კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად მიდის ადამიანის აურა მისი გარდაცვალების შემდეგ და რას გრძნობს მომაკვდავი ამ დროს

გამოკვლევების თანახმად, ადამიანების უმრავლესობა წინასწარ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. როგორც ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ექიმი-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნანა ამბობს, ადამიანი სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, დეპრესიულ მდგომარეობაში ვარდება და, შესაძლოა, ეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეც კი გაგრძელდეს. თუ რას გულისხმობს სიკვდილის ფენომენი და არსებობენ თუ არა რეალურად გარდაცვლილთა აჩრდილები ჩვენ გვერდით, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ნანა: ბოლოდროინდელი მონაცემებით, ექიმებისა და ეზოთერიკოსებისგან შემდგარმა ჯგუფმა დაკვირვებების საფუძველზე დაადგინა, რომ ადამიანი სიკვდილის მოახლოებას გრძნობს და ის ამ პერიოდში დეპრესიულია. ეს რეალობაა და დაკვირვებების შედეგად დამტკიცდა კიდეც. დეპრესიას იწვევს ორგანიზმში ჰორმონული ცვლილებები. მისი ფსიქოლოგიური ფუნქცია კი ის არის, რომ დეპრესია ამზადებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ადვილად მიიღოს სიკვდილი. ინტუიცია გვაძლევს იმ საიდუმლოს ამოცნობის საშუალებას, რასაც სიკვდილის მოახლოების შეგრძნება ჰქვია. უამრავი ადამიანი მოსულა ჩემთან და მოუყოლია, თუ როგორ გრძნობდნენ, მათ ახლობელს სულ მალე სიკვდილი რომ ეწვეოდა. ანუ, როგორ იგრძნეს მათ ახლობელი ადამიანების გარდაცვალება წინასწარ.

– ცოტა დაუჯერებელია, რომ ამის შეგრძნება რეალურად შესაძლებელია.

–  სიკვდილი – ეს არის ცნობიერების გადასვლა ყოფიერების სხვა ფორმაში. ამისთვის კი ადამიანის ორგანიზმი წინასწარ გადის ფსიქოლოგიურ მომზადებას. ბევრისგან გამიგია, სიკვდილის სუნს ვგრძნობო. ესეც სიმართლეა. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პარანორმალურად განვითარებული ყნოსვის ორგანო აქვთ და სწორედ სუნით ხვდებიან, კონკრეტულ ადამიანს უახლოეს მომავალში სიკვდილი რომ ელის. 

– და მაინც, თქვენი, როგორც პარაფსიქოლოგის აზრით, რა არის სიკვდილი?

– ამ კითხვას ბევრი მისვამს და, მინდა, მათ ვუპასუხო: ადამიანი არის არსება, რომელიც ორი სახის – მკვრივი და თხევადი მატერიისგან შედგება.  მკვრივი მატერია ადამიანის ფიზიკური სხეულის ფორმირებას უწყობს ხელს, თხევადი კი მის სულიერ ბუნებას ძერწავს. ასე რომ, სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა თხევადი სხეულის გამოყოფა ფიზიკური სხეულიდან. სიკვდილის წინ ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები რადიაქტიური სხივების მოულოდნელ გამოდევნას ახდენს. გამქრალი აურა, როგორც კოსმიური მატერიების ნებისმიერი სახეობა, სივრცეში უკვალოდ არ ქრება, ადამიანის ენერგეტიკულ კომპლექსთან ერთად, მას სხვა სამყაროში გადააქვს მთელი ინფორმაცია მომაკვდავზე. ვისაც ზებუნებრივი ძალები მეტად განვითარებული აქვს, ამ ინფორმაციას იღებს და ასე იტყობს ადამიანის სიკვდილს წინასწარ. 

– ადამიანის ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ცნობიერება კვლავ განაგრძობს არსებობას ენერგეტიკულ სივრცეში?

