კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში. მინდა სწავლის გაგრძელება უცხოეთში. იქნებ მირჩიოთ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თუ არ გამოიჩენთ გაორმაგებულ შრომისუნარიანობას, ნებისყოფას, ძალისხმევასა და შეუპოვრობას, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. თუ დაგეგმილი გაქვთ უცხოეთში წასვლა, თქვენთვის მისაღები ქვეყნებია: ინგლისი, დანია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ინდოეთი, ირლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, კორეა, ფინეთი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, კუნძული მალტა.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1990 წლის 26 თებერვალს. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატების მომტანი და გაუმართლებს თუ არა უცხო ქვეყანაში? ასევე, რომელი ქვეყნებია მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი მისთვის საშუალოა, ანუ, არც კარგია და არც ცუდი. ამიტომ, ყველაფერი, რაც უკავშირდება იქ გამგზავრებას, არ არის გამორიცხული, რომ ბარიერები შეუქმნას. პროფესიებიდან კარგია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, საქველმოქმედო საქმე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, საკურორტო ინდუსტრია, საიუველირო ბიზნესი ან შემოქმედება, დეკორატიული მებაღეობა, საარქივო-სამუზეუმო, ასევე, საბიბლიოთეკო საქმე, არქიტექტურა, დიზაინი, მშენებლობა, საბანკო, ეკონომიკური კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა; უცხოეთის ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: უკრაინა, ბელორუსია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ფინეთი, ლიტვა, ისრაელი, ბულგარეთი, კუნძული შრი-ლანკა, ინდოეთი, ბრაზილია, პორტუგალია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 16 ნოემბერს, ღამის 2 საათზე; ჩემი რჩეული კი – 1992 წლის 22 თებერვალს. მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა გვექნება მომავალში და შევეწყობით თუ არა ერთმანეთს ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში?

პასუხი: თქვენ შორის ურთიერთობა შეიძლება იყოს კარგი, რადგან, ინტუიცია, მგრძნობელობა, ტრადიციების მიმართ დამოკიდებულება საერთო გაქვთ, ეს კი თქვენს მომავალ ჰარმონიულ ოჯახურ ურთიერთობას განაპირობებს.

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1996 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით შუადღეს. რომელი პროფესიაა ასტროლოგიური კუთხით მისთვის მეტად მისაღები?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის წარმატებების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამოძიებო სფერო; მედიცინიდან – სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა; მაკონტროლებელი ორგანოები, კერძოდ, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია, საბაჟო, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები; პედაგოგიური საქმიანობა, რელიგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ასტროლოგია, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, მთარგმნელობითი საქმე, ტურისტული ორგანიზაციები, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

скачать dle 11.3