კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ძმური სიყვარული

ერთხელ სტუმრად მოსულმა ბერმა ყურძნის მტევანი მიართვა ღირს მამას – მაკარი ეგვიპტელს, რომელიც სხვა მრავალ თანამოძმესთან ერთად ეგვიპტის უდაბნოში ცხოვრობდა. მიუხედავად, დიდი სიცხისა და სურვილისა, თავად ეგემნა ტკბილი ნაყოფი, წმიდა მაკარის მეზობელ სენაკში მცხოვრები სნეული ბერი გაახსენდა და ყურძენიც სწორედ მას გაუგზავნა.

უძლურ ბერს უზომოდ გაუხარდა წმიდა მამისგან ასეთი სიყვარულით აღსავსე მოკითხვა, მადლობა შესწირა ამისთვის უფალს, მაგრამ ყურძენი თავისთვის ვერ გაიმეტა და მანაც მეზობელ ძმას გაუგზავნა – სიცხეა, პირს გაისველებსო! თავის მხრივ, იმ ბერმაც, აღსავსემ მოყვასის სიყვარულით, ყურძნის მტევანი მახლობლად მოსაგრე ბერთ მიუძღვნა.

ასე მოიარა ყურძნის ამ ერთმა მტევანმა მთელი ის სამკვიდრებელი და ბოლოს კვლავ წმიდა მაკარის დაუბრუნდა. მართლმორწმუნე ღირსი მამის სული საღმრთო სიხარულმა მოიცვა თავის ძმათა გამო, რომლებშიც მან ამ, თითქოსდა უმნიშვნელო საქციელის გამო, ჭეშმარიტი ძმათმოყვარება და თავშეკავების უნარი დაინახა.

 

საჩუქარი ცოდვიანი ბერისთვის

ამბა აქილთან სტუმრობდა სამი ბერი, რომელთაგან ერთზე ცუდი ხმები დადიოდა. ბერებმა ერთი და იმავე თხოვნით მიმართეს ამბას – ბადე მოგვიქსოვე, რათა შენს სახსოვრად მონასტერში რამე გვქონდესო. ამბამ ჯერ ერთს უთხრა უარი, მერე მეორეს. ბოლოს სახელნაზრახმა ბერმაც სთხოვა – ამბა, მომიქსოვე სათხეველი, რათა შენი ხელიდან რაიმეს ბოძების ღირსი ვიქნეო! აქილმა მაშინვე უპასუხა – შენ გაგიკეთებო. მოგვიანებით ორმა ბერმა გაინაპირა ამბა აქილი და ჰკითხა: ჩვენ რატომ გვითხარი უარი და მისთვის რად არ დაგეშურა დროო? ამბამ მიუგო: მე უარი გითხარით და თქვენ არ გიგრძნიათ თავი შეურაცხყოფილად, რადგან ერწმუნეთ ჩემს მოუცლელობას, ხოლო ის რომ უარით გამესტუმრებინა, იტყოდა – გაუგია ბერს ჩემი ცოდვების შესახებ და არ სურს, რაიმე გამიკეთოსო. მაშინვე დავიწყე თოკების ჭრა და ამით გავამხნევე მისი სული, რათა იგი მწუხარებას არ შეეპყრო.

 

მოსავალი

– როგორი მოსავალი მოგვცა წელს ღმერთმა, – ჰკითხეს ერთ კეთილმსახურ კაცს.

– საკმაო, დიდი და მცირე. საკმაო იმიტომ, რომ რა საზრდო და ტანისამოსი გვექნება, იმითაც უნდა დავკმაყოფილდეთ; დიდი იმიტომ, რომ ჩვენ არ დაგვიმსახურებია ასეთი მოსავალი; მცირე იმიტომ, რომ ამქვეყნიური სიკეთითა და სიმდიდრით ადამიანის გული ვერ გაძღება.

 

გული

ერთ მოხუცებულს ჰკითხეს:

– ბებო, შენ ისეთი მძიმე ცხოვრება გამოიარე, გულით კი ახალგაზრდა დარჩი. რაიმე საიდუმლო ხომ არ იცი?

– კი, ვიცი ერთი საიდუმლო, ჩემო ძვირფასებო, – მიუგო ბებიამ, – რაც კი ჩემთვის სიკეთე გაუკეთებიათ, გულში მაქვს ჩაწერილი, ბოროტი კი დავივიწყე. პირიქით რომ მოვქცეულიყავი, გული დაწყლულებული მექნებოდა, მაგრამ ახლა კი ის კეთილსურნელოვანი სამოთხეა.

скачать dle 11.3