კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ არასდროს ვარდება ჯაბა კილაძე დეპრესიაში და რატომ არის სიწყნარე მის პირად ცხოვრებაში

მსახიობი ჯაბა კილაძე მაყურებელში ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს და გულშემატკივარს პოზიტიურ განწყობაზე აყენებს. ჯერჯერობით, ჩვენი რესპონდენტი მხოლოდ და მხოლოდ თეატრშია დაკავებული, ამჟამად კი საზაფხულო არდადეგებისთვის ემზადება, რის შემდეგაც ახალი ენერგიით დაუბრუნდება ახალ სეზონსა და მაყურებელს. 

 

– ჯაბა, ბოლო დროს თაყვანისმცემელს ძალიან მოანატრე თავი. სად დაიკარგე და რას საქმიანობ?

– არსადაც არ დავკარგულვარ. ვისაც მოვენატრე, მოვიდეს „თავისუფალ თეატრში.“ რაც შეეხება საქმიანობას – ტელევიზიის სფეროს, რატომღაც, ჟურნალისტები ბოლო დროს ძალიან გააქტიურდნენ და ყველა მეკითხება, სად ხარო. მე კი ვარ აქ, მაგრამ, ეს ტელევიზიები სად არიან, არ ვიცი.

– რამე ხომ არ იგეგმება ახალი სეზონიდან? სერიალებს ვგულისხმობ.

– ისეც არ მინდა – მთავარია, გამოვჩნდე და, სულ ერთია რა სერიალში ვითამაშებ. ამიტომ, როცა ჩემთვის საინტერესო შემოთავაზებას მივიღებ, აუცილებლად დავთანხმდები და მონაწილეობასაც მივიღებ.

– ანუ, ხარ ის მსახიობი, რომელიც ყველა შემოთავაზებას არ თანხმდება? 

– ჩემი აზრით, ერთი და იმავე ადგილის ტკეპნას, ჯობია, ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. ამიტომ, ყოველთვის ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ.

– ზაფხულის არდადეგების გატარებას როგორ და სად გეგმავ?

– თურქეთში მინდოდა წასვლა, მაგრამ, ჯერ ზუსტად არ ვიცი. ასევე, მინდა, ჩემს ორივე სოფელში წავიდე ცოტა ხნით, მერე კი – ბათუმში, რომელიც ჩემთვის უკვე მეორე სახლივით არის. 

– რა ხდება ჯაბა კილაძის პირად ცხოვრებაში, რომელსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებს თვალს შენი ჭორიკანა გულშემატკივარი? 

– არაფერი, ჩემს პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და სიწყნარეა.

– მგონია, რომ სიმართლეს არ ამბობ, რადგან, ეს მდგომარეობა შენს სტილს არ შეეფერება.

– რატომ? ძალიანაც შეეფერება. ალბათ, ზაფხულის ბრალია – ცხელა და ყველას დასვენება სჭირდება. 

– იმედია, ზაფხულის გასვლისთანავე აგრილდება და სიყვარულისთვისაც მოიცლი. თუმცა, მგონია, რომ გულის სიღრმეში მაინც ხდება შენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რისი თქმაც სახალხოდ არ გინდა.

– პირადი ხომ მხოლოდ პირადულია.

– გულშემატკივრებზე რას იტყვი, რომლებსაც არასდროს ავიწყდები და ყოველთვის სიყვარულით გხვდებიან?

– ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. როცა იცი, რომ უცნობ ადამიანს შენი დანახვა სიხარულს ანიჭებს და პოზიტიურ განწყობას უქმნის, ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! ქართველები არ ვართ ის ტიპები, რომ ზღვარგადასული ემოციები გამოვხატოთ ვინმეს მიმართ, მაგალითად, ვინმე გადმოხტეს შენ გამო, ყველაფერი დალეწოს და ასე შემდეგ, ამ მხრივ ზომიერები ვართ. ისე არ ხდება, ემოციურად შეგხვდნენ – ეს ვინ მოდისო.

– თავადაც აკონტროლებ საკუთარ ემოციებს?

