კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხილ-ბოსტნეულის სამკურნალო წვენები უზმოზე დალიეთ

ხილ-ბოსტნეულის სამკურნალო წვენები უზმოზე დალიეთ

ხილ-ბოსტნეულის წვენების დალევა, ამ სეზონზე განსაკუთრებულად სასარგებლოა, რათა ორგანიზმი საჭირო მინერალებით და ვიტამინებით მოამარაგოთ. გთავაზობთ რამდენიმე სახეობის ხილისა და ბოსტნეულის წვენების შეთავსება-შეხამებას, რომლებიც სამკურნალო მოქმედებით გამოირჩევა:

მკვებავი წვენები: ბანანი და მანგო; მარწყვი, ანანასი და ყურძენი; ნესვი, ბანანი, მარწყვი, ჟოლო, მანგო და ანანასი; მოცვი და ჟოლო.

გამწმენდი წვენები: სტაფილო, ვაშლი და ჭარხალი;  სტაფილო, ჭარხალი და კიტრი; კოჭა, ლიმონი და თაფლი; სტაფილო, ოხრახუში და ნიორი; სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო და ნიახური.

ანტიმჟანგავი წვენები: ფორთოხალი და გრეიპფრუტი; ფორთოხალი და სტაფილო; შავი ყურძენი, მსხალი და ვაშლი; ფორთოხალი, მარწყვი და პომიდორი; პომიდორი და ისპანახი; შავი ყურძენი, ვაშლი და ლიმონი; ვაშლი და წითელი მოცხარი.

ყველანაირი წვენი არ შეესაბამება ციტრუსის წვენს, რადგან ამ უკანასკნელში არსებულმა მჟავამ, შეიძლება, სხვა წვენის აჭრა გამოიწვიოს და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.

კაროტინით მდიდარი სტაფილოსა და პომიდვრის წვენებში შეურიეთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი, რადგან კაროტინი მხოლოდ ცხიმთან ერთად შეითვისება.

წვენების მომზადების დროს ნუ გამორიცხავთ კოჭასა და ნიორს. მათში ბევრია ფიტონციდი – ნივთიერებები, რომლებსაც ანტიბაქტერიული და ანტიკანცეროგენური მოქმედება აქვს.

ციტრუსების, ისპანახისა და პომიდვრის მჟავე წვენები აუცილებლად შეანაცვლეთ სტაფილოს, ნიახურისა და კომბოსტოს წვენებით, რათა მჟავატუტოვანი ბალანსი არ დაირღვეს.

თუ ზედმეტი წონა ან დიაბეტი გაწუხებთ, მოერიდეთ ბანანისა და მანგოს წვენებს, სხვა ტკბილი წვენები კი წყალში გააზავეთ.

ყველანაირი წვენის დალევა კარგია დილით, უზმოზე. თუ წვენს საკვებს მიაყოლებთ, მაშინ მათში არსებული მკვებავი ნივთიერებების დიდი ნაწილი არ შეითვისება ორგანიზმის მიერ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ წვენებს არ შეუძლია ხილისა და ბოსტნეულის შეცვლა, რადგან საჭმლის ნორმალურად მოსანელებლად ბოჭკოებია აუცილებელი. ამიტომ, წვენები სვით, როგორც კვების ჯანსაღი დანამატი.

 

რატომ არის ჯანმრთელობისთვის საშიში ფარისებრი ჯირკვლის დაავადება

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფუნქცია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარეგულირებაა. ჯირკვალი გამოიმუშავებს სამ ჰორმონს – ორ თირეოიდულს და ერთ კალციტონინს.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები განპირობებულია ჰორმონების გამომუშავების ორი ტიპის დარღვევებით. ის პირდაპირ არის დაკავშირებული გამომუშავებული ჰორმონების რაოდენობასთან. ჰორმონების სიჭარბის დროს, ვითარდება თირეოტოქსიკოზი, ანუ ეგრეთ წოდებული „ბაზედოვის დაავადება,” ხოლო ჰორმონების ნაკლებობისას კი – ჰიპოთირეოზი. „ბაზედოვის დაავადების” დროს აღინიშნება სამი სიმპტომი, კერძოდ, ჩიყვი – ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთი სიმპტომია და არა დაავადება; თვალის ეგზოფთალმი – კაკლების გადიდება, ქუთუთოების შეშუპება, ცრემლდენა, ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. დაავადების დროს იცვლება ადამიანის ხასიათი, რადგან ირღვევა ორგანიზმში ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირება.

