კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩინელი ბიჭის წერილი დედას და თავის მოკვლის მცდელობაზე დაწესებული ჯარიმა

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, ოღონდ, ცოტა არ იყოს, ზაფხულის სიცხემ შემაწუხა.

ლამზირა მყავდა ერთ-ერთ ბოლო კონსულტაციაზე ექიმთან. თბილისში რაც უფრო ძვირს იხდი ექიმთან ვიზიტისას, მით უფრო ძვირად ღირებულ წამლებსა და პროცედურებს გინიშნავს. ამჯერად ლამზირას აუზზე ვიზიტი დაუნიშნა და ერთად ვიყავით გუშინ. აქაც, რა თქმა უნდა, ქართული უცნაურობების ზღვა დაგვხვდა. თბილისში ნორმალურ აუზზე ერთი ვიზიტი იმდენი ღირს, რამდენიც ჩინეთში 30 ტომარა ბრინჯი. მთელი ერთი კვირის ნამუშევარი გადავიხადე. შევედით თუ არა, რა თქმა უნდა, ყველამ მე დამიწყო ყურება, ისევე, როგორც სხვაგან ხდება ხოლმე. აუზზე სიარულის საშუალება  აქ მხოლოდ მდიდრებს აქვთ, ღარიბ ადამიანსაც შეხვდები, მაგრამ, ის ან აუზის თანამშრომელია, ან, უფროსს ელოდება დაღლილი თვალებით, როდის დაამთავრებს ცურვას. 

ლამზირა ინსტრუქტორმა ჩაიყვანა წყალში. მე ცურვა არ ვიცი და აუზის კიდეზე ჩამოვჯექი. განა შემეშინდა ჩასვლა, უბრალოდ, როცა ავფართხალდები, არ მინდა, შემთხვევით ვინმემ იფიქროს, რომ თავს ვიკლავ, თორემ, თავის მოკვლის მცდელობაზე დიდი ჯარიმაა საქართველოში. ტელევიზორში ვუყურე – ამას წინათ მდინარეში გადახტა ვიღაც კაცი ფინანსური პრობლემების გამო. როცა წყლიდან ამოათრიეს, უთხრეს, თავის მოკვლის მცდელობის გამო, თქვენ დაჯარიმდით 500 ლარითო. საწყალი, ორჯერ უფრო ძლიერად ცდილობდა მაშველების ხელიდან გასხლტომას და ისევ წყალში გადახტომას.

ვიჯექი და ხალხს ვაკვირდებოდი: აუზში ერთი ორი კაცი ცურავდა, დანარჩენები გასაშლელ სკამებზე იწვნენ და ერთმანეთს ათვალიერებდნენ, ვის რა ეცვა და ვინ უფრო მეტი ფული დახარჯა. ერთმანეთის ჯინაზე ყველაზე ძვირად ღირებულ სასმელებს უკვეთენ ხოლმე ბარში და მერე იმდენ ხანს წრუპავენ, სანამ დაინტერესებულ ხალხს მათი ყურება არ მობეზრდება. კაცები უცნაური ჩაცმულობებით ცურავენ: ზოგს, მაგალითად, ძალიან გრძელი, ჯიბეებიანი შორტები ეცვა, ზოგს კი – ბევრ ქალთან შედარებით გაცილებით უფრო პატარა ტრუსი. ქალებმა კი, ზუსტად თავისნაირი საცურაო კოსტიუმი რომ დაუნახონ  ვინმეს, შეიძლება, ჯავრისგან თავები დაიხოცონ იმ ღამეს. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა საცურაო აუზებზე, დედა. ჩვენს დანარჩენ ამბებს შემდეგ წერილში მოგწერ. 

მომიკითხე ყველა. 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3