კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ვიმკურნალოთ „კამელინით“, რომლის უნიკალურმა თვისებებმა დღემდე ბევრ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე

რამდენიმე ათეული წლის წინ, ცნობილმა ექიმა და ქირურგმა ძაგული (ბენედიქტე) მაღლაკელიძემ შექმნა უნიკალური პრეპარატი „კამელინი“. ეს იყო სწორედ მაშინ, როცა არ არსებობდა ეფექტური საშუალებები ბაქტერიული და სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ. სანამ ამ პრეპარატს გამოიგონებდა, ბატონი ძაგული თავის პაციენტებს სუფთა თაფლით მკურნალობდა, რისგანაც შემდეგ უებარი წამალი – „კამელინი“ დაამზადა. პრეპარატის გამოგონებისთანავე დაიწყეს მისი კვლევა სხვადასხვა მიმართულებით. თავიდან შეამოწმეს როგორც ანტიბაქტერიული საშუალება. წამალმა ყველა ბაქტერია გაანადგურა. შემდეგ გადაწყვიტეს მისი სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებების შესწავლა თბილისის, მოსკოვის, ლენინგრადის სამეცნიერო-კვლევით და კლინიკურ დაწესებულებებში როგორც ექსპერიმენტული კვლევების, ისე კლინიკური აპრობაციის სახით. დადებითი პასუხების მიღების შემდეგ, დაიწყეს ამ პრეპარატის კლინიკური მოხმარება. მალე „კამელინი“ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო და კლინიკური ცენტრების გამორჩეული ინტერესის ობიექტი გახდა, რაც ახლაც გრძელდება. ამ პრეპარატის კვლევისა და მათ ქვეყანაში დარეგისტრირების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. წლების წინ კი „კამელინის“ სიმსივნეზე ზემოქმედების მექანიზმი შეისწავლეს კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო ცენტრებში. საცდელად აიღეს ადამიანის ფილტვისა და სწორი ნაწლავის კიბოს უჯრედები; ასევე, გამოიყენეს კიბოთი ხელოვნურად დაავადებული თეთრი თაგვები. კვლევებით დადგინა, რომ „კამელინს“ აქვს ორმაგი მოქმედება: ის კიბოთი დაავადებულ თაგვებში მკვეთრად ზრდის ეგრეთ წოდებულ „სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს“ (სიმსივნის უჯრედების სიკვდილს) და სხვა მნიშვნელოვანი ციტოკენების (იმუნურ სისტემაში ჩართული ნივთიერებების) რაოდენობას და ამით ორგანიზმს უადვილებს, დაძლიოს სიმსივნით გამოწვეული პრობლემები. ამასთანვე, ის უშუალოდ თრგუნავს კიბოს უჯრედებს და დროის გარკვეულ მონაკვეთში ახდენს მათ სრულ განადგურებას, ანუ, „კამელინის“ მოლეკულები თავისით „პოულობენ“ სიმსივნურ უჯრედებს და პირდაპირი ზემოქმედებით ახდენენ მათ განადგურებას. 

კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინაში გაჩნდა დიაგნოსტიკური მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, კიბოს განვითარების ადრეული ეტაპი იყოს დაფიქსირებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, რომ ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინაღმდეგოდ არის მისი პროფილაქტიკა – სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია მეტად საჭირო ნივთიერებების შემცველი მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანის იმუნიტეტის გაჯანსაღებას, მაგრამ, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდიან იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და,  შედეგად, კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთ შესანიშნავ იმუნომოდულატორს წარმოადგენს პრეპარატი „კამელინი“. 

დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად  საუბრობს   „კამელინ მ 1-ისა“ და „კამელინ მ 2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რომელიც მიღწეული იყო სხვადასხვა სიმსივნის,  უმძიმესი დიაგნოზის (მე-4 სტადიის) მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში – დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. გარდა ამისა, „კამელინი“ ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდაც, არის კარგი იმუნომოდულატორი, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს, მათ შორის – ღვიძლის უჯრედებს, ხელს უწყობს ჭრილობის ძალიან მალე შეხორცებას. კარგია „კამელინის“ მალამოს გამოყენება დამწვრობის დროს. მისი, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენება ძალიან კარგია არა მარტო სიმსივნური დაავადების მიმდინარეობისას, არამედ, მისი თავიდან აცილების მიზნითაც. ანუ, კიბოს საწყისი ეტაპის „გამოპარვის” შემთხვევაში, „კამელინი“ ძალიან კარგად მოქმედებს ავადმყოფზე და იწვევს მისი მომავალი განვითარების შეფერხებას. შესაბამისად, მისი გამოყენება სიმსივნის დასაწყის სტადიებში დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კარგია „კამელინის“ გამოყენება ვაგინალური ინფექციების,  მათ შორის – ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ; ასევე, პროქტატების, სწორი ნაწლავების ნახეთქების, ჰემორეის დროს. 

