კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმპტომები ახასიათებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას

რა სიმპტომები ახასიათებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას

გულის უპირველესი მტერი ათეროსკლეროზია. მის განვითარებას ხელს უწყობს ცხიმიანი საკვები – ის არის სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნის მიზეზი, რომელიც აზიანებს შიდა ფენას. დაზიანებულ ადგილას გროვდება სისხლის სხეულაკები, რომლებიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნება თრომბად და ნელ-ნელა ეცობა ვენებს, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ხუთვას, გულში სიმძიმის შეგრძნებას, ეს კი, შესაძლოა, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდეს. შეტევა იწყება ჭამის ან ნერვიულობის დროს. მისი სიმპტომებია გაძნელებული სუნთქვა, ხუთვა და წვა ბეჭის არეში.

პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კვების რაციონს, კვების რეჟიმს, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონეს, დიაბეტის პროფილაქტიკას და ასე შემდეგ. გულის საშიში მტერია, აგრეთვე, ინსულტი, რომლის მთავარი მიზეზია ტვინში სისხლის მიმოქცევისა და მიწოდების მკვეთრი შემცირება. სისხლჩაქცევა ხდება ტვინისთვის სისხლის მიმწოდებელი ერთ-ერთი ძარღვის შევიწროების გამო. ინსულტის უძლიერესი შემთხვევა ტვინში სისხლის ჩაქცევის მიზეზით ხდება. დარტყმის დროს ტვინის უჯრედები იღებს ნაკლებ ჟანგბადს, საკვებ ნივთიერებას და იღუპება. ინსულტის სიმპტომებია: სხეულის ერთი მხარის დაბუჟება, გონების დაბინდვა, გაძნელებული მეტყველება და აღქმა, მხედველობის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა და ძლიერი თავის ტკივილი. ხშირად, ინსულტს წინ უძღვის მინიინსულტი, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება. პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია დასვენება, ჯანსაღი კვება, ნორმალური ფსიქოლოგიური გარემო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა.

ასევე, გულის საშიში მტერია მიოკარდის ინფარქტი. ის იწვევს წვრილი არტერიული ძარღვების დახშობას. შეტევის დროს ერთ-ერთი არტერია, რომელიც გულს კვებავს, წყვეტს საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდებას გულის კუნთებისთვის, შედეგად კი ზიანდება გულის კუნთების ქსოვილის ნაწილი. მიოკარდის ინფარქტის სიმპტომებია: გულში აუტანელი ტკივილი, რომელიც ბეჭის არესაც გადაეცემა; ამ დროს სუნთქვა გაძნელებულია, სახის კანი – მკრთალი შეფერილობის. ზოგჯერ ინფარქტი უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. პროფილაქტიკის მიზნით, დროულად ჩაიტარეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობა, აკონტროლეთ ემოციები, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, არეგულირეთ სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონე და დაიცავით დიეტა.

 

რა იწვევეს ეგზემის განვითარებას და რატომ უნდა ჭამოთ ამ დაავადების დროს ჭარხალი

 ეგზემას ახასიათებს კანზე სხვადასხვაგვარი ზომის წითელი ლაქების გაჩენა. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ნერვული, ენდოკრინული, იმუნური სისტემების მოშლა, ნივთიერებათა ცვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, დისბაქტერიოზი და ალერგია; ნერვული სტრესები, უარყოფითი ემოციები, ფიზიკური და გონებრივი დაძაბვა, არასწორი კვება. 

ეგზემის დროს კარგია მცენარეული ნაყენი, რომელიც მზადდება კატაბალახას ძირებისგან, ორკბილასგან, გვირილის ყვავილებისგან: კალენდულას, ძირტკბილას, უკვდავასა და ფარსმანდუკისგან. ყველა ჩამოთვლილი მცენარე თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს. ნარევის 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და დადგით ნახევარი საათით. ნაყენი მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. აბაზანის მისაღებად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ. სალბის, ორკბილას, კრაზანას, გვირილის, პიტნისა და მრავალძარღვას ნარევისგან დამზადებული ნაყენი; ასევე, კარგია სახამებელიანი და მუხის ქერქის აბაზანები.

ეგზემის გამწვავების პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტის დაცვას. ავადმყოფის საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი და საკმაო რაოდენობით შეიცავდეს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. რაციონიდან გამორიცხეთ  ციტრუსი, მარწყვი, ჟოლო, ნესვი, ანანასი, კაკაო, ყავა, შოკოლადი, რძე, შებოლილი პროდუქტები, მწარე და ცხარე საკვები, ალკოჰოლი. მენიუში ჩართეთ ვეგეტარიანული პროდუქტები, ასევე, საქონლის ხორცი, რძემჟავა პროდუქტები, მაგალითად: მაწონი და ხაჭო, მზესუმზირის ზეთი, ვაშლი, ქლიავი, ალუბალი. ყოველდღიურად ჭამეთ ბოსტნეულის სალათები. მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია ორგანიზმის გაწმენდა ტოქსინებისა და წიდებისგან, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის მუშაობას.  ამისთვის კარგი საშუალებაა რძემჟავა პროდუქტები, ჭარხალი და ნიახური. ჭარხალი მოხარშეთ და დილა-საღამოს მიირთვით, კერძებში კი გამოიყენეთ ნიახური. შეგიძლიათ, სვათ ნიახურის წვენიც – 1 ჩაის კოვზი, დღეში სამჯერ.

