კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ მილიონ დოლარს შეადგენდა ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუსა და ნეიმარის შემოსავალი გასულ სეზონზე

სატრანსფერო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, გუნდები დაკომპლექტებას განაგრძობენ და ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატების სტარტისთვის ემზადებიან. გუნდების უმეტესობა ახალ სეზონს ახალი ფეხბურთელებითა და ახალი სახელფასო ფონდით შეხვდება, მანამდე კი, სანამ ახალი სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ვინაობას შეიტყობთ, საინტერესო იქნება, გასული სეზონის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელების ტოპ-ოცეული გაგაცნოთ, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა” 2012-2013 წლების სეზონის დასრულებისთანავე შეადგინა.

დევიდ ბექჰემი – 50,6 მილიონი დოლარი

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა გასულ სეზონზე ოფიციალურად დაასრულა საფეხბურთო კარიერა. მისი უკანასკნელი გუნდი „პარი სენ-ჟერმენი” გახდა, რომელთან ერთადაც მან ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. კარიერის დასრულების მიუხედავად, 38 წლის ბექჰემი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა გასულ სეზონზე – პარიზულმა კლუბმა მას 6,5 მილიონი დოლარი გადაუხადა ხელფასის სახით; გარდა ამისა, ბექჰემს სარეკლამო კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული ცნობილ ბრენდებთან: „ადიდასთან“, „სეინსბერთან,“ „პეპსისთან,“ „ბრეიტლინგთან“, „ეიჩ ენ ემთან“ და სხვებთან.

კრიშტიანუ რონალდუ – 43,5 მილიონი დოლარი

„ნაიკი,“ „კასტროლი,“ „კლიარ შამპუ,“ „მობიტი,“ „კონამი,“ „ესპირიტო სანტო“ – ამ ბრენდებთან სარეკლამო კონტრაქტებიდან პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 21,5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო დანარჩენი თანხა მადრიდის „რეალის” მაისურით გამოიმუშავა.

ლიონელ მესი – 40,3 მილიონი დოლარი

„ბარსელონასთან” 2018 წლამდე გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ლიონელ მესი წელიწადში 21,2 მილიონ დოლარს იღებს ხელფასის სახით; გარდა ამისა, არგენტინელ ვარსკვლავს კონტრაქტები აქვს: „ადიდასთან,“ „პეპსისთან,“ „თურქიშ ეირლაინთან,“ „ჰედ ენდ შოლდერსთან,“ „ჰერბალაიფთან“ და „დოლჩე და გაბანასთან.“ 

სერხიო აგუერო – 20,8 მილიონი დოლარი

არგენტინელ აგუეროზე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში პრეტენზიას მადრიდის „რეალი” აცხადებს, თუმცა, „მანჩესტერ სიტი” ჯერჯერობით ახერხებს ფეხბურთელის შენარჩუნებას, რაც დიდი ხელფასით არის განპირობებული. ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ 2018 წლამდე და მოლაპარაკებები გრძელდება.   აგუეროს სარეკლამო კონტრაქტები აკავშირებს „პუმასთან“ და „პეპსისთან.“

უეინ რუნი – 20,3 მილიონი დოლარი

ჯერაც უცნობია, მოირგებს თუ არა რუნი ახალ სეზონში „მანჩესტერის” მაისურს, რადგან, ცნობილია მისი კონფლიქტის შესახებ გუნდის ახალ მწვრთნელთან – დევიდ მოიესთან. რუნის გადაბირებას „სიტი”, „არსენალი” და „რეალი” ლამობენ და მზად არიან, ფეხბურთელს ზღაპრული ხელფასი შესთავაზონ. 

იაია ტურე – 20,2 მილიონი დოლარი

კოტდივუარელ ტურეს „მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აქვს დადებული და ის არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი აფრიკელი ფეხბურთელი მსოფლიოში. ახალი სეზონიდან მისი სუფთა შემოსავალი ხელფასის სახით 20 მილიონი იქნება.