კ.ნ. (პაციენტი 65 წლის): დაახლოებით ერთი წლის წინ დამისვეს ფილტვის კიბოს დიანოზი, მეოთხე სტადია. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მდგომარეობაში ვიქნებოდი. საშინლად დასუსტებული, უიმედოდ, არც ძალა მქონდა და არც გადარჩენის იმედი. როგორც მერე მითხრეს, სუნთქვაც შესუსტებული მქონია და ძლიერ ტკივილებსაც განვიცდიდი. როგორც კი შეიტყო ჩემმა შვილმა „კამელინის“ შესახებ, მაშინვე დამიწყო ექიმების გარეშე მისი გაკეთება. წამალი ცოტა მწარე იყო, მაგრამ, იმ ტკივილებთან შედარებით, რასაც განვიცდიდი, ახლოსაც არ მოვიდოდა. ჩავიტარე მკურნალობის 5 კურსი, თავისი შესვენებებით. მდგომარეობა თანდათან გამიუმჯობესდა: ტკივილები მომეხსნა, თავისუფლად ვმოძრაობ, ძალაც მომემატა და ჭამის მადაც და, როგორც ხედავთ, საუბრის სურვილიც გამიჩნდა. 

კ.პ. (პაციენტი, 74 წლის): დაუდგინდა ფილტვის კიბო, მეტასტაზებით ძვალში, მეოთხე სტადია. იყო უმძიმეს მდგომარეობაში: ჰქონდა სუნთქვის უკმარისობა, აწუხებდა ძლიერი ტკივილები, სისუსტე, მოძრაობა – შეზღუდული. ჩაიტარა „კამელინით“ მკურნალობის 5 კურსი. მდგომარეობა გაუუმჯობესდა. ტკივილები მოეხსნა.

ლ.ჟ (პაციენტი) – დიაგნოზი: საშვილოსნოს ყელის წყლული. 15 წლის განმავლობაში მკურნალობდა სხვადასხვა მედიკამენტით, რის გამოც განუვითარდა მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. 6 თვის განმავლობაში იმკურნალა „კამელინით“. ინტოქსიკაციური სიმპტომები მალევე მოეხსნა, ამიტომ, გადაწყვიტა, გაეგრძელებინა მკურნალობა. გინეკოლოგთან გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლული შეუხორცდა. 

ლ.მ. (პაციენტი 45 წლის): ბუასილი მქონდა და ძალინ დიდი ტკივილებს განვიცდიდი. როდესაც შევიტყვე, რომ ძალიან კარგი იყო „კამელინის“ გამოყენება, ვიყიდე სანთლები და დავიწყე მკურნალობა. ჩავიტარე მკურნალობის კურსი და სრულიად გამოვჯანმრთელდი.

თ. ლ. (პაციენტი, 55 წლის): რამდენიმე წლის წინ, მოულოდნელად, თავი შეუძლოდ ვიგრძენი, დამეწყო სისუსტე და თავის საშინელი ტკივილები. არანაირი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ მიჩერებდა აუტანელ ტკივილებს. ორჯერ გონებაც დავკარგე. ოჯახის წევრებმა საავადმყოფოში გამოკვლევები ჩამიტარეს. როგორც შემდეგ მითხრეს (როცა უკვე უკეთ ვგრძნობდი თავს, თავიდან კი დამიმალეს), აღმომაჩნდა სარკომა, რაც იწვევდა თავის ტკივილებს, სისუსტეს, უძილობას. მოკლედ, ვგრძნობდი, თანდათანობით როგორ უარესდებოდა ჩემი მდგომარეობა. ოჯახის წევრებმა სად არ წამიყვანეს და რა პრეპარატი არ გამიკეთეს, მაგრამ, არაფერი მშველოდა. ცოტა ხანში ლაპარაკი და საწოლიდან ადგომაც გამიჭირდა. ერთ დღესაც, ჩემს სანახავად ნათესავი მოვიდა. მას ადრე საშვილოსნოს სიმსივნე აწუხებდა და ჩემს შვილს ურჩია, ჩემთვის „კამელინის“ ნემსები გაეკეთებინათ, რადგან ის თავის დროზე ამით მკურნალობდა. დამიწყეს „კამელინით“ მკურნალობა. სიმართლე გითხრათ, ცოტა მწარე ნემსია, მაგრამ, გავუძელი. 5 ნემსის გაკეთებისთანავე თავი უკეთესად ვიგრძენი, ხალისი დამიბრუნდა და საჭმელიც მოვითხოვე. ერთი კურსის შემდეგ სიარულიც შევძელი. უკვე რამდენიმე კურსი ჩავიტარე და აღარც ტკივილები მაწუხებს, აღარც სისუსტე. როგორც მითხრეს, სარკომა საკმაოდ დაპატარავდა. იმედია, აღარასოდეს შემაწუხებს. 

P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული შეკითხვები, გსურთ კონსულტაცია ან დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 58-09-07; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87.

 

скачать dle 11.3