კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ტკივილების, დეპრესიული ფონის მოხსნაში „კამელინი“ და რა სასწაულებს ახდენს ის თავისი შედეგებით

„თბილისელების“ დახმარებით ჩვენს მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია ნატურალური თაფლისგან დამზადებული ქართული  პრეპარატის – „კამელინის“ ამპულების, კაფსულების, მალამოსა და სანთლების შესახებ. ბევრმა ადამიანმა სწორედ ჩვენს ჟურნალში დაბეჭდილი საინტერესო ინფორმაციის, პაციენტების ისტორიების წაკითხვის შემდეგ გადაწყვიტა მისი გამოყენება და ხშირ შემთხვევაში‚ დადებითი შედეგებიც მიიღეს. ამ პრეპარატის შექმნის ისტორია დღეს არ დაწყებულა, ის დაახლოებით 60 წლის წინ დაიწყო, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში. როგორც ცნობილია‚ ის შექმნა ცნობილმა ქირურგმა და მეცნიერმა ბენედიქტე, ძაგული მაღლაკელიძემ, სწორედ იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ეფექტური საშუალება სხვადასხვა ბაქტერიული და სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ. ამ დროიდან დაიწყო პრეპარატის ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების ხანგრძლივი გზა. დღეს კი‚ მიმდინარეობს „კამელინის“ თვისებების ახლებური კვლევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში. 

 

კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის“ აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): ძალიან მნიშვნელოვანია‚ საქართველოში ადამიანებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ, რომ ყველაზე უტყუარი მეთოდი კიბოს საწინააღმდეგოდ არის მისი პროფილაქტიკა – სწორი და ხარისხიანი კვება. ცნობილია მრავალი პროდუქტი (მცენარეული თუ ცხოველური), რომელიც შეიცავს მეტად საჭირო ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაჯანსაღებას. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შექმნეს პრეპარატები, რომლებიც მკვეთრად ზრდის იმუნური სისტემის ეფექტურ მოქმედებას და შედეგად‚ კიბოს წარმოქმნის ალბათობაც მინიმალურ დონეზეა დასული. ამ პრეპარატებს იმუნომოდულატორები ეწოდება. სწორედ ასეთ შესანიშნავ იმუნომოდულატორს წარმოადგენს პრეპარატი „კამელინი“. იმუნური სისტემის გამაძლიერებელი პრეპარატების შესაქმნელად ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიარდები იხარჯება და სიამაყით მინდა ვთქვა‚ რომ „კამელინის“ სითხისა და კაფსულების ფორმამ უმოკლეს დროში წარმატებით გაიარა მეტად პრესტიჟული და რთულად გადასალახი ბარიერი, რომელსაც ჰქვია ამერიკის კვებისა და წამლის სააგენტო და უპრობლემოდ შევიდა ამ ქვეყნისა და ევროპის ბაზარზე. 

დღეს ონკოლოგების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად  საუბრობს   „კამელინ მ 1-ისა“ და “კამელინ მ 2-ის“ გამოყენებით მიღებულ იმ შედეგებზე, რომელიც მიღწეული იყო სხვადასხვა სიმსივნის,  უმძიმესი დიაგნოზის (მე-4 სტადიის) მქონე პაციენტებში. შედეგი ასეთია: ზოგადი მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება, ნარკოტიკული საშუალებების შემცირება, რიგ შემთხვევებში – დროებით მოხსნა, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და გახანგრძლივება, მადისა და ენერგიის მატება, დეპრესიული ფონის მოხსნა, მეტასტაზური სიმსივნის რეგრესი. გასული წლის მარტში ერთ-ერთ პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიით დაუდგინდა ხორხის სიმსივნის დიაგნოზი – ხორხის ზედა და ხორხის წინა ცხიმოვანი უჯრედების პროექციაში აღენიშნებოდა ცენტრისკენ მდებარე არასწორი – მომრგვალო ფორმის სიმსივნური წარმონაქმნი, ზომით 25-30 მილიმეტრი. პაციენტმა ჩაიტარა მკურნალობის კურსი, მაგრამ მდგომარეობა უფრო დამძიმდა – დაეწყო ყლაპვის პრობლემები, თითოეულ ულუფას სითხის დახმარებით იღებდა. უცხოეთში მცხოვრები პაციენტი  საქართველოში ახლობლის საშუალებით გაეცნო  „კამელინის“  კვლევებს  და გადაწყვიტა,  ჩაეტარებინა მკურნალობა „კამელინი მ 1“-ინიექციითა და „კამელინი მ 2“ კაფსულებით. ინიექციას იკეთებდა არა მხოლოდ კუნთში, არამედ აზავებდა წყალთან და იკეთებდა სავლებებს. 20-დღიანი კურსის გავლის შემდეგ, პაციენტს გაუკეთდა განმეორებითი  ანალიზები, რომლის შედეგად სპეციალისტებმა შენიშნეს მკურნალობის დადებითი შედეგები, რაც გამოიხატებოდა სიმსივნური წარმონაქმნის ზომაში შემცირებით. ექიმები განცვიფრებულები დარჩნენ – სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში 15 პროცენტით იყო შემცირებული. აქედან გამომდინარე, მან გააგრძელა კამელინოთერაპიის კურსი. შემდეგ კვლავ განმეორებით ჩაიტარა ტომოგრაფიული კვლევა, რომელმაც აჩვენა სიმსივნის  სრული გაქრობა.  

