კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ბინაში მინდა აგავას გახარება. რას მირჩევთ, რთული მოსავლელია ეს მცენარე?

პასუხი: აგავა ძალიან გამძლე მცენარეა, მას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის ზამთრის დაბალ ტემპერატურას, 5-6 გრადუსსაც კი იტანს, მთავარია, მშრალ ადგილას არ იდგეს და მთელი წლის განმავლობაში სინათლე მიეწოდებოდეს. ზრდის დროს რეგულარულად მორწყეთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახეობის აგავას წვეტიანი წვეროები, შეიძლება ბავშვისთვის სახიფათო იყოს და, ამიტომ, შეგიძლიათ, მცენარეს წვეროები მაკრატლით შეუსწოროთ ან ზედ კორპის საცობები წამოაცვათ. თუ მისი ტრასნპორტირება გსურთ, არც ეს არის რთული – შეფუთეთ და ისე გადაიტანეთ; როგორც კი ცელოფანს ან ნაჭერს მოხსნით, ფოთლები მალევე გადაიშლება და გასწორდება. 

კითხვა: როდისთვის უნდა ველოდო ალოეს აყვავილებას და რა პირობები შევუქმნა მას ყვავილობისთვის?

პასუხი: თუ თქვენს მცენარეს ჯერ არ უყვავილია, მას მალე ამოუვა მილისებრი წითელი ყვავილები. ის ზაფხულში ყვავის. ყვავილობისას უვითარდება დაახლოებით 30 სანტიმეტრი სიმაღლის წვრილი ღერო, რომელზეც მოწითალო-ნარინჯისფერი ყვავილები იქნება ასხმული. ყვავილობისთვის ალოე ზამთარში რამდენიმე კვირით 10 გრადუს ტემპერატურაზე დადგით. გახსოვდეთ, რომ ზაფხულში მისი მიწა ტენიანი უნდა იყოს.

კითხვა: ძალიან მინდა, შევიძინო ანთურიუმი, მაგრამ, მეუბნებიან, რომ მისი მოვლა რთულია. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ოთახის პირობებში მისი კარგად გახარება?

პასუხი: ანთურიუმის მრავალი სახეობა არსებობს. ინტერიერისთვის ბოტანიკოსებმა გამოიყვანეს კომპაქტური ჯიშები, რომლებიც უკეთ იტანენ ოთახის პირობებს. ეს მცენარე შედარებით ჭირვეული და ძნელად მოსავლელი ნამდვილად არის: მას მუდამ ერთნაირი ტემპერატურა და სინესტე სჭირდება; ვერ იტანს ორპირ ნიავს, ამიტომ, კართან ან ღია ფანჯარასთან ნუ დადგამთ. მთელი წლის განმავლობაში სინათლეს საჭიროებს, ოღონდ, ზაფხულში მოარიდეთ მზის პირდაპირ, მწველ სხივებს. მიწა მთლიანად არ გამოუშროთ, მაგრამ, არც მუდამ სველი ნიადაგი ვარგა, თორემ, ფესვები დაუზიანდება. ტენიანობის გასაზრდელად რეგულარული დანამვა სჭირდება. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 16 გრადუსი, ხოლო მთელი წლის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსია. ინტერიერისთვის მზიანი ადგილი სჭირდება. თუ თქვენ ამ პირობების შექმნას შეძლებთ, ანთურიუმს აუცილებლად გაახარებთ.

კითხვა: როგორ მოვუაროთ კტენანტას და რამდენად პრეტენზიული მცენარეა ის?

პასუხი: კტენანტა ჭირვეული მცენარე არ არის. ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – სინათლე. რგებს ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. ზაფხულში უხვად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ დასჭირდება. მისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია. 

 

 

скачать dle 11.3