კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

შეწუხებული

„კანონი ეს მე ვარ!“

 

იყო დრო, როცა მის ერთ სიტყვაზე ქალაქებიც შენდებოდა, თუმცა დრო შეიცვალა, უფრო ზუსტად, ხელისუფლება, ამიტომაც ერთ დროს ქვეყნის ხერხემალი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. როგორც თავად ამბობს, რაკი მას ასამართლებენ, ეს ნიშნავს, რომ იმ სასამართლო დარბაზში თვით ევროპა სამართლდება (ევროპა ეს მე ვარო!). თუ გავისხენებთ, რომ, თავის დროზე, საფრანგეთის მონარქი ლუი მეთოთხმეტეც ამტკიცებდა, კანონი ეს მე ვარო, ბ-ნი მერაბიშვილის შეფასება, თუ საკითხს ოპტიმისტურად შევხედავთ, ევროპასთან არათუ დაახლოებად, მასში გათქვეფადაც შეიძლება, მივიჩნიოთ. 

მეორე მხრივ, რაკი ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია, გნებავთ, შეჩვეულს ნუ გადააჩვევ, სასამართლო პროცესზე ბ-ნმა მერაბიშვილმა მოქმედ პროკურორებს თანაგუნდელი მოწმეების მშვიდად დაკითხვისკენ მოუწოდა, რის გამოც მოსამართლის შენიშვნა დაიმსახურა, რასაც ფრიად ემოციურად და გულწრფელად გამოეხმაურა: ენა შემაჩვიეთო (შეუჩვეველს ნუ მიაჩვევ – ).  

ასეა თუ ისე, თუკი აქამომდე, კერძოდ, ზეობის პერიოდში, თვალსაც იშვიათად მოვკრავდით და მის ნაუბარს – ყურსაც (მხოლოდ „საქმენი საგმირონიათი“ გვიწევდა ტკბობა), ამ სასამართლო პროცესებმა ეს დანაკლისი ერთგვარად ამოავსო.

თუმცა, მეორე მხრივ, გაუგებარიც ბევრი რამ დარჩა: კერძოდ, ბ-ნი მერაბიშვილი გამოგვიტყდა, რომ მეგობრებთან ერთად ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ დიდი შეცდომა იყო ის, რომ სასამართლო რეფორმას სათანადო ყურადღება ვერ მიაქციეს.

შესაბამისად, დაასკვნა (მომყავს ციტატა): „მე და ჩემი მეგობრები სწორედ ამ შეცდომის მსხვერპლნი ვართ.“ რაკი არ განუმარტავს, რა იგულისხმა შეცდომაში, ჩვენ კი ვიცით, რომ იმხანად ქართული სასამართლო იმ სასამართლოთა რიგს მიეკუთნებოდა, გამამტყუნებელი განაჩენები 99,99 პროცენტს რომ შეადგენდა, ხოლო პატიმართა რაოდენობით (იმ სასამართლოს მიერ დაპატიმრებულის), არცთუ საპატიო პირველ ადგილსაც ვიკავებდით და დავამატებთ, რომ ბრალდებული და მისი დამცველები (ანუ სასამართლო რეფორმის მამამთავრები) ქართულ სასამართლოს აწ უკვე ზეწოლის ქვეშ მოქცეულად აღიარებენ, რთული სათქმელია, რაზე წუხს ბ-ნი მერაბიშვილი: რომ განაჩენები 100-ვე პროცენტით არ იყო გამამტყუნებელი და ციხეში გაცილებით მეტი უნდა მსხდარიყო თუ პირიქით?!

скачать dle 11.3