კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იყო სალომე გოგიაშვილის ცხოვრება გათხოვებამდე და რა მსხვერპლშეწირვას ითხოვს მისგან სიყვარული

 ამ რუბრიკის შემოღება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც ქუჩაში, ჩემს გვერდით მიმავალი ორი ბიჭის საუბარი სრულიად შემთხვევით მოვისმინე: „ბიჭო, ცოლმა ეგრე იცის. ცოლი ვისაც მოჰყავს ეგრევე სუქდება.“ ყველა სუქდება თუ არა არ ვიცი, მაგრამ დაქორწინების შემდეგ როგორც ქალის, ისე მამაკაცის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა რომ დგება - ფაქტია. შესაბამისად, საყვარელ ადამიანთან ახალი ცხოვრების დაწყენას, ბევრი პლუსი და მინუსიც ექნება. სალომე გოგიაშვილი პირველია, ვინც ამ რუბრიკაში ამ ორ ცხოვრებას შორის განსხვავებაზე ყვება.


 სალომე გოგიაშვილი: არ არსებობს ალბათ ქალი, ვისაც გათხოვების შემდეგ ცხოვრების სტილი არ ეცვლება – გრაფიკი, დამოკიდებულებები, მოკლედ, ბევრი რამ... გათხოვებამდე მარტო ხარ, მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული, სხვა ინტერესები გაქვს. მეორე ნახევრის პოვნის შემდეგ, ყველაფერი ძალაუნებურად იცვლება. თუ ჩემს შემთხვევაზე ვისაუბრებთ, ძალიან ვარ დამოკიდებული ჩემს ქმარზე. გათხოვების შემდეგ ვგრძნობ, რომ მოვდუნდი, ნაკლებად ვფიქრობ ყოფით საკითხებზე, ნაკლებად ვნერვიულობ. ვიცი, არსებობს ადამიანი, ვინც თუ საჭირო გახდა, ჩემ მაგივრად გადაჭრის ჩემს პრობლემებს. ნაკლებად მანერვიულებს სამსახურის თემაც, ძალიან კარგად ვარ ასე სახლში, უმუშევარი. იცვლება საფიქრალებიც. მაგალითად, ძალიან ბევრს ვფიქრობ ახლა საჭმელზე – რა გავუმზადო ჩემს ოჯახს სადილად, რაზეც აქამდე მართლა არ მიფიქრია, რადგან ამაზე ყოველთვის დედაჩემი ზრუნავდა. დავიწყე ბაზარში სიარული, უფრო მიტაცებს საოჯახო მაღაზიები, სახლისთვის ნივთების შეძენა. საერთოდ ყველაფერი შემეცვალა.

– ფინანსურად თუ ხარ დამოკიდებული ქმარზე?

– ბავშვობიდან არა, მაგრამ სადღაც ცხრამეტი-ოცი წლიდან ვმუშაობ. შესაძლოა, ჩემი ხელფასით ოჯახი არ მირჩენია, მაგრამ საკუთარი ფული ყოველთვის მქონდა, რასაც მიჩვეული ვიყავი. გათხოვების შემდეგ უფრო ვახოზე გავხდი დამოკიდებული. ძალიან მოვეშვი და დავიწყე სხვა სიტკბოებებით სიამოვნების მიღება, ვიდრე სამსახურში სირბილი და კარიერაზე ფიქრია. მაგრამ, ვატყობ, ასეც არ ივარგებს. მით უმეტეს, როდესაც შეჩვეული ხარ აქტიურ ცხოვრებას. ყველა ქალს სჭირდება საკუთარი თავის რეალიზება და მეც ვფიქრობ, ახლო მომავალში რაღაც დავიწყო, რადგან ასე შეიძლება, გავზარმაცდე. თუმცა, ისიც მინდა ვთქვა, რომ არ ვმუშაობ, არ ნიშნავს, რომ სახლში ვზივარ. მთელი დღე გასული ვარ – კარგი დიასახლისივით დავდივარ პროდუქტებზე, მერე ბავშვები მასწავლებლებთან, იქ-აქ წასაყვანები არიან. სრულიად დაკავებული ვარ ოჯახური საკითხებით და ნაკლებად ვფიქრობ, სად წავიდე საღამოს ყავის დასალევად (იცინის).

