კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს ქალებში მკერდის კიბოს და როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადება ადრეულ სტადიაში

რამდენად საშიშია გულის არითმია და არის თუ არა ის ინსულტის წინამორბედი სიმპტომი

გული შედგება წინაგულებისა და პარკუჭებისგან. წინაგულებში არსებობს სინუსის კვანძები, რომლებშიც გამომუშავდება იმპულსები. გულის არითმიების განვითარების საფუძველი შეიძლება, იყოს იმპულსის წარმოქმნის მოშლა და იმპულსის გატარების დარღვევა. მოციმციმე არითმიის დროს, დარღვეულია სწორედ იმპულსის წარმოქმნა. ამ დროს წინაგულები კარგავს სინქრონული შეკუმშვის უნარს და იწყებს ქაოსურ ციმციმს. წინაგულების ციმციმი განპირობებულია თავად გულის პათოლოგიით, ან გარეშე ფაქტორების მავნე ზემოქმედებით. მისი აღმოცენების ძირითადი მიზეზია მიოკარდიუმის ინფარქტი, ჟანგბადის ნაკლებობა, გულის მანკი, თირეტოქსიკოზი, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, ჰიპერტონიული დაავადება, გულის ინფექციური დაზიანება. ასაკში შესული ადამიანებისთვის ახლად აღმოცენებული მოციმციმე არითმია შეიძლება, ფარულად მიმდინარე იშემიის, ანუ გულის კუნთის კვების მოშლის შედეგი იყოს. ახალგაზრდებში კი ამის მიზეზი ხშირად მიტრალური სარქვლის პროლაფსის არასწორი მუშაობის შედეგია.

ზოგჯერ არითმია დაავადების არსებობის გარეშეც აღმოცენდება, მაგალითად, ალკოჰოლის დიდი დოზით მიღებისას. მოციმციმე არითმიის განვითარების დიდი რისკია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალი არტერიული წნევაც ახლავს. წინაგულების ციმციმი შეიძლება, ასოცირებული იყოს სხვა სახის არითმიასა და იმპულსის გატარების მოშლასთან.

ხშირად ისეც ხდება, რომ დაავადება პირველი გამოვლენის დროს გართულებულია, თან ახლავს ტაქიკარდია ანუ იმპულსის გახშირება. ამ დროს გული დიდ სამუშაო დატვირთვას იღებს, რის შედეგადაც შეიძლება, განვითარდეს ტკივილი მკერდის ძვლის უკან. ეს კი სტენოკარდიის ან მიოკარდიუმის ინფარქტის ერთ-ერთი ნიშანია. არითმიის გამო, შესაძლოა, დაქვეითდეს გულის მუშაობის ეფექტურობა, რაც მეორე გართულების – გულის უკმარისობის მიზეზად შეიძლება, იქცეს.

წინაგულების მწვავედ აღმოცენებული ციმციმის დროს, მკურნალობის მიზანია პარკუჭების შეკუმშვათა სიხშირის შემცირება და გარდა ამისა, ნორმალური რიტმის აღდგენა. არითმიის აღმოცენებისთანავე, ჩაიტარეთ მკურნალობის კურსი, რადგან მოციმციმე არითმიის დროს, წინაგულებში მკვეთრად ნელდება სისხლის დინება. ეს კი თრომბების აღმოცენების მიზეზი ხდება. როცა მკურნალობის შედეგად, გულის მუშაობის ნორმალური რიტმი აღდგება, შესაძლებელია, თრომბის ფრაგმენტები მოწყდეს და რომელიმე ორგანოს სისხლძარღვებს დაეცოს. უფრო ხშირად, ეს ხდება თავის ტვინის სისხლძარღვებში, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტი. ამიტომ, მკურნალობაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ის პრეპარატები, რომლებიც სისხლის შედედების უნარს ამცირებს.

 

მარილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია

მარილი ადამიანის ორგანიზმს ნატრიუმისა და ქლორის იონებით ამარაგებს. ამ იონების გარეშე წარმოუდგენელია, კუჭის წვენის მთავარი შემადგენლის, ტუტეებისა და მარილმჟავას  წარმოქმნა, რაც აუცილებელია, უჯრედების ნორმალური მუშაობისა და ქსოვილებში წყლის განაწილებისთვის. ოფლში, ნერწყვში, ცრემლში მარილის არსებობა თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორგანიზმის ცხოველქმედებაში ის აქტიურად მონაწილეობს.

ადამიანისთვის მარილის დღიური ნორმა 4-6 გრამია. ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადებების, შეშუპებისა და ორსულობის ბოლო თვეებში გირჩევთ, მარილის მოხმარება შეამციროთ.

ხალხურ მედიცინაში, უძველესი დროიდან, საკმაოდ ხშირად იყენებდნენ მარილს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. გთავაზობთ ზოგიერთ რეცეპტს: 

*კუჭის შეკრულობის დროს, სასაქმებლად, 4 ჩაის ჭიქა კიტრის მარინადის მარილიანი წვენი დალიეთ. აშლილობისას კი ტაფაზე 1-1,5 კილოგრამი მარილი გაახურეთ, ჩაყარეთ ქსოვილის პატარა პარკში და მუცელზე დაიდეთ.

 *დაჟეჟილი ადგილების მოსაშუშებლად მარილიანი ძმრის კომპრესი გაიკეთეთ. 

*თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, მწიკვი მარილი დანამეთ და ნაკბენზე დაიდეთ. ტკივილს გაგიჩერებთ და შესიებას დააცხრობს.

