კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (143)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა:  მაინტერესებს, როგორ გადაწყდება საკითხი, როდესაც პირის მიერ ნივთის ფლობა დადასტურებულია მტკიცებულებებით და მოცემული დროისთვისაც მის მფლობელობაშია. თუმცა, სხვა პირი აცხადებს პრეტენზიას, რომ ეს ნივთი დროის რაღაც მონაკვეთში იმყოფებოდა მის მფლობელობაში და ამის გამო ითხოვს ნივთის მისთვის გადაცემას? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ თუ პირი ნივთს ფლობდა დროის რაღაც მონაკვეთის დასაწყისსა და ბოლოს, ივარაუდება, რომ ის ფლობდა ამ ნივთს დროის შუა პერიოდშიც.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება და არის თუ არა შესაძლებელი, სახცოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლების მოპოვება იმ შემთხვევაში, როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობს ამ სახლს იქ მცხოვრები პირი?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ზოგადად, უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა შესაძლებელია ხანდაზმულობით. კერძოდ, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია ბინის თუ სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, ის მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ პერიოდში პირი ფლობდა მას, როგორც საკუთარს.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რას ნიშნავს, ზოგადად, ნივთის მფლობელობა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ  მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, ჩაითვლება თუ არა ნივთის მფლობელად ის პირი რომელიც ნივთზე ფაქტობრივ გამგებლობას ახორციელებს, თუმცა ამ ნივთით მიღებულ სარგებელს სხვას გადასცემს? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ,  რა კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით უფარდებს მოსამართლე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახეს?

პასუხი: გაცნობებთ, რომ აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენი სახის აღკვეთის ღონისძიების სახეს ითვალისწინებს სისხლის საპროცესო კანონმდებლობა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ  საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია აღკვეთის ღონისძიების შემდეგი სახეები: გირაო, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა და პატიმრობა. ასევე, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების მითითებულ სახეებთან ერთად, შეიძლება, განსაზღვრული იქნეს ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად.

скачать dle 11.3