კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: მაინტერესებს, კანონის შესაბამისად,  ვინ არ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას აქვს სურვილი და პირადად გამოთქვამს ამ სურვილს სასამართლოში ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მიუხედავად პირის სურვილისა იგი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი, კერძოდ, თუ: ის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია; გამომძიებელია; პოლიციელია; ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; სასულიერო პირია; აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა; ბრალდებულია; ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია; მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში, აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;  ის ფსიქოლოგია; ფსიქიატრია ან იურისტია.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ: იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი  არის დაკავებული, მაგრამ, არაფრისმქონეა და არ შეუძლია ადვოკატის აყვანა, არადა, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს თავისი უფლებების დაცვას და, აუცილებელია, ჰყავდეს ადვოკატი, როგორ უნდა მოიქცეს ის ასეთ შემთხვევაში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ, ასეთ შემთხვევებში ბრალდებულის დაცვის უფლების განხორციელება ხდება სახელმწიფო ხარჯზე. კერძოდ, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე ან მოსამართლე ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის მოთხოვნით. ასევე, თავად გადახდისუუნარო ბრალდებულს უფლება აქვს, მიმართოს იურიდიული დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო გაიღებს დაცვისთვის საჭირო სხვა ხარჯებსაც, თუ ეს ხარჯები პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, აქვს თუ არა გამომძიებელს პირისათვის ბრალის წაყენების უფლება და რა შემთხვევებში წარედგინება პირს ბრალი? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. პირს ბრალი წაეყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. 

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, შეიძლება თუ არა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნილი და გამოყენებული იქნეს აღკვეთის ღონისძების სახედ პატიმრობა? 

პასუხი: არა, ნებისმიერ შემთხვევაში ბრალდებულის  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია. პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული: ა) ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა; ბ) ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლა; გ) ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვის შეიძლება შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების სახედ „სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა“, რას გულისხმობს აღკვეთის ღონისძიების ეს სახე და  როგორ ხორციელდება ამ აღკვეთის ღონისძიების სახის აღსრულება? 

პასუხი: განგიმარტავთ, რომ ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო  ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლოს განჩინებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და, გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადების უზრუნველსაყოფად. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში, ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განაწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება; არ უნდა გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტოდ სამუშაოდ, არ უნდა გათავისუფლდეს ნაწილიდან და უნდა იმყოფებოდეს სამხედრო მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება. სასამართლოს განჩინება ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ, სავალდებულოა სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობისთვის. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ, სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს პროკურორს ან სასამართლოს. სამხედრო მეთაური, რომელიც მეთვალყურეობს ბრალდებულს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში, პროკურორის შუამდგომლობით უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომიდან რა მაქსიმალური ვადით შეიძლება, შეეფარდოს ბრალდებულს პატიმრობა წინასასამართლო სხდომამდე? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ, ზოგადად, ბრალდებულის პატიმრობის ვადა წინასასამართლო სხდომამდე არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 60 დღეს.

скачать dle 11.3