კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და რისთვის იქირავა მარიამ საჯაიამ ბინა 667 ლარად და ვინ აჩუქა ირმა ნადირაშვილს 725 ლარის ღირებულების პარფიუმერია

ირმა ნადირაშვილი – დავით დაღელაშვილი

ირმა ნადირაშვილი 1970 წელსაა დაბადებული ქალაქ სიღნაღში. უმაღლესი გაანთლება თსუ-ში აქვს მიღებული და პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა, ხოლო პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა. მისი შრომითი საქმიანობა 1994 წელს დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტობით, სადაც ამ რანგში 2005 წლამდე იშრომა. შემდეგ ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა 2007 წლამდე; 2008 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. იმავე წელს ის მშობლიურ ტელეკომპანიას დაუბრუნდა და 2008-2009 წლებში „რუსთავი 2-ის“ პროგრამა „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი პროდიუსერი იყო, შემდეგ – საინფორმაციო სამსახურის უფროსიც (შესაბამისად, ვფიქრობ, ზედმიწევნით ზუსტად ეცოდინება, როგორ მზადდებოდა იმხანად სიუჟეტები, თუმცა, ეს ცოდნა ხელს არ უშლის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ზეწოლებში დაადანაშაულოს). 2010 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა და გაპარლამენტარებამდე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გახლდათ. 2012 წლიდან კი ის საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრია. მის მიერ ბოლოს, 2012 წელს შევსებული დეკლარაციით, ირმა ნადირაშვილის მეუღლე, დავით დაღელაშვილი, 1972 წელსაა დაბადებული, უძრავი ქონება კი ცოლ-ქმარს შორის შემდეგნაირადაა განაწილებული: ირმა ნადირაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, რობაქიძის გამზირზე, 56 კვადრატული მეტრი ფართობის; მის მეუღლეს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა თბილისში, შავი ზღვის ქუჩაზე (146 კვადრატული მეტრი ფართობის), აგარაკი შინდისში (387 კვადრატული მეტრი) და საცხოვრებელი სახლი შინდისში (188 კვადრატული მეტრი ფართობის). ავტომანქანა მხოლოდ დავით დაღელაშვილს ჰყავს: „მერსედესი“.

2011 წლის განმავლობაში დავით დაღელაშვილმა, როგორც მერიის ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილემ, 29 920 ლარი აიღო; როგორც ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაცია ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის სატრანსპორტო უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კი – 7 966 ლარი. ირმა ნადირაშვილმა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, 53 885 ლარი აიღო, ხოლო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ნალას“ მრჩეველმა – 6 000 ლარი. დამატებით, საჩუქრად 725 ლარის ღირებულების პარფიუმერიაც მიუღია, ოღონდ, არ კონკრეტდება, რომელი სამსახურიდან. 

მარიამ საჯაია

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის ყველაზე ნორჩი წევრი მარიამ საჯაია 1991 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიიღო და, ირმა ნადირაშვილის დარად, პარლამენტში  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით მოხვდა. მუშაობა საკმაოდ ნორჩ ასაკში დაიწყო – 19 წლისამ, არასამთავრობო  ორგანიზაციაში – „ადამიანის უფლებათა დაცვა და XXI საუკუნე“.  2012 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტი გახლდათ, 2012 წლიდან კი ხალხის რჩეულად მოგვევლინა. ქონებრივი დეკლარაცია გარჩეულებისთანავე შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა შვილი – 2010 წელს დაბადებული მერაბ სამარგულიანი და დედა – ნაზი არონია.

დედა-შვილი უძრავ ქონებას თბილისში ფლობს, ცინცაძის 58 ნომერში: ნაზი არონია 80 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ბინას, მარიამ საჯაია – 53 კვადრატულ მეტრს. ავტომანქანაც ორივეს ჰყავს: ნაზი არონიას 2005 წლის „ინფინიტი“, მარიამ საჯაიას – 2002 წლის „მერსედესი“. თუმცა, ანაბარი მხოლოდ ხალხის ამჟამინდელ რჩეულს აქვს (მოგეხსენებათ, ქ-ნი არონია წინა მოწვევის პარლამენტის ხალხის რჩეულია): ის „ლიბერთი ბანკში“ 16 500 ლარს ინახავს.

დეკლარაციაში მარიამ საჯაიას მიერ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიღებული თანხაა მითითებული – 5 400 ლარი, შესაბამისად, საზოგადობისთვის უცნობია, რა თანხას უხდიდა მთავარ სპეციალისტ საჯაიას ხარისხის განვითარების ეროვნული სააგენტო. ასევე, მითითებულია ქ-ნი არონიას მიერ აუდიტის სამსახურში დასაქმების შედეგად მიღებული ანაზღაურება (ის, დეკლარაციის თანახმად, აუდიტის სამსახურის ქუთაისის ოფისის აპარატს ხელმძღვანელობდა) – 24 480 ლარი. მარიამ საჯაიას ბინაც უქირავებია – 667 ლარად, თუმცა არც მისამართია მითითებული და არც გასავლის ოდენობა.

 

скачать dle 11.3