კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღორი-ადამიანი?!

დანაგვიანებისთვის მაღალ-მაღალი ჯარიმების დაწესებას, თავის დროზე, მეტად არაერთგვაროვნად გამოეხმაურა როგორც საზოგადოება, ისე პოლიტსპექტრი: ოდენობა არაადეკვატურიაო (თუმცა, მეორე მხრივ, არაადეკვატურ ნაგავშიც ვცხოვრობდით).

ასეა თუ ისე, მართალია, თბილისის მერიის ძალისხმევით შექმნილი მეეზოვეთა არმიაც შეეწია ამ საქმეს, მაგრამ, ისიც არის, რომ ჯარიმების ეშხით უპრაგონოდ ნაგვისმყრელთა ოდენობაც შემცირდა და დაყრილი ნაგვისაც (თუმცა, რაკი მზესაც აქვს ლაქები, ქუჩა-ქუჩა ნაგავს მცირე-მცირე დოზებით ახლაც სიამოვნებით ყრიან ჩვენი თანამემამულეები და ზოგიერთს ჯერაც ვერ დაუმარცხებია საკუთარი ფანჯრებიდან ნაგვით სავსე პარკების სროლის ვნება). 

ბუნებრივია, გამონაკლისი არც შავი ზღვის სანაპიროა, ხოლო, რაკი არ არის, მაგალითად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას, რომელსაც ბათუმის სანაპირო ზოლის დალაგება ევალება (რასაც პირნათლად ასრულებენ დილის ექვსიდან შვიდ საათამდე), ნაგვისმყრელი დამსვენებლების დაჯარიმების უფლებაც მისცეს და ბოლო 20 დღეში 2 000 ლარზე მეტი ჯარიმაც კი გამოუწერიათ (ვის უნამუსობასაც წაასწრეს).

რაც შეეხება აჭარის სანაპიროს დანარჩენ მონაკვეთებს, მას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამსახური უწევს მზრუნველ მეთვალყურეობას. ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 200 ლარია, იურიდიულისთვის  – 1 000 (თუმცა, თუ იმ ნაგავს გავიხსენებთ, რაც პლაჟზე ჩვენი ზოგიერთი თანამემამულისგან რჩება, მე რომ მკითხოთ, მეტიც უნდა იყოს).

ხოლო, თუ თბილისური ნაგვის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ჯარიმების შიშმა, შესაძლოა, სისუფთავისადმი ლტოლვა პლაჟზეც გააღვიძოს, თუმცა, ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას კითხვას: რატომ რჩება ჯარიმა ერთადერთ საშუალებად იმის გასახსენებლად, რომ საქართველოს მოქალაქე ღორი არ არის?!

скачать dle 11.3