ფერნანდო ტორესი – 20,2 მილიონი დოლარი

„ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, ტორესის კარიერა დაღმა მიექანება და ჯერაც უცნობია, იქნება თუ არა ის ჟოზე მაურინიოს ახალი ფორმაციის გუნდის წევრი. ტორესში გადახდილმა რეკორდულმა თანხამ არ გაამართლა და, შესაძლოა, ესპანელმა ფორვარდმა ამ ზაფხულს გუნდი შეიცვალოს, სადაც მას გაცილებით ნაკლებ ხელფასზე მოუწევს თამაში, ვიდრე ეს რომან აბრამოვიჩის გუნდში ხდება.

ნეიმარი – 19,5 მილიონი დოლარი

მსოფლიოს ყველაზე პროგრესირებადი ფეხბურთელი „ბარსელონის” ახალწვეულია და, სავარაუდოდ, მას მესიზე არანაკლებ ხელფასს დაუნიშნავენ, თუმცა, მანამდე ბრაზილიელების იმედი 2014 წლის მუნდიალზე მოკრძალებულ მერვე პოზიციაზეა. ვარაუდობენ, რომ, ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ნეიმარს სარეკლამო კონტრაქტები გაუჩნდება და ის რეიტინგის ზედა ნაწილისკენ აინაცვლებს.

კაკა – 19,3 მილიონი დოლარი

მსოფლიოს ერთ დროს საუკეთესო ფეხბურთელს არცთუ კარგი დროება უდგას. კაკა იშვითადა ჩნდებოდა „რეალის” რიგებში და ადგილი დაკარგა ბრაზილიის ნაკრებში, თუმცა, მისი ხელფასი ჯერაც ხელშეუხებელია. ამბობენ, რომ 2014 წლის მუნდიალის შემდეგ, თუკი კაკა იქ ითამაშებს, ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდება, მანამდე კი მას კონტრაქტი აკავშირებს სამეფო კლუბთან და რამდენიმე ბრენდთან, მათ შორის „პეპსისთან„ და „ადიდასთან.„

დიდიე დროგბა – 17,8 მილიონი დოლარი

კიდვე ერთი კოტდივუარელი აღნიშნულ რეიტინგში. „ჩელსიში” გატარებული რვა სეზონის შემდეგ, დროგბა ჩინეთში წავიდა, სადაც მას ხელფასის სახით კვირაში 300 ათას დოლარს ჰპირდებოდნენ. კლუბის ფინანსური პრობლემების გამო დროგბა ევროპაში ზამთარში დაბრუნდა და თურქული „გალათასარაის” წევრი გახდა. ხელფასის გარდა, დროგბას კონტრაქტები აქვს „პეპსისთან“ და „ნაიკთან.“

სტივენ ჯერარდი – 17,3 მილიონი დოლარი

„ლივერპულის” ლეგენდამ კიდვე სამი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი კლუბთან და ამით წერტილი დაუსვა საუბრებს, რომ სხვა კლუბში გადავიდოდა. ჯერარდი მშობლიური გუნდის ერთგული დარჩა ბოლომდე. 

ემანუელ ადებაიორი – 16,7 მილიონი დოლარი

ტოგოელი ფორვარდი „ტოტენჰემის” რიგებს იცავს, თუმცა, უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში, სადაც ხელფასის სახით კვირაში 159 ათას დოლარს იღებს. ამას გარდა, ადებაიორს კონტრაქტები აქვს „ადიდასთან” და „ფაუერ ჰორსთან”.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 16,6 მილიონი დოლარი

