კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

შესაპატიჟებლები

ანუ საშენგენოდ შემზადებულები

 

სავარაუდო იყო, რომ უკრაინაში მოვლენები სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მიაღწევდა კულმინაციას (როდესაც რფ-ს ხელისუფლება მოიცლიდა), თუმცა ასე არ მოხდა. პირიქით, შესაძლოა, ოლიმპიადაც დასრულდეს და უკრაინის ბედიც საბოლოოდ გადაწყდეს.

ამის პარალელურად, რფ-ს კიდევ ორი მიმართულება აქვს მოსაგვარებელი: მოლდოვა და საქართველო. ერთი ისაა, რომ  მოლდოვის მიმართულებით უკვე გააქტიურდა, რომლის კიდევ ერთმა ავტონომიამ, გაგაუზიამ, რეფერნდუმით თავისი გული საბაჟო კავშირს აჩუქა.

იმის გათვალისწინებით, რომ, ჯერ ერთი, კიშინიოვი აღნიშნულ რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს; მეორეც – დნესტრისპირეთს უკვე აქვს გამოცხადებული დამოუკიდებლობა და კიშინიოვს არ ემორჩილება (თუმცა ჩვენებურ სეპარატისტებთან ფრიად მჭიდრო კონტაქტები აქვს), ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები კიშინიოვსა და გაგაუზიას შორის.

მეორე მხრივ, სავარაუდოდ, თადარიგს ევროკაშვირიც იჭერს. კერძოდ, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების კომიტეტმა მოლდოვისათვის შენგენის ზონის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმებას დაუჭირა მხარი (45 ევროპარლამენტარი – მომხრე და მხოლოდ 2 – წინააღმდეგი). წინასწარი ინფორმაციით, ევროპარლამენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას 25 თებერვლის პლენარულ სესიაზე მიიღებს. შესაბამისად, იბადება კითხვა: ქორწილში (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შენგენის ზონაში) ჩვენ არ შეგვიპატიჟებენ?!  

 

скачать dle 11.3