კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ლოცვის ძალა

ერთხელ სქემოსან მღვდელმონაზონ ალექსანდრეს მოწაფემ ჰკითხა: „მამაო! იციან ჩვენმა მიცვალებულებმა, ვინ და როდის ლოცულობს მათთვის?“

როგორც ცნობილია, ეს შეკითხვა ბევრისთვის არის საინტერესო, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ახლობლები გარდაეცვალა. ბერმა შეკითხვას წმიდა სერგის ლავრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანტონის მონათხრობით უპასუხა, რომელსაც სულიერ ადამიანად იცნობდნენ:

„1831 წელს, როდესაც ღირსი სერგის ლავრაში მივედი, არცთუ მრავალრიცხოვან ძმობაში იმდენად ცოტა იყო კარგი ხმის მქონე დიაკონი, რომ ზოგჯერ მსახურება ვერ ხერხდებოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენთან საცხოვრებლად ჩამოვიდა დიაკონი, ქვრივი, რომელსაც კარგი ხმა ჰქონდა. ამის შემდგომ იგი ყოველთვის ჩემთან ერთად მსახურობდა და სხვებზე უპირატესიც იყო.

ერთხელ იგი ჩემთან მოვიდა და მთხოვა, ცოტა ხნით მშობლიურ სოფელში გამეშვა. ვუთხარი, რომ დღესასწაული ახლოვდებოდა და მას ჩემთან ერთად უნდა ემსახურა. დიაკონმა მიპასუხა, რომ დღესასწაულისთვის დაბრუნებას მოასწრებდა და მსახურებასაც შეძლებდა. მაშინ, წასვლის ნება დავრთე.

დღესასწაულის წინა დილას ვიკითხე, დაბრუნდა თუ არა დიაკონი. შეკითხვაზე უარი მივიღე.

იგი არც სადილობისთვის დაბრუნებულა.

უკვე მწუხრი იწყებოდა, დიაკონი კი ისევ არ ჩანდა. მისმა საქციელმა ძლიერ გამანაწყენა.

ბოლოს, მწუხრის დასასრულს, დიაკონი გამოჩნდა.

„რას ჰგავს ეს, შენ ხომ უნდა გემსახურა?“ – ვუთხარი მკაცრად. მან მიპასუხა, რომ მზად იყო. „თუ მზად ხარ, მაშინ იმსახურე“, – ვუთხარი მე. მან ჩემთან ერთად შესანიშნავად აღასრულა ლოცვა.

ლიტურგიის შემდეგ სატრაპეზოში წავედით. ძმათაგან ზოგიერთმა დიაკვანზე იხუმრა, „ხედავ, სამშობლოში წახვედი და როგორ მსახურობდი, ხმა დაგისუსტდა!“ მათი დაშოშმინება და დაწყნარება მომიხდა.

ტრაპეზის შემდეგ ყველამ თავის სენაკს მიაშურა. დიაკონმა ჭურჭელი აიღო და წყლის მოსატანად წავიდა. უკან დაბრუნებულმა წყლიანი ჭურჭელი თავის კართან დადგა და მხოლოდ კარში გასაღების გაკეთება მოასწრო, რომ უსულოდ დაეცა.

როგორც კი ეს ამბავი შევიტყვე, თავი დამნაშავედ ვიგრძენი, რადგან, ვაიძულე, ჩემთან ერთად ემსახურა, შემდეგ კი, მგზავრობით დაღლილს, თავის სენაკში, მისთვის განკუთვნილი კანონების, დაუჯდომლისა და საღამოს მსახურების წაკითხვაც მოუხდა.

ღრმად დამწუხრებულმა, მასზე ლოცვა დავიწყე და განკარგულება გავეცი, იგი მოსახსენიებელში ჩაეწერათ და კვეთასა და ყველა საეკლესიო მსახურებაში მოეხსენიებინათ. მხურვალედ ვლოცულობდი მისი სულის ცხონებისთვის, რადგან ნაღველი მოსვენებას არ მაძლევდა.

დიაკვნის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ჩემს სენაკში მცირე ხნით დასასვენებლად წამოვწექი. უეცრად მივხვდი, რომ ჩემთან ვიღაც შემოვიდა. სენაკი განათდა და ჩემ წინ გარდაცვლილი დიაკვანი დავინახე.

– მადლობის გადასახდელად მოვედი, – მითხრა მან.

– რისთვის? – ვკითხე მე.

– იმისთვის, რომ ჩემთვის ლოცულობდით.

– მხოლოდ მე კი არა, მთელი საძმო ლოცულობდა; მე ყველგან ჩავაწერინე და მოვახსენიებინე შენი სახელი.

დიაკვანმა მითხრა, რომ იგი არსად არაა ჩაწერილი და არც არსად იხსენიებენ.

მართლაც, როგორც შემდეგში გავარკვიე, დიაკვნის ჩაწერა დავიწყებოდათ.

„საიდან იცით, რომ შენზე ვლოცულობდი?“ – ვკითხე მე.

მან მიპასუხა:

– თუკი ჩვენ, სამი საჟენი მიწის სიღრმეში ჩამარხულნი, ვხედავთ, რომელი ადამიანი ვისთვის ლოცულობს, ვისთვის რას ითხოვს, ღმერთი, მით უმეტეს, ყველფერს ხედავს.

– როგორ გაიარე საზვერეები? – ვკითხე მე.

– ელვასავით, – მიპასუხა მან.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ღმერთმა იმ დღესა და იმ წუთს ზიარების ღირსი გამხადა.

– შენ ხომ ტრაპეზის დროს ძმებთან იკამათე?

– ღმერთმა ეს არ გამიხსენა!

– ხოტკოვოს მონასტრის ერთი მონაზონი გარდაიცვალა, სად მკვიდრობს იგი?

– ის ჩემზე მაღლაა, – მიპასუხა გარდაცვლილმა.

ამით ხილვა დასრულდა.

წმიდა სერგის ლავრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ანტონის მონათხრობი

скачать dle 11.3