  სენსაციური შედეგი მიიღეს საყლაპავის სიმსივნის – საყლაპავის კარცენომის დიაგნოზის მქონე პაციენტის თ.დ-ის შემთხვევაში. კომპიუტერული ტომოგრაფიითა და სისხლის ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ მას მეტასტაზები ჰქონდა ლავიწის ზედა არეში და კისრის მიდამოში.  სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაცია არაეფექტური აღმოჩნდა. გადაწყდა, პაციენტისთვის გერმანიაში გაეკეთებინათ ოპერაცია.  სწორედ ამ დროს პაციენტმა, ახლობლის რჩევით,  გადაწყვიტა  კამელინოთერაპიის ჩატარება. ზედიზედ ჩაიტარა „კამელინით“ მკურნალობის 6 კურსი – მეტასტაზები ზომაში მეორე კურსიდანვე შემცირდა, საბოლოოდ კი, სრულიად ალაგდა, პაციენტი, მეორე წელია, სრულიად ჯანმრთელია, შრომისუნარიანია და მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით იღებს „კამელინ მ 2-ის“ კაფსულებს.

ასევე, განსაცვიფრებელი შედეგი იყო 55 წლის ქალბატონის შემთხვევაში, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში და სწორედ იქ დაუსვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი – მეორე სტადიიდან მესამეში გარდამავალი ავთვისებიანი სიმსივნე. გაიკეთა ოპერაცია და განაგრძო მკურნალობა, გაიკეთა ქიმიოთერაპია, სხივები. 5 წლის განმავლობაში, ყოველ 6 თვეში ერთხელ, იკეთებდა ანალიზებს. არ ჰქონდა მაინცდამაინც კარგი პასუხები. ისევ ცუდად იყო, აწუხებდა გაუსაძლისი ტკივილები. ერთ დღესაც მას საქართველოდან დაუკავშირდნენ ახლობლები და მიაწოდეს ინფორმაცია „კამელინის“ შესახებ. თბილისში ექიმთან კონსულტაციის გავლის შემდეგ კი, გაუგზავნეს პრეპარატი და მან დაიწყო „კამელინის“ კაფსულების მიღება, ასევე, სანთლების გაკეთებაც.  სულ ჩაიტარა მკურნალობის ოთხი კურსი და როგორც თავად ამბობს: თავს ძალიან კარგად გრძნობს, არ აწუხებს ტკივილები. რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ ჩაიტარა გამოკვლევები და აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ის მთელი მკურნალობის განმავლობაში მხოლოდ „კამელინს“ იღებდა, ამიტომაც, დღემდე ამ პრეპარატისა და მათი შემქმნელების მადლიერია. 

6 წლის წინ ბათუმელ პაციენტს დაეწყო წონის საგრძნობი კლება, ხშირი ხველა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევით დაუდგინდა მარჯვენა ფილტვის ქვემო ნაწილში მეტასტაზური კერა. ყველას გასაკვირად, მან უარი თქვა კონსერვატიულ მკურნალობაზე და გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კამელინოთერაპია. პაციენტი არავის არ უმხელდა, თუ რით მკურნალობდა. პირველი კურსიდანვე მან წონაში დაიწყო მომატება, სიმპტომებიც თანდათან ალაგდა, ორი თვის შემდეგ ხელახალი რენტგენოგრაფიით მეტასტაზური კერა აღარ დაფიქსირდა, ის ჩრდილი, რომელიც საკმაოდ დიდ უბანზე იყო, სრულიად გაიწმინდა. პაციენტი ექიმია და, პირადი გამოცდილებიდან, თამამად ურჩევს პაციენტებს „კამელინის“ გამოყენებას.  

68 წლის ქალბატონს  7 წლის წინ ონკოლოგიურ კლინიკაში დაუსვეს მარჯვენა ყურში სწრაფი სარკომის დიაგნოზი, ემლემის დაშლა. სხივურმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო. დაიწყო „კამელინ მ 1-ის“ (ინიექციის) გამოყენება. მესამე დღიდან ყურიდან სითხის მოდინებამ შემცირება დაიწყო. მკურნალობის მეორე კურსის დაწყებიდან კი საერთოდ შეწყდა. სამი კურსის ჩატარების შემდეგ მთლიანად ალაგდა (ტყემლისოდენა) სიმაგრეც. პაციენტი არაფერს აღარ უჩიოდა და  მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, წელიწადში ერთხელ იტარებდა კამელინოთერაპიის კურსს.

P.S. ვისაც გაქვთ საინტერესო ინფორმაცია „კამელინთან“ დაკავშირებით, შეგიძლიათ, მოაწოდოთ „თბილისელების“ რედაქციას. ხოლო, ვისაც უფრო მეტი გსურთ გაიგოთ ამ უნიკალური პრეპარატის შესახებ ან გაიაროთ კონსულტაცია, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599-33-10-89, 599-58-09-07, 599-23-03-33, 2-98-57-78, 2-71-04-80, 2-22-26-68, 2-93-20-87.

 

скачать dle 11.3