– საღამოს ყავის ნაცვლად, სახლში სადილის სურვილი ბუნებრივად მოდის თუ მაინც ქმრისთვის გიწევს ანგარიშის გაწევა?

– ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს. რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევ. ანგარიშს რომ არ ვუწევდეთ ერთმანეთს, ერთად ვერც ვიცხოვრებდით. სრულიად განსხვავებული ტიპები ვართ. ვახო დინჯია, სერიოზული, გაწონასწორებული და დაფიქრებული. მე აბსოლუტურად სხვანაირი – მხიარული ვარ, მარტივი რაღაცეები მახალისებს. ხასიათით იმდენად განსხვავებულები ვართ, რომ კომპრომისებზე თუ არ წავედით, ჩვენი ერთად ცხოვრება გამორიცხული იქნება. ისიც რაღაც პერიოდი მარტო ცხოვრობდა და ისე რომ გააგრძელოს, როგორც ჩვენს ერთად ყოფნამდე, შეიძლება, რქები ამომივიდეს. ორივე დათმობებზე მივდივართ, უფრო სწორად, დათმობა კი არა, ეს ჩვეულებრივი მდგომარეობა გახდა. თორმეტ საათზე სახლიდან რომ არ გავალ ჩემი ქმრის გარეშე, ლოგიკურია. შეიძლება, გოგოებთან ერთად სადღაც გავიდე, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს, უფრო ვახოზე ვეწყობი. ვახო სამსახურიდან რომ მოდის, ვიცი, სახლში უნდა დავხვდე, ვაჭამო და მერე შეიძლება, სადმე გავიდეთ...

– მოკლედ, იდეალურ დიასახლისად იქეცი...

– არა ვარ კარგად, ხომ გეუბნებით. და ისე მიკვირს იმ ქალების, რომლებიც სამნაირ საჭმელს აკეთებენ, მეორე დღეს სხვას, პლუს ამ ყველაფერთან ერთად, ბავშვები აქეთ-იქით დაჰყავთ და საღამოს გამოპრანჭულები სხედან. მართლა მშურს მათი. რომ გითხრა მარტო ვტრიალებ სამზარეულოში-მეთქი, მოგატყუებ. მყავს დამხმარე, რომელიც ჩემი ოჯახის წევრია. ის რომ არ მყავდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ვახო ამბობს, ვეღარ ვხვდები, ლიაა ჩემი ცოლი თუ შენო. დილით ხანდახან ვახოს წასვლისთვის გაღვიძებას ვერ ვახერხებ და ჩემი ლიაკო ისე უწყობს საუზმეს, ისე ლამაზად უმზადებს ყველაფერს... თან, იცის ვახოს ჩვევები, ყველაფერი წესრიგში რომ უნდა იყოს, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. მომწონს კერძების ლამაზად გაფორმება. არის ისეთი რაღაცეები, რაც ვახოს ჩემი გაკეთებული უყვარს და იმას ყოველთვის მე ვაკეთებ. 

– შვილების შეწყობის პროცესი როგორ მოხდა? შენ ორი შვილი გყავს, მასაც ორი... რაც არ უნდა შეამზადო ისინი ახალი ცხოვრებისთვის, სირთულეები ალბათ მაინც იქნებოდა.

– რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, უფრო დასაწყის ეტაპზე იყო. უკვე მესამე წელი დაიწყო, რაც ერთად ვართ და მართლა შევეჩვიეთ ერთმანეთს. ერთადერთი რაზეც გვიწევს ფიქრი ისაა, რომ ბავშვებს რამე სხვანაირად არ მოხვდეთ ყურში, რამე სხვანაირად არ გაიგონ, არ გადაამუშაონ. მე ზუსტად ისე ვექცევი ვახოს შვილებს, როგორც ჩემს შვილებს და ეს თავიდანვე ვთქვი. მე არ შემიძლია თამაში – ვერავის მოვატყუებ იმით, რომ განსაკუთრებული სითბოთი მოვექცე ვახოს შვილებს და მათ შენიშვნა საერთოდ არ მივცე. იმიტომ კი არა, რომ ვერა, არ გავაკეთებ ამას, რადგან მინდა, მათაც ოჯახის ისეთივე წევრებად იგრძნონ თავი, როგორებიც საერთოდ ყველანი ვართ. მართლა ძალიან გემრიელად ვართ. თუ ყველა ერთადაა სახლში, მართლა მეორედ მოსვლაა. მაგრამ, მე ძალიან მიყვარს სახლში ხალხმრავლობა, ხალხმრავალი ოჯახები. განსაკუთრებით იგრძნობა ოჯახური იდილია, თუ დიდხანს რჩებიან ჩვენთან, უფრო თბილები ხდებიან, ერთადაც გვძინებია. მაშინ ვხვდები, ჩემთანაც რომ ცხოვრობდნენ, ძალიან ბედნიერად ვიქნებოდით. თუმცა, ასე არ ხდება. 

– ეს ყველაფერი, რასაც ყვები, სიამოვნებაა თუ გარკვეულწილად, მაინც მსხვერპლშეწირვა სიყვარულისთვის?

– იცი, რა? სიამოვნებასთან მსხვერპლშეწირვაცაა... მაინც ქცევების კონტროლი გიწევს. ბავშვებთან ურთიერთობისას, თუნდაც იმავე რაღაცაზე გაბრაზება, შენიშვნა შეიძლება, მეორე წუთს ჩემს შვილს საერთოდ აღარ ახსოვდეს, მაგრამ ვახოს შვილებთან თავს მაინც ვაკონტროლებ. სულაც არ მინდა, ჩემთან ურთიერთობაში რაღაც ცუდად დაამახსოვრდეთ, ან ცუდი ემოცია დარჩეთ. მამასთან მოდიან სახლში და არ მინდა, იფიქრონ, რომ მისი ავი ცოლი ხვდებათ სახლში. ამიტომ, მაინც მიწევს ეს ამბავი, ისევე როგორც ვახოს ჩემს შვილებთან. სულ ვამბობ, ამდენი ცუდის შემდეგ ძლივს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი. ვახო იდეალურია ამ მხრივ. შეიძლება იყოს მამაკაცი, რომელიც ყველაფერში გიგებს, მაგრამ შენს შვილებს ვერ იღებს – ეს ჩემთვის ტრაგედია იქნებოდა. ვერასდროს ვიცხოვრებდი ასეთ კაცთან, რადგან ჩემთვის სამყარო იწყება და მთავრდება შვილებით. ჩემი შვილი თუ დისკომფორტშია, მე რაც უნდა კომფორტში ვიყო, იმ სიტუაციაში ვერ გავჩერდები. ისეთი კომფორტი გვაქვს ამ თვალსაზრისით, რომ ვერც ვიოცნებებდი. პატარა მამას ეძახის. მაშას სასწაულად უყვარს, სულ ვახო აკერია პირზე, მათთან ურთიერთობაში ვახოს მართლა არაფერი ეშლება.

– საერთო შვილზე ალბათ ფიქრობთ. ბავშვები ამას როგორ მიიღებენ?

– კი, გეგმაშია. მაშკა ზუსტად ვიცი, რომ არ იეჭვიანებს, რადგან ელოდება ამას და უნდა, რომ აღზრდაში ბოლომდე ჩაერთოს, დიდი გოგოა უკვე... აი, ციბუმ შეიძლება, ცოტა იეჭვიანოს, ალბათ იმიტომ, რომ პატარაა. მაგრამ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ მომენტებმა ძალიან მსუბუქად გადაიაროს. ჩვენი საერთო შვილი იქნება ამ დიდი ოჯახის შემკვრელი. 

 

скачать dle 11.3