კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ ეძებს რუსეთში მცხოვრები შვილი ქართველ მამას და ნახევარდაძმას

41 წლის სვეტლანა იგორის ასული ჟურავლიოვა (გვარი – დედის, მამის სახელი – აღმზრდელი მამის) ეძებს 72 წლის ზაქარია (ზაქრო) ასათიანს.

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, 72 წლის ზაქარია (ზაქრო) ასათიანს. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. მას შემდეგ მე მამა აღარ მინახავს. ძალიან მინდა მისი მოძებნა. ვიცი, რომ მას უნდა ჰქონდეს სხვა ოჯახი. სავარაუდოდ, ის საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. მაქვს მამის მხოლოდ ერთი ფოტო, რომელზეც ის დაახლოებით 30-31 წლის უნდა იყოს. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში.

– რა იყო მამა-შვილის დაშორების მიზეზი, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი?

– 5 წლის ვიყავი, როდესაც დედა, ტატიანა ვასილის ასული ჟურავლიოვა და მამა ერთმანეთს დაშორდნენ. მამაჩემი დედას თავისი ქალიშვილობის გვარის დაბრუნებაში დაეხმარა (მეც მის გვარზე ვარ) და დედამ საქართველოდან ისევ რუსეთში წამომიყვანა. ასე დაშორდნენ ისინი ერთმანეთს. როგორც ვიცი, მამა საქართველოში დარჩა. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი. დედის გადმოცემით, ჩემთვის ცნობილია, რომ მამას ჰყავდა კიდევ ორი შვილი (გოგო და ბიჭი), მათი სახელები ჩემთვის უცნობია. დედაჩემი ზაქროს შესახებ არაფერს მიყვებოდა – შეიძლება, მას არც უნდოდა, მამა რომ მომეძებნა, მაგრამ, ამჟამად უკვე 41 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მამის ნახვაზე ვოცნებობ. თავად მე რუსეთში ვცხოვრობ. საქართველოში, სამწუხაროდ, არავინ მყავს, ვისაც დახმარების გაწევას ვთხოვდი, ამიტომ, თქვენი დიდი იმედი მაქვს. ვიცი, რომ მამა 1970-იან წლებში ცხოვრობდა საქართველოში, დასახლება ფოცხო-ეწერში, ჰესთან ახლოს. ის მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობაზე. მეტი ინფორმაცია მასზე არ გამაჩნია.

– მაინც, სად ეძებთ მამას?

– ვიცი, რომ ის საქართველოში, სავარაუდოდ, თბილისში უნდა ცხოვრობდეს. სხვა ინფორმაცია მის შესახებ არ მაქვს. მამა დაბადებულია 1941 წელს, ეროვნებით ქართველია. არც ის ვიცი, ჰყავს თუ არა მას და ან ძმა. თავად მამაჩემი ამჟამად 72 წლის უნდა იყოს. დედას თქმით, ის, შესაძლებელია, საცხოვრებლად აფხაზეთშიც გადასულიყო, მაგრამ, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არაა.

– აქამდე თუ ეძებდით მამას და როგორ?

– მე გავაკეთე განაცხადი „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე, მაგრამ, ვიცი, რომ ძებნას დიდი დრო უნდა და, სანამ ჩემს ისტორიას ვინმე მიაქცევდეს ყურადღებას, თქვენთან დაკავშირება ვამჯობინე. ჩემი მეგობრებისგან ვიცოდი, რომ არაერთხელ დახმარებიხართ ადამიანებს ერთმანეთის პოვნასა და დაკავშირებაში.

– როგორ ფიქრობთ, მამათქვენის ამჟამინდელმა ოჯახმა თუ იცის თქვენი არსებობის შესახებ, ან, რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ მათ თქვენს გამოჩენასთან დაკავშირებით?

– როგორც ვიცი, მე უნდა მყავდეს ნახევარდაძმა, ისინი ასაკით ჩემზე უფროსები უნდა იყვნენ. პირადად მე ვიცი მათი არსებობის შესახებ და, იმედია, მათაც იციან ჩემზე. იმედი მაქვს, თუკი მამას ვიპოვი, მისი ოჯახი ჩვენი დაკავშირების წინააღმდეგი არ იქნება, რადგან, მე მამისგან მისი ნახვისა და მასთან დაკავშირების გარდა არაფერი მინდა.

– პოვნის შემთხვევაში, მამის ნახვას ხომ არ გეგმავთ?

– მამის ნახვის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, ეს მასზეც არის დამოკიდებული. თუკი მან მოინდომა ჩემი ნახვა, ყველანაირად შევეცდები, ჩამოვიდე. მაგრამ, თუკი მას ჩემთან დაკავშირება არ მოუნდება ან რაღაც მიზეზის გამო მისი ოჯახიც წინააღმდეგი იქნება ჩემი გამოჩენის, მაშინ, იმას მაინც ხომ გავიგებ, როგორ არის ადამიანი, რომელიც მამად მეკუთვნის.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3