნათ, რომ ცოლს ყველა კაცი ღალატობს და ეს არ არის ტრაგედია?

– დაახლოებით. იდიოტივით მოვიქეცი, ხომ? ჩემმა თექვსმეტი წლის ვაჟმაც იგივე მითხრა. შენ ადგილას მე ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ, თუ გავაკეთებდი, ხმას აღარ ამოვიღებდი და არ ვილაპარაკებდი ამაზეო. ფაქტია, რომ პატარა ბიჭმა მაჯობა ჭკუით. უკვე სამი თვეა, ჩემი ცოლი არ მელაპარაკება. ერთ სახლში ვართ და ისე მივლის გვერდს, თითქოს ნივთი ვიყო. ეტყობა, არაფრად ვუღირვარ, თორემ, შეეშინდებოდა ჩემი დაკარგვის. იფიქრებდა იმაზე, რომ ასეთი ურთიერთობით უფრო გამაგდებს სახლიდან. ის ჩუმად არის და, ვერ ვიგებ, ითმენს იმას, რომ ვუღალატე თუ, რამისთვის ემზადება. მინდა ვკითხო, ისევ ვუყვარვარ თუ არა, მაგრამ არაადეკვატური რეაქციის მეშინია.

 

скачать dle 11.3