კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეაქეთ და გაამხნევეთ საკუთარი თავი და იყავით მუდამ ტონუსში!

ეს რომ მოახერხოთ, ცხოვრების წესად უნდა აქციოთ ის რჩევები, რომლებსაც დღეს შემოგთავაზებთ:

1) სრულყოფილი ძილი (თუ ღამით ვერ იძინეთ საკმარისად, „დაკლებული“ საათები დღისით შეივსეთ).

2) მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დღეში.

3) იუმორით შეხედეთ ყველა მოვლენას (ტრაგედიისგან ღმერთმა დაგიფაროთ), რაც თქვენ გარშემო ხდება.

4) შეეცადეთ, თვით უსიამოვნო სიტუაციაშიც კი რაიმე კარგი და სასარგებლო დაინახოთ.

5) ნებისმიერი საქმიანობის დროს, შეურჩიეთ საკუთარ თავს კომფორტული მდგომარეობა და, შეძლებისდაგვარად, წაივარჯიშეთ, მაგალითად, დილით, გაღვიძებისას, კარგად გაიზმორეთ (როცა არავინ გიყურებთ, ეს უზრდელობად არ ჩაგეთვლებათ), შემდეგ კი 5-6-ჯერ შეასრულეთ კისრის, ხელების, ფეხებისა და წელის მოძრაობა.

6) მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და თავი დაანებეთ სიგარეტს – ის თქვენს კანს ნაადრევად დააბერებს და ჯანმრთელობას გამოუსწორებლად დაგიზიანებთ.

7) თუნდაც არსად წასვლას არ გეგმავდეთ, დილით აუცილებლად მიხედეთ სახეს – მასაჟი, დამატენიანებელი, მკვებავი, მაკიაჟი... – მოკლედ, არაფერი გამოგრჩეთ.

8) ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და ხმამაღლა შეაქეთ საკუთარი თავი (არა უშავს, სხვებიც თუ გაიგონებენ).

9) შეამცირეთ თვითკრიტიკის ხარისხი და რაოდენობა.

10) ყველამ უნდა იგრძნოს და დაინახოს (უპირველესად კი – თქვენ თვითონ), რომ პატივს სცემთ საკუთარ თავს – ამით სხვებსაც აიძულებთ, პატივი გცენ.

11) დაემშვიდობეთ ბავშვურ კომპლექსებს – დროა, გაიზარდოთ!

12) ხანდახან მაინც მიეცით თავს პატარ-პატარა შეცდომების ჩადენის უფლება, ანუ, ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ.

13) ადეკვატურად მიუდექით თქვენს გარეგნულ მონაცემებს.

14) სტუმრად, წვეულებაზე და, საერთოდ, საზოგადოებაში ყოფნისას, იყავით ზომიერად სექსუალური.

15) ხანდახან მიეცით საკუთარ თავს მსუბუქად წათავხედების უფლება (ოღონდ, უზრდელობაში ნუ გადახვალთ).

16) იყავით დარწმუნებული საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.

17) ნუ იქნებით ზედმეტად მორიდებული ნურც სახლში და ნურც გარეთ.

18) ხელოვნურად ნუ შეიქმნით პრობლემებს (ეს „სიკეთე“ ისედაც ჭარბად გვაქვს) და, საერთოდ, მსუბუქად შეხედეთ ცხოვრებას.

19) იყავით მიმტევებელი – ამით საკუთარ თავს უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ, ვიდრე სხვას.

20) იყავით ხალისიანი; შეეცადეთ, ყველაფერში სილამაზე დაინახოთ და, რაც მთავარია – ხშირად გაიღიმეთ!

скачать dle 11.3