– დიახ, სწორედ ასეა. გარდაცვალების მომენტში ადამიანის ცნობიერება სხვა სამყაროში გადადის, ანუ, კვდება მხოლოდ მისი ფიზიკური სხეული, ცნობიერება კი განაგრძობს ყოფიერებას ენერგეტიკულად. გაგიგიათ, ალბათ, ადამიანები რომ ყვებიან, თუ როგორ დაინახეს ღამით თეთრებში გამოწყობილი აჩრდილი თუ მოლანდება. ეს ბევრს არ სჯერა, არადა, რეალურად, მართლაც მოდიან ჩვენთან გარდაცვლილთა აჩრდილები და მათ ხშირად ისინი ხედავენ, ვისაც მემკვიდრეობით დარჩათ წინაპართა კარმული ვალები გადასახდელი. ასე რომ, გარდაცვლილი წინაპრების აჩრდილები დღევანდელ ყოფაშიც შეიძლება გამოგვეცხადონ და მათი ხილვაც რეალურია. როცა ადამიანები გარდაცვლილ წინაპრებს ხედავენ და მათთან კონტაქტსაც კი ამყარებენ, ამას უხილავი კონტაქტი ჰქვია. ეს კი, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს შეემთხვას. არც რაიმე ზებუნებრივი ნიჭი სჭირდება წინაპრის აჩრდილის ხილვასა და მასთან კონტაქტის დამყარების და არც ეგრეთ წოდებული „მესამე თვალი.“ ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ხედავს იმას, ვინც რეალურად იქ არ არის; სინამდვილეში, იმ ადგილას არის მისი ენერგეტიკა და ადამიანის გრძნობათა ორგანო სწორედ ამას აღიქვამს კონკრეტულ მომენტში. 

– გარდაცვლილის აჩრდილს, ანუ, მის ენერგეტიკას, მხოლოდ მისი შთამომავალი ხედავს თუ მის გარშემო მყოფი ადამიანებიც?

– შეიძლება, გარდაცვლილი ადამიანის აჩრდილი მისმა შთამომავალმა დაინახოს, ხოლო მის გვერდით მყოფებმა ვერაფერი შენიშნონ. თუმცა, აქვე იმასაც გეტყვით, რომ არსებობს ფაქტები, როცა თეთრებში ჩაცმული გარდაცვლილის სილუეტი ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა დაინახა. ამ დროს ხდება კოლექტიური გენის შეერთება და მოქმედება. კერძოდ, მათი გრძნობათა ორგანოები ინფორმაციას ერთმანეთს გადასცემს. ინფორმაციის მიღების შემდეგ ადამიანის გონებაში ხდება მისი იდენტიფიკაცია. შედეგად კი, როცა ენერგეტიკა მას გადაეცემა, გააქტიურებას იწყებს წარმოსახვის უნარიც. არ არის გამორიცხული, ამ დროს გარდაცვლილის აჩრდილი დაინახოთ სხვებთან ერთად. ზოგადად, აჩრდილები წარმოსახვითი მოვლენაა, მაგრამ, მას მაინც რეალური საფუძველი უდევს, კერძოდ, მიღებული ინფორმაცია. ბევრი ამბობს, გარდაცვლილი ახლობლების აჩრდილები ხშირად მაკითხავენ ღამით, მაგრამ, მათთან კონტაქტს ვერ ვამყარებო. ამ დროს მათი გრძნობათა ორგანოები გარდაცვლილთა ენერგეტიკის არსებობას ვერ გრძნობს. ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ნამდვილად რეალური, ცხოვრებისეული მოვლენებია. ამის უარყოფა, უბრალოდ, სისულელეა. ყოველ შემთხვევაში, ამის თვითმხილველები არსებობენ და მათი მონაყოლიც ნამდვილად დამაფიქრებელია. ეს მოწმობს, რომ გარდაცვლილთა აჩრდილები რეალურად არსებობენ და ისინი, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენს დასახმარებლად მოდიან.

– აქვე გკითხავთ: ამბობენ, რომ კლინიკური სიკვდილი, ანუ ლეთარგიული ძილი და იმქვეყნიურ სამყაროში დროებით მოხვედრა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ამაზე რას გვეტყვით?

– კლინიკური სიკვდილის შემთხვევა, ალბათ, რჩეულთა ხვედრია, რადგან, ადამიანები ამ დროს არამიწიერ მშვენიერებასა და გარდაცვლილ ახლობლებს ხედავენ და არც უკან დაბრუნება სურთ. ზოგადად კი ის, რომ კლინიკური სიკვდილი ზებუნებრივ შესაძლებლობებს იძენს, ჯერ კიდევ კვლევის საგანია. 

 

скачать dle 11.3