კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ფირუზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირუზი, რომელიც ძვირფასი ქვის აღმნიშვნელი სიტყვაა. ეტიმოლოგიურად ის „სინათლით სავსეს”, „ნათელს” ნიშნავს.

1721 წელს, წინწყაროში, საბარათაშვილოში, ბატონის დედოფლის სახასოში მოიხსენიებიან  ზურაბა, პაპა, საქუა ფირუზაშვილები.

საქართველოში 121 ფირუზაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 73,  თბილისში – 43, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.

როსტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი როსტომი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად ძლიერს ნიშნავს. სპარსულად გამოითქმის როგორც რუსტამი.

1721 წელს სამაჩვეთში მოიხსენიება პაპუა როსტაშვილი.

საქართველოში 18 როსტაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 7, რუსთავში – 6, თბილისში – 5.

გეგეშიძე

გვარის ფუძეა გეგე. გეგე მეგრულად, სიტყვა-სიტყვით წმიდა გიორგის ნიშნავს. ში სუფიქსია. ამავე ძირისაა გვარები: გეგია, გეგელია, გეგეჭკორი.

გვარი გეგეშიძე გავრცელებულია ქვემო იმერეთში, კერძოდ, სოფლებში: ლაშე, მაქათუბანი, ხარაგვეში, საყულა, ჭაგანი, ჭყვიში. გვხვდება აბაშის რაიონშიც: ქოლბანში, აბაშაში, პირველ მაისში, სამიქაოში და სხვა.

„გეგეშიძე ნიკორწმინდას მცხოვრები, ერთი კომლი, ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1544 წელი).

საქართველოში 1 911 გეგეშიძე ცხოვრობს: თბილისში – 469, სამტრედიაში – 431, ქუთაისში – 164. არიან სხვაგანაც.

კოჭლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოჭლა. ასევე, ამავე ძირით გვხვდება გვარები: კოჭლავაშვილი, კოჭლაძე.

„კოჭლაშვილი ქიტესა, სატივეში მცხოვრები, მოყალნე, ერთი კომლი. ჰყავს ერთი მოლაშქრე ვაჟი და მისი ნაშენი ერთი ვაჟი. მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში, მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.”

საქართველოში 211 კოჭლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 93, გორში – 59, ახმეტაში – 28. არიან სხვაგანაც.

ნადიმაშვილი

გვარის ფუძეა ნადიმი, იგივეა, რაც მეჯლისი. სულხან-საბა წერს: „მეჯლისი სპარსთა ენაა, ქართულად ნადიმი ჰქვიან.” ეს სიტყვა ისე დასდებია გვარს, რომ ის პირთა სახელად არ ქცეულა.

ჩვენს ხელთ არსებული წყაროებით, ნადიმაშვილი მეთექვსმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება.

„ნადიმაშვილი, ზაკეს მცხოვრები, გოშფარ და როინ ჯავახიშვილების გაყრის დროს, ის მამულით ერგო გოშფარს” (1527-1558 წლები).

„ნადიმაშვილი ზაკეს მცხოვრები, ზაქარია ჯავახიშვილმა, გიორგი სააკაძესთან შეყრილობის დროს, ის დასდო თავის წილში” (1624 წელი).

საქართველოში სულ 20 ნადიმაშვილი ცხოვრობს.

ფრანგიშვილი-ფრანგულაშვილი

ქართველებს მრავლად გვაქვს სადაურობის აღმნიშვნელი გვარები. მათში ჩანს სხვა ტომისა და ხალხის სახელწოდება: არაბი, სპარსი, ებრაელი, ფრანგი და სხვა. ასეთი გვარები მაინცდამაინც მავანი ეროვნების ჩამომავალს არ გულისხმობს. მაგალითად, გვარი ფრანგიშვილი არ ნიშნავს ეროვნებით ფრანგს, ის უფრო სარწმუნოებრივ მომენტს უსვამს ხაზს. ჩვენში ძველად ფრანგებს ეძახდნენ კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარ ქრისტიანებს. ეს გვარიც აქედან წარმოიშვა.

ამავე ძირისაა გვარი ფრანგულაშვილი. ისინი ძირითადად გურიაში სახლობენ, გვარი ფანგულიანი – მესხეთ-ჯავახეთში.

ქვემო ქართლის 1721 წლის აღწერით, ფრანგიშვილები აზნაურები იყვნენ.

