კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: დასაშვებია თუ არა სექსუალური ურთიერთობა ორსულობის დროს?

პასუხი: სექსი ორსულობის დროს უკუნაჩვენებია  მხოლოდ მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის, საშვილოსნოს ტონუსის მომატების დროს და მისგან თავი უნდა შეიკავოთ ორსულობის ბოლო 1 თვის განმავლობაში, რათა არ მოხდეს მშობიარობის დაჩქარება. 

კითხვა: მყავს მეთორმეტეკლასელი ვაჟი. ბოლო ხანებია, დაეწყო მეხსიერების დაქვეითება. ძნელად იხსენებს წაკითხულს. რა რჩევას მომცემდით?

პასუხი: პირველ ყოვლისა, აუცილებელია დღის რეჟიმის სწორად დაგეგმვა – ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს: დაბალანსებულ კვებას, ძილის რეჟიმის მოწესრიგებას, მსუბუქ ვარჯიშს და, რა თქმა უნდა, ბევრ მეცადინობას. უარი თქვას სოციალურ ქსელებზე („ფეისბუქი”, სკაიპი და სხვა) და კომპიუტერულ თამაშებზე. პარალელურად, სასურველია, გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი (ანემიის გამოსარიცხავად) და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევა.

კითხვა: მაინტერესებს, რანულას საწყისი ეტაპის განკურნება თუ შეიძლება ქირურგიული ჩარევის გარეშე და რა მეთოდებით?

პასუხი: რანულას, ანუ, რეტენციული კისტის  მკურნალობის ყველაზე რაციონალური და სწორი მეთოდია მისი ამოკვეთა.

კითხვა: რკინის ნაკლებობის გამო, ჩემს შვილს ექიმმა დაუნიშნა მედიკამენტები: ლომპასარი და სორბიფერ დურულესი. ამავდროულად, გოგონას აქვს გასტრიტი და ერთი თვეა, მკურნალობს. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, ამ მედიკამენტების გამო, განავალს შავი ფერი ჰქონდეს? 

პასუხი: სორბიფერ დურულესი არის რკინის პრეპარატი, რომლის მიღებამ, შეიძლება, გამოიწვიოს განავლის გამუქება და კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.

კითხვა: მყავს სამი შვილი: 13, 6 და 2 წლის. თუ შეიძლება, რომ ყოველდღიურად მივაღებინო სტაფილოს წვენი? გთხოვთ, მომწეროთ დოზები. 

პასუხი: დიახ, შეგიძლიათ, მისცეთ სტაფილოს წვენი. დოზები: 1 ჭიქა – 13 და 6 წლის ბავშვებს, 2 წლისას კი – 1/2 ჭიქა.

კითხვა: უკვე ერთი თვე იქნება, რაც ჩემი 2 წლის ბიჭი ჭამის მერე ძალიან აბოყინებს, თან, ბევრჯერ და ხმიანად. რისი ბრალი შეიძლება იყოს? შემწვარს და შოკოლადს ძალიან იშვიათად ვაჭმევ.  

პასუხი: ბიჭი ბავშვთა გასტროენტეროლოგს აჩვენეთ. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს არანორმირებული და ძალდატანებითი კვება. 

კითხვა: მყავს 5 თვის ბიჭი, რომელიც დაბადებიდან ხელოვნურ კვებაზეა. დამატებითი საკვები ჯერ არაფერი მიმიცია. მაინტერესებს, რა შეიძლება მივცე პირველად და როგორ უნდა იკვებოს ამ ასაკის ბავშვი? 

პასუხი: 5 თვის ბავშვის მენიუ და რეჟიმი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს: 6.00-7.00 – ადაპტირებული რძის საკვები. 10.00-10.30 - 150 გრამი ბოსტნეულის პიურე (დასაწყისში ხილ-ბოსტნეულის პიურე მიეცით, 1-2 ჩაის კოვზის ოდენობით, შემდეგ კი გაუზარდეთ 140-150 გრამამდე), 30 გრამი ფაფა ან ხაჭო, ნახევარი მოხარშული კვერცხის გული; 14.00 – ადაპტირებული რძის ნარევი. 17.00-18.00 – 150 გრამი ფაფა, 30 გრამი ხილის წვენი. 21.00-22.00 – ადაპტირებული რძის ნარევი (ამ პროდუქტებით რაციონის გამდიდრება თანდათან უნდა მოხდეს). ეს არის ზოგადი რეკომენდაცია. გახსოვდეთ, კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება.

 

скачать dle 11.3