კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როდის რეკენ ეკლესიაში ზარებს?

პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზარებს რეკენ: ღვთისმსახურების წინ, მორწმუნენთათვის საღმრთო მსახურების დაწყების შესატყობინებლად; ლიტანიობისას, რათა მას მიეცეს განსაკუთრებულად სადღესასწაულო ელფერი; გარდაცვლილის დაკრძალვისას; ასევე, სხვა რომელიმე საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში.

კითხვა: რა მოვალეობები აკისრია ქრისტიანს მოყვასის მიმართ?

პასუხი: ქრისტიანს ყველა უნდა უყვარდეს უფლის მიერ, ყველა დააყენოს თავისზე წინ, მოთმინებით აიტანოს მათი უძლურებანი და უგუნურებანი, არავინ შეურაცხყოს, სარგებლობა მოუტანოს მათ, ილოცოს მოყვასისთვის.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავის ნებით იტვირთოს სხვა ადამიანის (მაგალითად, შვილის) ცოდვები?

პასუხი: ყველა ადამიანი საკუთარ ცოდვაზე თავად აგებს პასუხს და არავის შეუძლია სხვისი ცოდვის თუნდაც ნებაყოფლობით ტვირთვა. მხოლოდ მაცხოვარს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს შეეძლო, ნებაყოფლობით ეტვირთა სხვისი ცოდვები.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ჩემს შვილს სახელად იესო დავარქვა?

პასუხი: საქართველოში იესოს სახელად დარქმევის ტრადიცია არ ყოფილა. ქართველი ადამიანი დიდი კრძალვით შეჰყურებდა უფლის სახელს და უბრალო მოკვდავისთვის მის დარქმევას ერიდებოდა. სასურველია, ეს ტრადიცია ახლაც გაგრძელდეს. თუმცა, იესოს დარქმევა ჩვილისთვის საეკლესიო კანონიკით აკრძალული არ არის.

скачать dle 11.3