„ფრანგიშვილები, ციციშვილთა აზნაურიშვილები... მათი ხელახლა წყალობის პირობა შაჰნავაზ მეფემ მისცა იმერეთში გადახვეწილ ციციშვილს” (1658-1663 წლები).

ციცი ციციშვილის კუთვნილ ყმათა ნუსხაში, 1668-1675 წლებში, ფრანგიშვილი სეხნია აღნიშნულია და წერია, რომ ოვთეთში მას და გოდერძი ციციშვილს ჰყავდათ ორი კომლი ყმა.

ისტორიულ წყაროებში, ასევე, მოიხსენიებიან გიორგი, დავით, ზურაბ, ნასყიდა, პაპუნა ფრანგიშვილები.

საქართველოში 672 ფრანგიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 285, სამტრედიაში – 160, აბაშაში – 77. არიან სხვაგანაც.

გოგოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგოლა.

აზნაური მიხლანჯი გოგოლაშვილი მოიხსენიება 1721 წელს, ავაზანს. აქვეა მოხსენიებული აზნაური გოგოლაშვილი-გოგოლაძე.

„გოგოლასშვილი თევდორა, ღურაის მცხოვრები, სახლთუხუცესი, ლევან გურამიშვილის ყმა, ერთი კომლი, ერთი თავი, ერთი თოფი” (მეჩვიდმეტე საუკუნე).

გოგოლაშვილები ძირითადად სახლობენ აჭარაში.

საქართველოში 1 675 გოგოლაშვილი ცხოვრობს. თბილისში 521, ქუთაისში 229, სიღნაღში 173. არიან სხვაგანაც.

ომანიძე-ომანაძე-ომანაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ომა. ის დაფიქსირებულია ხევსურეთში, ბარისახოში.

ომან უძველესი სახელია, რომელიც შეტანილია წიგნში „საქართველოს სიძველენი.”

ამავე ძირისაა გვარები: ომიაძე, ომაიძე.

საერთო ფუძე ომან-ის მიუხედავად, თითოეული გვარი ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა გაჩენილი.

საქართველოში 234 ომანიძე ცხოვრობს. თბილისში 93, ცაგერში 25, ქუთაისში 20. არიან სხვაგანაც.

477 ომანაძე: თბილისში – 147, წყალტუბოში – 135, ქუთაისში – 86. არიან სხვაგანაც.

282 ომანაშვილი: თელავში – 128, მცხეთაში – 88, რუსთავში – 21. არიან სხვაგანაც.

ვაჩაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ვაჩა, ვაჩე. გვარი გვხვდება ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვში.

ამავე ძირისაა გვარები: ვაჩეიშვილი, ვაჩინაძე, ვაჩიძე, ვაჩენისძე, ვაჩაბერიძე, ვაჩიბერაძე.

გვარი ვაჩიძე მოიხსენიება 1700 წელს.

ჩვენი მონაცემებით, ყველა ზემოთ მოხსენიებული გვარი დამოუკიდებლადაა გაჩენილი. მათ ნათესაური კავშირი, ანუ იგივეობა, არ აქვთ კახეთის თავადურ გვართან – ვაჩნაძესთან.

საქართველოში 525 ვაჩაძე ცხოვრობს: თბილისში – 195, ამბროლაურში – 124, ქუთაისში – 71, თბილისში – 47. არიან სხვაგანაც.

ბროლაძე

გვარი ბროლაძე წარმომდგარია მამაკაცის საკუთარი სახელისგან – ბროლა. ამავე ძირისაა გვარები: ბროლაშვილი და ბროლიძე.

„ბროლაძე ბეჟიტას ჰყავს ძმები – ნინიკა და შოშიტა. მიჰყიდა დეკანოზის შვილ რამაზა ზუმბულიძეს ბატონის მიერ ნაბოძები უმკვიდროდ დარჩენილი ლაშქარასეული მამულის ნახევარი, დღის ნაფუძარი მიწა” (1652 წელი).

ბროლაშვილი მაზატა – მამასახლისი, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედში მოიხსენიება ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში.

ბროლაძეთა ერთი ნაწილი გოზალიშვილებად ჩაწერეს. გოზალ თურქული სიტყვაა და ლამაზს ნიშნავს. გოზალიშვილის გვარს ატარებდნენ ასევე წერეთლები. ბევრმა გოზალიშვილმა აღიდგინა მამაპაპისეული გვარი – ბროლაძე.

საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82. თბილისში – 17. არიან სხვაგანაც.

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3