– გააჩნია რა შემთხვევაში. არის სიტუაცია, როცა ემოციები უნდა მიუშვა, ან, პირიქით – ზომიერება უნდა დაიცვა.

– სფერო, რომელშიც აღმოჩნდი, შენთვის უცხო არ ყოფილა, რადგან მსახიობების ოჯახში გაიზარდე. 

– ავთო ვარსიმაშვილი ხუმრობს, ჯაბა ჩემთან ჯერ კიდევ მუცელში თამაშობდაო. დედაჩემი ფეხმძიმედ რომ იყო ჩემზე, ავთოსთან თამაშობდა სპექტაკლში. ასე რომ, მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე ვეზიარე სცენასა და თეატრალურ ხელოვნებას. 

– მიზანდასახული ხარ თუ ადვილად ეგუები წარუმატებლობას?

– თუ არ გამოდის, რა ვქნა-მეთქი – ასე არ ვამბობ, მაგრამ, არც იმის მომხრე ვარ, რომ წარმატებას ნებისმიერ ფასად მივაღწიო. ბევრი ცნობილი ადამიანის ფორმულა სწორედ ის არის, რომ მიზანს ყველაფრის ფასად მიაღწიოს, თუმცა, ამას სახალხოდ არ აღიარებენ. მე ასე არ ვარ, რადგან, ჩემს პიროვნებას უფრო წინ ვაყენებ, ვიდრე კარიერას. ალბათ, ამით შეცდომას ვუშვებ, მაგრამ, რა ვქნა, ასეა.

– ანუ, პრინციპებს არასდროს ღალატობ?

– პრინციპებს, ალბათ, ყველა ღალატობს, მაგრამ არის ისეთი პრინციპები, რომლებიც შენი ხერხემალია, რაზეც დგახარ, რითაც ცხოვრობ და მორალი გაგაჩნია. ამასაც თუ უღალატე, მაშინ არარაობა ხარ. ამიტომ, როგორც სწორად მიმაჩნია, ისე მინდა რომ ვიცხოვრო. იმიტომ, რომ დღეს კარგად ვიყო, თავზე „ვაზელინით“ ვერ ვიცხოვრებ, არ მინდა. ყველაფერი წარმავალია, შენი პიროვნება კი რჩება; ამიტომ, ჯობია, სწორად იცხოვრო.

– მსახიობობის გარდა, კიდევ რა გამოგდის კარგად?

– არ ვიცი, არც მიფიქრია ამაზე. ალბათ, მაინც მსახიობობა.

– მსახიობი თავიდან ბოლომდე რეჟისორზეა დამოკიდებული. არის შემთხვევები, როცა მსახიობი, რომელიც ვერ შეამჩნია რეჟისორმა და უსაქმოდ დარჩა, დეპრესიაში ვარდება. შენ როგორ ხარ ამ მხრივ?

– ეს ცოტა ფართო, მასშტაბური თემაა და არა მხოლოდ მსახიობის პროფესიაში. რაც შეეხება დეპრესიას, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ დამემართება, მიუხედავად იმისა, რომ თეატრი და ჩემი თავი ცალ-ცალკე ვერ წარმომიდგენია. ვფიქრობ, ადამიანი ისევ და ისევ უნდა დადგე ყველაფერ მატერიალურზე მაღლა, მათ შორის – პროფესიაზე.

– ანუ, დეპრესიული ადამიანი არ ხარ.

– ღმერთის წყალობით, ჯერჯერობით ასეთი პრობლემა არ შემქმნია. ერთადერთი, უსაქმურობას ვერ ვიტან, ვერ ვჩერდები, რაღაცას მაინც მოვიფიქრებ და დავსაქმდები.

– ანუ, აქტიური ადამიანი ხარ. თუ გამოგდის ურთიერთობა პასიურ ადამიანებთან?

– მინდა გითხრა, რომ გარკვეული დოზით ყველანაირი კატეგორიის ადამიანებთან გამომდის ურთიერთობა, მათ შორის ისეთებთან, რომლებთანაც აბსოლუტურად პლუს-მინუსი ვარ. თუმცა, ჩემი მეგობრები, ყველანი, ექსცენტრიკული და ენერგიული ადამიანები არიან.

 

скачать dle 11.3