კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უპირატესობა აქვს ჰეპატიტის დროს ოზონოთერაპიით მკურნალობას

დღეს ჰეპატიტის თემა ძალიან აქტუალურია მთელ მსოფლიოში. უამრავ ადამიანს სჭირდება მკურნალობა და შესაბამისად, ყველას ძალიან აინტერესებს ინფორმაცია მკურნალობის კურსთან დაკავშირებით. შეიძლება, ბევრისთვის არც იყოს ცნობილი იმის შესახებ, რომ ნებისმიერი ტიპის ჰეპატიტის მკურნალობისას, ძალიან ეფექტურია ოზონოთერაპია.  სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი სტუმარია „აინო” – ოზონოთერაპიის პირველი ქართული კლინიკის დამფუძნებელი, ექიმი ადა მჭედლიძე. 

ადა მჭედლიძე: ოზონოთერაპიის გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ჰეპატიტების მკურნალობა. თერაპიის ეფექტურობა განპირობებულია როგორც მისი იმუნომოდულატორული ეფექტით, ასევე ოზონის უშუალო ზემოქმედებით ვირუსზე. ოზონოთერაპია საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი ტიპის A, B, C, D  ჰეპატიტების მკურნალობისას, განსაკუთრებით, თუ დაავადება ქრონიკულია. ოზონი აზიანებს ვირუსის  გარსს  და ახდენს ვირუსის გამრავლების ბლოკირებას. კაფსულირებული ვირუსი უფრო მგრძნობიარეა ოზონის მიმართ, რადგან კაფსულა დიდი რაოდენობით  ცხიმებს შეიცავს. ოზონი წვავს ცხიმს, შესაბამისად, არღვევს ვირუსის მემბრანას. ოზონი აძლიერებს როგორც უჯრედულ, ასევე ჰუმორულ იმუნიტეტს. ოზონის ზემოქმედებით აქტიურდება ორგანიზმის მიერ საკუთარი ინტერფერონის სინთეზი, რომელიც ვირუსისგან ორგანიზმის დაცვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ეს ყოველივე ახდენს ანთებითი პროცესის ლიკვიდაციას. 

ოზონი ამცირებს  თრომბოციტების აგრეგაციას. ოზონი აძლიერებს ერითროციტების კედლის დრეკადობას, რითაც ააქტიურებს მათ მიერ ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანას. შესაბამისად, ძლიერდება ქსოვილების ოქსიგენაცია და აღდგება სისხლის მიმოქცევა დაზიანებულ ორგანოებში. 

ღვიძლის ქრონიკულ დიფუზურ დაავადებებს შორის სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება ტოქსიკური (ალკოჰოლური, მედიკამენტური) ჰეპატიტები. ასეთი ტიპის ჰეპატიტების გამოყენებისას ოზონი ააქტიურებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის  მექანიზმებს. 

– რით განსხვავდება ოზონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობისგან?

– ანალოგიური შეკითხვით ძალიან ბევრი გვიკავშირდება კლინიკაში ნომრებზე: 225 31 39; 571 25 55 33, ან მოდიან ჩვენთან დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, მისამართზე, მცხეთის ქუჩა 8/90. პასუხი ამ კითხვაზე კი ასეთია, მედიკამენტური მკურნალობისაგან განსხვავებით, ოზონოთერაპიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. პირველივე პროცედურებიდან პაციენტებს აღენიშნებათ სუბიექტური შეგრძნებების გაუმჯობესება. მაგალითად, მადისა და ძილის რეჟიმის მოწესრიგება. მცირდება კანის ქავილი, სიმძიმის შეგრძნება ღვიძლის არეში. აღინიშნება სისხლის ბიოქიმიური  მაჩვენებლების დადებითი დინამიკა. მცირდება ჰიპერბილირუბინემია, ALT, AST  და ტუტე ფოსფატაზა. შემთხვევათა 60 პროცენტში აღინიშნება ვირუსმატარებლობის  აღმოფხვრა. 

 

скачать dle 11.3