კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (159)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

ანეკდოტები

განყოფილებაში ყველა ერთმანეთს გადაეკიდა და, ერთ დღესაც ხმამაღალი ჩხუბი ატყდა... ერთმანეთს არ აცლიან‚ ყველა ერთად ლაპარაკობს‚ ყვირის‚ ლანძღავს ერთმანეთს... უფროსმა ვერაფერი მოახერხა‚ მთელი ძალით გაჰყვირიან...

– ყველა გაჩუმდით! ასაკით ყველაზე უფროსმა ამიხსნას‚ რა ხდება!

 განყოფილებაში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

***

– საშინელი სიზმარი დამესიზმრა: ანჯელინა ჯოლი და ჩემი ცოლი ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ‚ ვინ გაათევდა ღამეს ჩემთან...

– მერე, რა არის აქ საშინელი?

– ჩემმა ცოლმა აჯობა...

***

– მეცნიერებმა დაადგინეს‚ რომ, ვინც დილით ვარჯიშობს, 100-ჯერ უფრო იშვიათად კვდება, ვიდრე ის‚ ვინც არ ვარჯიშობს.

– ეს იმიტომ‚ რომ ვარჯიშის მოყვარულები ასჯერ ნაკლები არიან.

***

– უკანასკნელად გეკითხები: როდის დამიბრუნებ ვალს?

– მადლობა ღმერთს‚ რომ აწი აღარ დამისვამ ასეთ სულელურ კითხვას...

***

ერთი პენსიონერი ხვდება მეორეს:

– ჰოო... ახალგაზრდობა ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს, ოღონდ, მხიარულად. უყურებ‚ ერთ ღერ სიგარეტს ხუთი ახალგაზრდა ეწევა‚ მაგრამ, ყველა მხიარულადაა‚ იცინიან...

***

გამოცანა:

„დაიბადა ინგლისში‚ გაიზარდა ბრაზილიაში‚ მოკვდა საქართველოში“... ფეხბურთი.

***

ცოლ-ქმარი დასასვენებლად აპირებს წასვლას.

– ბავშვები დედასთან გავგზავნოთ‚ – თქვა ცოლმა.

– ძაღლი და თუთიყუში ნორა დეიდას ჩავაბაროთ‚ – თქვა ქმარმა.

– კატას მეეზოვე მიხედავს...

კაცი დაფიქრდა: 

– თუ ბინაში ასეთი სიწყნარე იქნება‚ იქნებ, არსადაც არ წავსულიყავით?!

***

– მე უკვე მოზრდილი‚ დამოუკიდებელი კაცი ვარ‚ ღამისთევაც შემიძლია და ნამდვილად მჭირდება ეს კომპიუტერული თამაშები!

***

პედიატრ მამაკაცთან ბავშვიანი ქალი შევიდა.

– ექიმო‚ ბავშვი ხშირად ტირის‚ რა შეიძლება იყოს მიზეზი?

– ხელოვნურად კვებავთ თუ ძუძუთი1

– ძუძუთი...

– გაიხადეთ‚ მკერდს გავსინჯავ...

დიდხანს სინჯა და ბოლოს ეუბნება:

– ჰმ‚ თქვენ რძე არ გაქვთ და ბავშვი ვერ კმაყოფილდება...

– საერთოდ‚ მე დეიდა ვარ‚ მაგრამ, მოხარული ვარ‚ რომ შემოვიარე...

***

საუბრობენ ღარიბი და მდიდარი:

– მე არ მჯერა‚ რომ სიყვარულის ყიდვა შეიძლება...

– იმ ფულით‚ შენ რომ გაქვს‚ მართლა ვერ იყიდი...

– არა‚ მე წმინდა‚ უანგარო‚ ნამდვილ სიყვარულს ვგულისხმობდი...

– ჰო... მაგისთვის ჩემი ფულიც არ იქნება საკმარისი...

***

პირადად მე‚ ქალებს ორ კატეგორიად ვყოფ – კატებად და ქათმებად.

კატები იშვიათად მეგობრობენ სხვა კატებთან‚ ისიც, ორ-სამთან.

ქათმები კი ყოველთვის თავისუფლად და მხიარულად გრძნობენ თავს საქათმეში და, თანაც‚ ყოველი მათგანი ფიქრობს‚ რომ ის გედია!

***

– ალო‚ ბატონო ლევან‚ თქვენმა მეუღლემ ძვირფასი ყელსაბამი გადაგვადებინა და გვითხრა‚ რომ მის საფასურს, – 1 500 ლარს თქვენ გადაგვიხდიდით.

– რამდენს? იცით‚ ძალიან ცუდად მესმის...

– 1 500 ლარი უნდა გადაიხადოთ‚ თორემ, თქვენი ცოლი ყელსაბამს ვერ დაიკიდებს...

– ცუდად ისმის‚ ფრაზები წყდება მაგრამ‚ მგონი‚ თქვენ მართალი ხართ‚ უნდა დავიკიდო...

***

– უყურებ ადამიანებს და ზოგიერთზე ფიქრობ‚ წეროს ნამდვილად დავარდნია გზაში...

***

ასაკოვანი მამაკაცი მივიდა ფირმის კადრების განყოფილებაში.

– სამწუხაროდ‚ თქვენ ჩვენს ვაკანსიებს არ შეეფერებით‚ ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა‚ პერსპექტიული‚ შემოქმედებითად მზარდი ადამიანები.

– მაინც ჩაიწერეთ ჩემი კოორდინატები‚ როდესაც ყველა შემოქმედებითად გაიზრდება და მუშაობა არავის მოუნდება – დამირეკეთ.

***

ჟურნალისტი ქუჩაში მამაკაცს აჩერებს:

– უკაცრავად‚ რა შეგიძლიათ, მითხრათ სექსზე?

– გოგონი‚ ექვსი შვილი მყავს და ნამდვილად არ მრჩება დრო თეორიისთვის...

***

კაცმა პლაჟზე ძველი ბოთლი იპოვა‚ მოხადა თავი და... იქიდან ჯინი ამოვიდა.

– ო‚ გადამრჩენელო! მითხარი სამი სურვილი და შეგისრულებ‚ ოღონდ, ნელ-ნელა თქვი‚ სკლეროზი მაქვს‚ უნდა ჩავიწერო‚ – და ჯიბიდან უბის წიგნაკი და ფანქარი ამოიღო.

– მინდა ჯანმრთელი ვიყო!

ჯინი წერს:

– პირველი – მაღალი კლასის სამედიცინო დაზღვევა. შემდეგი!

– მინდა‚ მდიდარი ვიყო.

ჯინი წერს:

– მეორე – ასი მილიონი დოლარის ანგარიშის გახსნა შვეიცარიის ბანკში.

– მინდა დიდი‚ სერიოზული რომანტიკული სიყვარული მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

ჯინი წერს:

– მესამე – ავიაკატასტროფა თაფლობის თვის ბოლოს...

***

თუ თქვენ წაიკითხავთ განცხადებას: „გასწავლით‚ როგორ იშოვოთ ფული“‚ ყოველთვის გახსოვდეთ‚ რომ იქ ერთი სიტყვა აკლია – „ჩემთვის“.

***

ცოლმა ახალი კაბა ჩაიცვა:

– ძვირფასო‚ აბა‚ როგორ მოგწონვარ?

– არა უშავს... ასე ჯობია‚ თორემ, უკვე მომწყინდი...

***

რაც უფრო ხშირად დაკავდებით სექსით ცოლთან‚ მით მეტად დაისვენებს თქვენი ტვინი...

скачать dle 11.3