კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: თუ ადამიანის სუნამოს ცხოველს დავასხამთ, შესაძლებელია, რომ მას კანი გაუღიზიანდეს?

პასუხი:  დიახ, შესაძლებელია. ამასთან, კანის გაღიზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქციები და ანთებითი პროცესები, რასაც თან ერთვის ძლიერი ქავილი და ნერვული გაღიზიანება. გაძლიერებული ანთებითი პროცესების დროს ქავილი იწვევს ადგილობრივი ანთებითი პროცესის გაძლიერებას და მის გენერალიზებას; შედეგადაც, კანის ქსოვილებში ადვილად აღწევს მიკრობები და სოკოები, რის შემდეგაც ანთებითი პროცესი იღებს ინფექციურ ხასიათს. კანის ინფექციური, ანთებითი პროცესები, მიკრობულის შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს სტაფილოკოკოზის სახით, რა დროსაც დამახასიათებელია კანის გარკვეულ უბნებზე ჩირქოვანი კერების გაჩენა. თუ პროცესი გაგრძელდა, შესაძლოა, მოხდეს დაავადების გართულება სტაფილოკოკური სეფსისის სახით. სოკოვანი ინფექციების დროს კი, შეიძლება განვითარდეს მიკოსპოროზი და ტრიქოფიტოზი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძლიერი ქავილი.

კითხვა: ძაღლი 10 თვის წინ მყავს ცოფზე აცრილი. არის თუ არა საშიში ეს პერიოდი თუ ვინმეს უკბინა? ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ვაქცინის მოქმედების უმეტესი დრო გასულია. 

პასუხი: ცოფზე აცრიდან ვაქცინით იმუნიტეტი უმეტესად 12 თვეს გრძელდება. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ, თუ ახლად აცრილმა ძაღლმა დაკბინა ვინმე, არ არის საშიში. აცრა არ იძლევა ასპროცენტიან გარანტიას. დაკბენის შემთხვევაში, აუცილებელია ძაღლი მოვაქციოთ ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო დაკბენილმა აუცილებლად უნდა მიმართოს რაბიოლოგს. საგულისხმოა და გასათვალისწინებელი, ასევე, ის ფაქტორი, თუ რა ვითარებასა და სიტუაციაში მოხდა დაკბენა. ხშირად ხდება ისე, რომ ცხოველი არანაირ აგრესიას არ ავლენს, არ აღენიშნება ცოფის ნიშნები, მაგრამ, თამაშის დროს შეიძლება დაკბინოს ან დადორბლოს ადამიანი. ამიტომ, აუცილებელია ცხოველებთან მოქცევის წესების დაცვა. ყველა დაკბენის და დადორბვლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ რაბიოლოგს, მიუხედავად იმისა, აცრილია თუ არა ცხოველი.    

კითხვა: იქნებ მითხრათ, რა სახის პროდუქტია მიზანშეწონილი ძაღლისთვის ზაფხულის პერიოდში?

პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ზაფხულის პერიოდი ცხელია და, შესაბამისად, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი ცხოველებისთვის უნდა შევარჩიოთ დაბალკალორიული პროდუქტები, რადგან, ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ხარჯავენ ნაკლებ ენერგიას და, შესაბამისად, წვავენ ნაკლებ კალორიას აღნიშნულ პერიოდში, მაღალი ტემპერატურის გამო, პროდუქტები მალე ფუჭდება, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ძაღლს არ უნდა მივცეთ მალფუჭებადი პროდუქტები. ამ პერიოდისთვის კარგია ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით წყალს, ასევე, რძის პროდუქტები.

 

скачать dle 11.3