კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: დიეტის დროს ვსვამდი უმი კომბოსტოს წვენს, მაგრამ, ახლობელმა მითხრა, რომ ამით კუჭს დავიზიანებ. ეს მართალია?

პასუხი: პირიქით, კომბოსტოს წვენი სასარგებლოა გასტრიტისა და კუჭის წყლულის გაღიზიანების პროფილაქტიკისთვის. დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა კომბოსტოს წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, 2-3 კვირის განმავლობაში. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე.

კითხვა: ერთი თვეა, ფრჩხილები მექერცლება, თმის ღერები კი მტვრევადი გახდა. მაინტერესებს, ეს ორგანიზმში კალციუმის ნაკლებობის ბრალია?

პასუხი: სრულიად შესაძლებელია, ასეც იყოს. საერთოდ, კალციუმის საკმაო რაოდენობის მიღება მხოლოდ საკვები პროდუქტებით შეუძლებელია. მიმართეთ ექიმს და ის გამოგიწერთ შესაბამის პრეპარატს, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ თქვენი პრობლემა სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგალითად, ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით, უხარისხო შამპუნით, ფრჩხილის ლაკით და ასე შემდეგ.

კითხვა: არასდროს მქონია ქერტლი, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ზღვიდან ჩამოვედი (ივლისში), ვეღარ მოვიშორე. არანაირი სპეციალური შამპუნი არ მშველის. რას მირჩევთ?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, მიმართეთ დერმატოლოგს ან ტრიქოლოგს, რომლებიც დაადგენენ ქერტლის გაჩენის მიზეზს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ქერტლის მოსაშორებლად უნდა გამოიყენოთ არა კოსმეტიკური, არამედ, სამკურნალო შამპუნი, რომელიც არა მარტო კარგად წმენდს კანს, არამედ, სპობს ქერტლის გამომწვევ სოკოვან ფენას თავის კანზე, აქრობს ანთების პროცესს, ქავილსა და კანის გაღიზიანებას.

 

скачать dle 11.3