ასევე, აღინიშნება სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში, ვითარდება სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, მუდმივად სიცხის შეგრძნება, ხშირი პულსი, ხელების კანკალი, გულის არეში ტკივილის შეგრძნება, ადვილად დაღლა.

ჰიპოთირეოზის დროს ჯირკვლის მიერ გამომუშავდება ჰორმონების მცირე რაოდენობა. დაავადება შეიძლება, განვითარდეს ნებისმიერ ასაკში. ჰიპოთირეოზი ვითარდება ორგანიზმში იოდის დეფიციტის ფონზეც, ამ დროს იზრდება ფარისებრი ჯირკვალი.

ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: წონაში მატება, მიუხედავად მადის უქონლობისა, ადამიანს ემტვრევა ფრჩხილები და ექერცლება კანი. კიდურები მუდმივად ცივი აქვს, პულსი წუთში 60-ზე ნაკლები, აღენიშნება შეშუპება და ყაბზობა. ადამიანი ამ დროს აპათიურია, ენერგიისგან დაცლილი და დეპრესიული.

 

მთქნარება ხელს უწყობს ტვინის მუშაობას

დაღლილობის, მოწყენილობის ან ძილის მორევის დროს თავის ტვინში შემაფერხებელი პროცესორები აღმგზნებ პროცესორებს ჯაბნიან. ნელდება ორგანიზმის სხვა ფუნქციებიც, მათ შორის სუნთქვისაც – ის უფრო ნელი და ღრმა ხდება, რის შედეგადაც სისხლში ნახშირორჟანგის მჟავა და ნივთიერებათა ცვლის სხვა პროდუქტები გროვდება, რომლებიც ზემოქმედებენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრზე, რაც იწვევს მთქნარებას.

ღრმა და ნელი ჩასუნთქვისას სისხლი ჟანგბადით მდიდრდება. მთქნარებაში მონაწილე პირის ღრუს, სახისა და კისრის კუნთები კი ხელს უწყობს სისხლის მიწოდებას. ყოველივე ეს აუმჯობესებს ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგებისა და ცვლის პროცესებს.

მთქნარებისას ადამიანი იზმორება. ამ დროს იჭიმება ხელ-ფეხი და ზურგის კუნთები, რაც ხელს უწყობს თავის ტვინის ქერქის ტონუსის შენარჩუნებას. სწორედ ამ პროცესს და, კიდევ, თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს მთქნარება.

მთქნარება ძილისა და მოწყენილობის თანმდევი პროცესი სულაც არ არის. ამ დროს არც მოწყენილობაზე, არც ძილსა და დაღლილობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. პირიქით, ორგანიზმის ყველა სისტემა მობილიზებულია. საქმე ის არის, რომ ძლიერი ემოციური დატვირთვისას და საფრთხისას, ირთვება მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანი სუნთქვას იკრავს. კერძოდ, ნელა და ღრმად იწყებს სუნთქვას, რაც იწვევს მთქნარებას. ამ დროს სისხლი ჟანგბადით ივსება, ტვინს უკეთ მიეწოდება და ორგანიზმი საბრძოლო მზადყოფნაშია.

თუ დააკვირდებით, მთქნარების დროს თავს უფრო მსუბუქად გრძნობთ, ორგანიზმი დუნდება და სასიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ. ეს მოწმობს იმას, რომ მთქნარება ხელს უწყობს ემოციური სტრესის მოხსნას. საღამოს კი, დატვირთული დღის შემდეგ, მთქნარებით ორგანიზმი განტვირთვას ცდილობს და მშვიდი ძილისთვის ემზადება.

