ნინო ჩხეიძეს პიარის ცნობილი სპეციალისტი ბოდიშს უხდის » თბილისელები
კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2018 (109)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)

ნინო ჩხეიძეს პიარის ცნობილი სპეციალისტი ბოდიშს უხდის

ნინო ჩხეიძეს პიარის ცნობილი სპეციალისტი ბოდიშს უხდის

პიარის ცნობილმა ქართველმა სპეციალისტმა, კომპანია „ჯეპრას“ ხელმძღვანელმა, სოსო გალუმაშვილმა, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ბოდიში მოუხადა ნინო ჩხეიძეს. ბოდიში მან ღია წერილის ფორმატში გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ღია წერილი ქალბატონ ნინო ჩხეიძეს

ბოდიშს გიხდით, რომ გაკრიტიკებდით, ვაკრიტიკებდი თქვენს შესრულების მანერას, გაკრიტიკებდით პირველიდან მეორეზე, მეორედან ბანზე, ბანიდან პირველზე ან მეორეზე ან ყველა ხმაზე ერთდროულად გადასვლის გამო. ვაკრიტიკებდი თქვენს არათბილ ხმას და დეტონაციებს, უაზრო პაუზებს ამოსუნთქვის დროს რომ ჩნდებოდა ხშირად. ბოდიშს გიხდით, რომ ქალაქური სიმღერის მესაფლავე გიწოდეთ, ბოდიშს გიხდით, რომ „წაღვერი და თბილისის” შესრულების შემდეგ ვიოცნებე, რომ ეს მანძილი (თქვენი ნანატრის საპირისპიროდ) რაც შეიძლება გაზრდილიყო. ბოდიშს გიხდით, რომ გავაქილიკე თქვენი მცდელობა, სასცენო სახელად „ნიო” დაგემკვიდრებინათ, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენს მიერ შესრულებული „კარმენის” შემდეგ მივწერე მსოფლიოს საოპერო საზოგადოების მზრუნველთა საბჭოს და მოვთხოვე თქვენთვის აეკრძალათ საოპერო არიების შესრულება.

მოკლედ, ყველაფერზე და ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდით, მას შემდეგ, რაც „იურმალას“ ვუსმინე და ვუყურე.

ქალბატონო ნინო, გამოუშვით და ჩაწერეთ ახალ-ახალი სიმღერები, ახალ-ახალი ალბომები, მიეცით ინტერვიუები, გადაიღეთ კლიპები და იმღერეთ საოპერო არიები.

მე თქვენ „იურმალის“ ყველა შემსრულებელზე უფრო ნიჭიერად მიმაჩნიხართ.“

პატივისცემით, თქვენი ნიჭის (გვიან, „იურმალის“ შემდეგ)

დამფასებელი სოსო გალუმაშვილი.“ 

მოგვიანებით ნინომ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე ამ ფაქტს მოკლედ უპასუხა: „ბოდიში მიღებულია..))))))) ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს))))) პატივისცემით – ნიო...))))“

 

скачать dle 11.3