პირველივე სეზონზე „პარი სენ-ჟერმენის” რიგებში იბრაჰიმოვიჩმა ჩემპიონის ტიტული და საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. „იბრაკადაბრა,“ როგორც მას ქომაგები უწოდებენ, პარიზული გუნდის ლიდერია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ მომავალ სეზონზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად იბრას მადრიდის „რეალში” გადასვლა უნდა. იბრაჰიმოვიჩს სარეკლამო კონტრაქტები აკავშირებს „ნაიკთან“ და „ბონიერთან.“

კარლოს ტევესი – 16,6 მილიონი დოლარი

კარლიტო ტევესი მომავალი სეზონიდან ტურინის „იუვენტუსის” რიგებში იასპარეზებს და მისი ხელფასი, სავარაუდოდ, არაფრით ჩამოუვარდება „მანჩესტერ სიტიში” აღებულს. სკანდალური რეპუტაციის გამო, ტევესთან სარეკლამო კონტრაქტების გაფორმებას კომპანიები ერიდებიან, მხოლოდ „ნაიკი„ აღმოჩნდა ყველაზე რისკიანი.

სამუელ ეტოო – 16 მილიონი დოლარი

რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, კამერუნის ნაკრების კაპიტანი სამუელ ეტოო მახაჩკალის „ანჟის” ლიდერი და მილიარდერ სულეიმან ქერიმოვის გუნდის ტოპ-კლუბად გადაქცევის მთავარი იმედია.

სამირ ნასრი – 15,7 მილიონი დოლარი

„არსენალიდან” „სიტიში” გადასვლამ ნასრი მხოლოდ ხელფასის თვალსაზრისით გააბედნიერა, სხვა მხრივ კი ტრანსფერი წარუმატებლად შეფასდა, ამ ზაფხულს კი ფრანგი ფეხბურთელი დატოვებს ქალაქელების რიგებს, რადგან, ახალი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის გეგმებში ის არ ფიგურირებს.

ფრენკ ლამპარდი – 15,7 მილიონი დოლარი

„ჩელსის” ლეგენდამ ახალ, ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ლონდონურ კლუბთან და 2014 წლის ზაფხულამდე გაინაღდა ინგლისში დარჩენა. ლამპარდთან კონტრაქტის გახანგრძლივება მაურინიოს ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, სანამ ის ხელმეორედ ჩაიბარებდა „არისტოკრატებს”. ლამპარდის ოცნება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და, სავარაუდოდ, მუნდიალის შემდეგ, იგი ამერიკაში განაგრძობს კარიერას.

ჯონ ტერი – 15,6 მილიონი დოლარი

ლამპარდის მსგავსად, ჯონ ტერის კონტრაქტიც 2014 წელს დასრულდება „ჩელსისთან” და, სავარაუდოდ, ისიც დატოვებს კლუბს. სკანდალური სახელის გამო, ტერისთან არც სარეკლამო საკითხში თანამშრომლობენ კომპანიები და ფეხბურთელი მხოლოდ ხელფასზე არის დამოკიდებული.

დავიდ სილვა – 15,4 მილიონი დოლარი

გასულ წელს ესპანელმა დავიდ სილვამ ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი „მანჩესტერ სიტისთან” და ხელაფსის სახით ის  წელიწადში 16,5 მილიონ დოლარს მიიღებს. გარდა ამისა, სილვას კონტრაქტი აკავშირებს „ადიდასთან”, რაც მის შემოსავალს კიდევ რამდენიმე მილიონით გაზრდის.

ქარიმ ბენზემა – 14,9 მილიონი

დოლარი

„ადიდასი”, „ჰიუნდაი” და „იეი სპორტი” – „რეალის” ფრანგ ლეგიონერს ამ კომპანიებთან აკავშირებს სარეკლამო კონტრაქტები. გარდა ამისა, ბენზემა მადრიდულ კლუბშიც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს, ხოლო მისი კონტრაქტის ვადა 2015 წელს იწურება. ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდებიან ინგლისური და იტალიური კლუბები, თუმცა, ჯერ უცნობია, დატოვებს თუ არა ის „რეალის” რიგებს.

скачать dle 11.3