კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გთხოვთ მიპასუხოთ, ერთ-ერთი სექტის წარმომადგენლებს გარკვეული სამუშაო შევუსრულე და ამაში გასამრჯელო ავიღე. ცოდვა ხომ არ ჩავიდინე?

პასუხი: თქვენ ერში ცხოვრობთ და ეს ცხოვრება სხვადასხვა ადამიანთან შეგახვედრებთ. თქვენი პროფესიის გამო შეიძლება ამ ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობებიც გქონდეთ და გასამრჯელოც აიღოთ. ასე რომ, შეგიძლიათ, სამუშაო შეასრულოთ და სარჩო მოიპოვოთ, ოღონდ გახსოვდეთ, რომ არ გახდეთ მათი რელიგიური აზროვნების მონაწილე და ამით ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ რწმენას.

კითხვა: თავიდან ვერ მოვიშორე წარუმატებლობა. მითხრეს, რომ კარმა მაქვს დაჭუჭყიანებული და მისი გაწმენდაა საჭირო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: თუ თქვენ მართლმადიდებელი ბრძანდებით, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი სხვა, უცხოურ რელიგიაში კარმად მოხსენიებულ ბედისწერას კი არ უნდა დააბრალოთ, არამედ იმას, რომ უფლის რწმენა გაკლიათ. მიმართეთ მოძღვარს, გადაუშალეთ გული, მიიღეთ მისგან რჩევა და შეუდექით ქრისტიანულ ცხოვრებას.

კითხვა: როდესაც ადამიანი ტყუილზე იფიცებს შვილს, რა ელის მას და მის შვილს ამ საქციელისთვის?

პასუხი: წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანმა არ უნდა დაიფიცოს არც ცა, არც მიწა და არც არაფერი, რაც მის გარშემო არსებობს, რადგან ყოველივე ღვთის ქმნილება და კუთვნილებაა, ამიტომ შვილის დაფიცება მშობელმა უნდა მოინანიოს. ეკლესიაში იკითხება სპეციალური ლოცვები ფიცით შეკრულთათვის.

კითხვა: ოჯახის წევრები ნებას არ მაძლევენ, ფული ჩემი შეხედულებისამებრ ვხარჯო ან ეკლესიას შევწირო. როგორ მოვიქცე?

პასუხი: უფალი ადამიანის ქმედებაზე პასუხისმგებლობასა და მიწიერ საქმეებზე ზრუნვას ადამიანსვე ანდობს. მოიქეცით თქვენი სინდისის კარნახით, თან გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის შესაძლებლობებიც.

скачать dle 11.3