კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალაგ-ალაგ შერცხვენილი

ორმხრივი გრძნობები

 

რაკი ყველას თავისი პეიზაჟი აქვს და მოვლენების სათავისოდ ინტერპრეტაციასაც ცდილობს (ხანდახან  – საკუთარი თავის გასათეთრებლად, უმეტესად  – ოპონენტების გასაშავებლად), ამ საქმეს ვერც უკრაინის მოვლენები ასცდა.

განსაკუთრებული აქტიურობით ხელისუფლების აწ ჩრდილში გადასული ყოფილი წევრები გამოირჩევიან, თუმცა მათი მთავარი აქტივობა სოციალურია, ანუ სოციალურ ქსელში აზრთა გამოთქმით გამოიხატება.

მაგალითად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და იმიტირებული „ქრონიკის“ იდეური ავტორ-შემსრულებელი გიორგი არველაძე გამოგვიტყდა, რომ ქართველობის რცხვენია. კერძოდ, იგი ბრძანებს: „უკრაინელი გმირი ხალხის შემხედვარეს, მრცხვენია, რომ იმ ერის შვილი ვარ, რომელიც იმიტირებულ „ქრონიკაზე” ეროვნულ პანიკაში ჩავარდა და ფართხაფურთხით გაიქცა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ.“

მომენტი, ცხადია, მეტად მოხერხებულადაა შერჩეული, თუმცა ცოტა უხერხული არგუმენტით, იმის გათვალისწინებით, რომ არანაკლები ფართხაფურთხი შეიმჩნეოდა 2008 წლის 11 აგვისტოსაც და, ძირითადად, სახელისუფლო ელიტისა და ელიტასთან დაახლოებული პირების მხრიდან სწორედ ზემოსხენებული მიმართულებით („სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებისკენ“). იმ ავადმოსაგონარი 2008 წლის აგვისტოს სხვა დეტალებზე აღარ შევჩერდები.

რაც შეეხება სირცხვილის თემას: შესაძლოა, ერი და ბ-ნი არველაძე ბარი-ბარშიც იყვნენ და ის გრძნობა, რომელსაც ის შეუპყრია, ორმხრივობითაც ხასიათდებოდეს?! 

скачать dle 11.3