 

ვის ემუქრება ოსტეოქონდროზით დაავადების საფრთხე

ოსტეოქონდროზით დაავადება ემუქრებათ იმ ადამიანებს, ვინც უფრო მეტხანს ზის, ვიდრე მოძრაობს. ზურგთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ მათაც, ვისაც მძიმე ფიზიკური სამუშაო აქვთ. ოსტეოქონდროზის განვითარების ალბათობა დიდია ორსულობის პერიოდშიც. მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც, ანუ, თუ თქვენს წინაპრებს ჰქონდათ ოსტეოქონდროზი, ხერხემალს გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

არსებობს ადამიანების განსაკუთრებული კატეგორია, რომელთაც ოსტეოქონდროზით დაავადების საკმაოდ დიდი შანსი აქვთ. ერთ-ერთ ასეთ კატეგორიას განეკუთვნებიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული ქალები. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ფეხი უფრო გრძელი და ლამაზი ჩანს. ამიტომაც ქალბატონები ხშირად წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან მთელი დღის განმავლობაში. ამ დროს მთელი დატვირთვა გადადის ტერფის წინა ნაწილზე და ქალი თითქოს თითის წვერებზე დადის, რაც განივი მყესების გადაძაბვასა და გამკვრივებას იწვევს.

ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნევრასთენიულ ქალებს. ზოგჯერ ასეთი პაციენტები აღნიშნავენ, რომ, როგორც კი რამეზე ინერვიულებენ, მაშინვე ეწყებათ ზურგში ტკივილი. მართლაც, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კი – კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. საქმე ის არის, რომ ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ავადმყოფს ეწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შედეგად კი უვითარდება დეპრესია, შიში, ხოლო შემდგომში ყველაფერი ჩაკეტილ წრეზე მოძრაობს: კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, ხოლო დეპრესია – უსიამოვნებებს.

გაითვალისწინეთ, რომ ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა მცირე დროს მოითხოვს, მკურნალობა კი – გაცილებით მეტს.

* ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე საგნები მოხრილ მდგომარეობაში, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. ასეთ დროს ძირითადი დატვირთვა მოდის ფეხის კუნთებზე. თუ მძიმე ტვირთს ეზიდებით, არ დაგავიწყდეთ, რომ ხშირად გადაიტანოთ ხელიდან ხელში. ასეთ დროს არ შეიძლება ტანის მკვეთრი ტრიალი.

* თუ დიდხანს დგახართ ფეხზე, მაგალითად, ტრანსპორტში, ეცადეთ, დაძაბოთ მუცლის და კუდუსუნის მიმდებარე კუნთები – ამგვარად შეამცირებთ ხერხემლის გადატვირთვას. თუ საშუალება იქნება, მიეყრდენით კედელს.

* ეცადეთ, ხშირად დაჯდეთ და მიეყრდნოთ საზურგეს. ჯდომისას ფეხები უნდა სწვდებოდეს იატაკს, ან, უმჯობესია, შემოაწყოთ პატარა სკამზე ისე, რომ მუხლები თეძოსთან შედარებით ოდნავ მაღლა გქონდეთ.

* იძინეთ მაგარ საწოლზე. საწოლი უნდა იყოს ხის განიერი დაფა, რომელზეც შეგიძლიათ დააფინოთ თხელი ლეიბი.

* გაუფრთხილდით ხერხემალს, ერიდეთ დაცემასა და დარტყმას.

* არ გაცივდეთ, რადგან, ზოგჯერ კუნთები რეფლექსური სპაზმით რეაგირებს გადაციებაზე, მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ასეთ შემთხვევაში მოდუნება შეუძლებელია, რადგან ტკივილი აძლიერებს სპაზმს.

* მოიშორეთ ზედმეტი წონა. ზედმეტი კილოგრამები ისევე ძლიერად აზიანებს ხერხემალს, როგორც  ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.

* შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები: დილით საწოლიდან ადგომისას ცოტა ხნით დაეკიდეთ ძელზე – ეს განტვირთავს ზურგის კუნთებს. დადექით „ოთხზე“ და ზურგი კატასავით გამოზნიქეთ; შემდეგ დაწექით იატაკზე და ფეხებით გააკეთეთ „ველოსიპედის მოძრაობა“.

* დაჯექით სწორად და თავით შემოხაზეთ ციფრები 0-დან 9-მდე ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ კი – პირიქით.

* ოსტეოქონდროზის დროს სპორტის საუკეთესო სახეობაა ცურვა. ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად. ასევე, მთლიანად ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.

скачать dle 11.3