*გაციების დროს კარგია ცხვირისა და ყელის მარილწყლით გამორეცხვა. 0,5 ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში. პროცედურა დაავადების ხანგრძლივობას ამცირებს და ხელს უშლის სასუნთქ გზებში ინფექციის გავრცელებას.

  მარილის ხსნარი აქტიურად ურთიერთქმედებს ორგანიზმის ქსოვილებში შემავალ სითხესთან და შეიწოვს დაავადების წარმომშობ მიკრობებს, ვირუსებს, შხამებსა და არაორგანულ ნივთიერებებს, მაგრამ ხელუხლებელს ტოვებს ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და ცოცხალ უჯრედებს. ამგვარად, დაავადებული ორგანოს ქსოვილების სითხის განახლება და დეზინფექცია ხდება, პათოლოგიური პროცესი კი წყდება.

მიუხედავად მარილოთერაპიის მაღალეფექტურობისა, გასათვალისწინებელია, რომ მას გარკვეული უკუჩვენებაც აქვს. დიდი რაოდენობით გამოყენებამ შეიძლება, შაკიკის პროვოცირება მოახდინოს, ასთმის დროს კი მდგომარეობა დამძიმდეს. ამიტომ,  რაოდენობის კონტროლი აუცილებელია, რადგან ზედმეტი მარილი ორგანიზმსა და სისხლძარღვებში წყლის შეკავებას იწვევს, რაც ანუსის ვენების შესიების მიზეზი ხდება.

 

რა იწვევს ქალებში მკერდის კიბოს და როგორ ამოვიცნოთ ეს დაავადება ადრეულ სტადიაში

საკმაოდ იმატა ქალებში საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების რიცხვმა. საკვერცხის კიბოს წარმოქმნის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. ფეხმძიმობა და მშობიარობა ამ დაავადების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს, უნაყოფობა კი, პირიქით – ამაღლებს. ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც ოვულაციას ასტიმულირებს, დაავადების განვითარების რისკს კიდევ უფრო უწყობს ხელს. საკვერცხის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორად ზოგიერთი ვირუსიც მოიაზრება. იმისთვის, რომ შეამციროთ რისკი, აუცილებელია მშობიარობა, მემკვიდრული განწყობის ცოდნა და გინეკოლოგის ხშირი მეთვალყურეობა.

თუ ქალი მუცლის არეში ხშირად განიცდის დისკომფორტს, აღენიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მუცლის ხშირი შებერვა, სიმძიმის შეგრძნება და ნაწლავების მოქმედების დარღვევა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს გინეკოლოგს, რათა გამოირიცხოს დაავადების რისკი. საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის სირთულე ისაა, რომ ამ ეტაპზე დაავადება, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მკურნალობა კი დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება სარძევე ჯირკვლის კიბოს, ამ რისკის ჯგუფში ის ქალები შედიან, ვინც შვილი გვიან ასაკში გააჩინა. ასევე, ისინი, ვინც ჩვილს ბუნებრივად არ კვებავდა. სარძევე ჯირკვლის დაავადების მიზეზი ხშირად მემკვიდრეობითი მიდრეკილება, კვება და ცხოვრების სტილი, ასევე, ალკოჰოლი და თამბაქოა. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ხშირი და მთავარი მიზეზი კი აბორტი და დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოა. საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხოთ მამოლოგს და ჩაიტაროთ ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა-შემოწმება.

თუ ქალმა მკერდის ნებისმიერ ადგილას ან იღლიის ფოსოში გამკვრივებული უბანი აღმოაჩინა, ან ძუძუს თავმა შეიცვალა ფორმა, აღინიშნება გამონადენი ან მკერდის ფორმის შეცვლა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. დროულად გამოვლენილი დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. ულტრაბგერითი გამოკვლევა კი ერთ-ერთი უზუსტესი მეთოდია სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკაში.

რისკის ჯგუფებში ძირითადად ის ქალები შედიან, რომელთა წინაპრებსაც ონკოლოგიური დაავადებები აღენიშნებოდათ, ვისაც აქვს ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდომეტრიოზი, ან, დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება ან რთულად ექვემდებარება ჰორმონულ თერაპიას. ყველა ქალი, ვისაც მსგავსი სიმპტომები აღენიშნება, აუცილებლად უნდა გადიოდეს კონსულტაციებს გინეკოლოგთან და ითვალისწინებდეს მათ რეკომენდაციებს.

 

რომელ საკვებს გააჩნია სამკურნალო თვისებები

საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ბევრ მათგანს კი მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისება გააჩნია. კერძოდ: 

* ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. შეგიძლიათ, ისპანახი ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ, რადგან ის კალორიებს მხოლოდ მცირე დოზით შეიცავს, ცხიმს კი – საერთოდ არა. ისპანახი ასევე ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.

* პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ასევე, პომიდორი C ვიტამინის უმდიდრესი საბადოა.

* ნიორი ამაგრებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციებს.

* ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც „ომეგა 3-ს“ უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, მაგალითად, როგორიც არის რევმატოიდური ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს თავის ტვინის მუშაობაზე და აფერხებს დაბერების პროცესს.

* საკვებად შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს არტერიულ წნევას, ასევე, კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემები აწუხებს.

* ნიგოზში, თხილსა და ნუშის გულში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ამცირებს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. მაგრამ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი უზომოდ ჭამა არ არის რეკომენდებული.

* ყურძენი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის, ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა. 

скачать dle 11.3