კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

მხოლოდ ფაქტები

* ისტორიკოსმა ნათან ეიდელმანმა აღმოაჩინა გრიბოედოვის უშუალო უფროსის, გენერალ პასკევიჩის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის ნესელროდისადმი, სადაც მოცემულია გრიბოედოვის სამსახურებრივი დახასიათება და თხოვნა ხელფასის დანიშვნის შესახებ. სპეციალისტებისთვის ეს წერილი დიდი ხანია, ცნობილია, უბრალოდ, ეიდელმანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ წერილი... თვით გრიბოედოვის დაწერილია.

* როგორც ყველა დიდი გამოგონება, კომპასიც თავიდან მხოლოდ სათამაშო იყო. მხოლოდ მეცამეტე საუკუნეში, იტალიელმა ჯოიამ აღჭურვა ის დანაყოფებიანი სკალით. მისი შექმნილი ხელსაწყოს დასახელებაც სწორედ იტალიუარია – კომპასი „გაზომვას“ ნიშნავს.

* ამ ნახევარკუნძულს სახელი – პელოპონესი – ტანტალის შვილის პატივსაცემად დაარქვეს, ზუსტი თარგმანით – „პელოპსის კუნძული“, რადგან, მათ ეს გეოგრაფიული ობიექტი კუნძული ეგონათ. ეს შეცდომა დღემდე არაა გამოსწორებული. ოდესღაც ის შედგებოდა რამდენიმე ოლქისგან: არგოლიდა, არკადია, ახაია, მესენია, ეპიდა და ლაკონიკა.

* მეორე მსოფლიო ომის დროს გაზეთ „იზვესტიაში“ მხოლოდ სამი განყოფილება იყო: „საზღვარგარეთის“, „ფრონტისა“ და „ზურგის“.

* მიხაილ კალაშნიკოვმა თავისი ცნობილი ავტომატის შესაქმნელად ზოგიერთი შტრიხი ამერიკელი გარანდას იარაღიდან აიღო.

* ყველა ქვეყანაში თავისებურად სცემენ პატივს თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენების ერთ-ერთი ტომის წარმომადგენლები მოსალოდნელი წყალდიდობის დროს თავიანთ დამარხულ ახლობლებს საფლავიდან იღებენ, ათავსებენ ხის ფუღუროებში და გულმოდგინედ გმანავენ ღრიჭოებს.

* რასინი იანსენისტის მონასტერში – პორ-რუაიალში იზრდებოდა. მისმა მოძღვარმა ორჯერ წაართვა მას ჰელიოდორის რომანი „თეაგენესა და ჰერაკლეზე“ და ეს „გამრყვნელი წიგნი“ ცეცხლს მისცა. მესამე წიგნი რასინიმ თავად მისცა მოძღვარს: „შეგიძლიათ, დაწვათ, უკვე ზეპირად ვიცი“.

скачать dle 11.3