კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაზაფხული – სპეცსამსახურების ქუჩაზე

ანუ WhatsApp-იც დავკარგეთ

 

გასულ კვირას, სახელდობრ, 19 თებერვალს, მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს სასიხარულო ამბავი ამცნო (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიაჩნია), პროგრამა WhatsApp-ს ვყიდულობო, არც მეტი, არც ნაკლები, 16 მილიარდ აშშ დოლარად: 4 მილიარდ დოლარს ნაღდს ჩაუთვლის, ხოლო დარჩენილ 12 მილიარდს – „ფეისბუქის“ აქციებით.

ვიდრე ამ სიახლის ავკარგიანობაზე ვისაუბრებთ, აქვე გეტყვით, რომ WhatsApp-ის საშუალებით შესაძლებელია როგორც ტექსტური შეტყობინებების, ისე აუდიო და ვიდეო მასალის გადაცემა. პროგრამით სარგებლობის პირველი წელი უფასოა, ყოველ შემდგომ წლებში კი წელიწადში, სულ რაღაც, 1 აშშ დოლარი ჯდება.

მაგალითად, 2012 წლის აპრილში WhatsApp-ით 2 მილიარდი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა, აგვისტოში – 10 მილიარდზე მეტი. მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა, არსებული მონაცემებით,  2013 წლისთვის პროგრამას 400 მილიონი ადამიანი მოიხმარდა.

სავარაუდოა, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მის მომხმარებლებს მეტ კომფორტს მიანიჭებს და კომუნიკაციას არა მხოლოდ კიდევ უფრო გაუმარტივებს, არამედ – ზედაც, გაუიაფებს, ოღონდ არა მხოლოდ „ფეისბუქის“ რიგითი მომხმარებლების „ვოლებზე“ მოვა გაზაფხული.

იმის გათვალისწინებით, რომ სპეცსამსახურებს აქამომდე ხელი არ მიუწვდებოდათ მხოლოდ „ვაიბერისა“ და „ვოთსაფის“ მომხმარებლების მიმოწერა-საუბრებზე (განსხვავებით, „სკაიპისა“ და „ფეისბუქის“, ასევე, მობილური ოპერატორების აბონენტებისგან), რთული სათქმელია, ინფორმაცია სასიხარულოა თუ სამწუხარო, რადგან, დიდი ალბათობით, ამიერიდან „ვოთსაფით“ განხორციელებული პირადი საუბრებიც უმტკივნეულოდ ხელმისაწდომი გახდება. 

скачать dle 11.3