 

ადამიანის ორგანიზმისთვის თხილისა და ნიგვზის მიღება აუცილებელია

 თხილი მდიდარია სხვადასხვა სასარგებლო ნივთიერებით, კერძოდ, ცილებით, ნახშირწყლებით, შაქრით, სახამებლით, B1 და C ვიტამინებით, კაროტინით, მინერალური ნივთიერებებით, ცხიმებით, რაც, გარკვეული თანაფარდობის გამო, განსაკუთრებით სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. თხილში გაცილებით მეტი რკინაა, ვიდრე ხილში, ბოსტნეულში, ხორცსა და მარცვლეულში.

ნიგოზი შეიცავს დაახლოებით 60-65 პროცენტ ცხიმს. ის, ასევე, ამცირებს ცხიმების შემცველობას სისხლში. ამის მიზეზია მასში უჯერი ცხიმმჟავების დიდი შემცველობა. მათი სასურველი თანაფარდობა მინერალურ ნივთიერებებთან, კერძოდ, ფოსფორთან, მარგანეცთან და იოდთან, საშუალებას იძლევა, ნიგოზი შეიტანონ ათეროსკლეროზითა და ჰიპერტონიით დაავადებულთა რაციონში. ნიგოზი შეიცავს 16 პროცენტამდე ცილებს, ანუ, იმდენივეს, რამდენსაც ხაჭო. კალიუმისა და მაგნიუმის შემცველობის გამო, ნიგოზს სისხლნაკლებობის დროს, ძალების აღსადგენად და დაღლილობის მოსახსნელად იყენებენ.

კედრის წიწიბოში ბევრია ზეთი, ასევე, უჯერი ცხიმმჟავები, ამიტომ, მისი ჭამა კარგია ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ჰიპერტონიის პროფილაქტიკისთვის. ის, ასევე, ამაღლებს შრომისუნარიანობას. მასში ბევრი უჯრედისია, არ აღიზიანებს კუჭს და ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც გასტრიტი აწუხებს. 

ადამიანის ორგანიზმის შემადგენელ უჯრედებს დაზიანებისგან იცავს და დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება ბუნებრივი ქიმიური ნივთიერებები – ანტიოქსიდანტები. მიწის თხილი შეიცავს ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას. მასში გაცილებით მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ვაშლსა და სტაფილოში. ამიტომ, მიწის თხილის ხშირად ჭამა, უბრალოდ, აუცილებელია.

 

ანემიის თავიდან ასაცილებლად ხშირად მიირთვით საქონლის ღვიძლი 

რკინის დეფიციტის დროს ძლიერდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ტყვიის შეწოვა. ეს საკმაოდ ტოქსიკური ელემენტია. რკინადეფიციტური ანემიის გამოსავლენად საკმარისია სისხლის ანალიზი, რომელიც ჰემოგლობინის დაქვეითებას და ზოგიერთი სხვა მაჩვენებლის ცვლილებას გამოავლენს. ანალიზი აჩვენებს მორფოლოგიურ ცვლილებებს ერითროციტებში, ფერადობის მაჩვენებელს, ერითროციტების საშუალო დიამეტრს და ასე შემდეგ. ჰემოგლობინი რთული ცილოვან-პიგმენტური კომპლექსია, რომელიც შეიცავს რკინას და ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებში, ნახშირორჟანგი კი ქსოვილებიდან ფილტვებში გადააქვს.

ცხოველური პროდუქტებიდან, მაგალითად, როგორიცაა ხორცი, თევზი და ღვიძლი, რკინა გაცილებით ინტენსიურად შეიწოვება, ვიდრე მცენარეულიდან, ამიტომ, ანემიის დროს ვაშლით, სტაფილოთი და ბროწეულით კვების ტრადიცია მეცნიერულად მაინცდამაინც არ არის გამართლებული. ამ პროდუქტების პარალელურად, აუცილებლად უნდა მიირთვათ მოხარშული კარტოფილი, პომიდორი, წიწიბურა, ჭარხალი, სტაფილო, თხილი, შვრია. ადამიანის ორგანიზმში რკინის დეფიციტს კარგად ავსებს საქონლის ღვიძლი, განსაკუთრებით  – C ვიტამინის შემცველ საკვებთან ერთად. C ვიტამინი ასტიმულირებს რკინის შეწოვას. ამ მიზნით კარგია ასკილი, ციტრუსი, ბულგარული წიწაკა.

ანემიის პრობლემას მხოლოდ დღის რეჟიმისა და კვების გაუმჯობესებით ვერ მოაგვარებთ, აუცილებელია სპეციალური სამკურნალო საშუალებები. ისინი სწორად უნდა შეარჩიოთ, რადგან, შეიძლება, რკინა შინაგან ორგანოებში ჩალაგდეს და ღვიძლის, თირკმელებისა და ფილტვების მძიმე პათოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს. რკინის შემცველი პრეპარატების მიღება უნდა მოხდეს ჭამამდე ერთი საათით ადრე. სასურველია, მას ციტრუსის წვენიც დააყოლოთ. ანემიის დროს გარკვეული დოზით რეკომენდებულია B ჯგუფის ვიტამინებისა და ასკორბინის მჟავის მიღება.

 

შაკიკის მთავარი გამომწვევი ნერვული დაძაბულობა და უძილობაა

შაკიკი, იგივე ანგიოდისტონია, მეტად გავრცელებული დაავადებაა. გამომწვევ მიზეზებს შორის ერთ-ერთი მთავარია ნერვული დაძაბულობა. შაკიკს გენეტიკური ხასიათი აქვს. მისი შეტევა ადამიანს თრგუნავს, ეწყება თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სისუსტე.

კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც შეტევის მომენტში იძულებულები ხდებოდნენ რთული ამოცანები გადაეჭრათ ან ძლიერ ემოციურ დატვირთვასთან დაკავშირებულ სიტუაციათა გადალახვაზე ეფიქრათ, ხელოვნურად აძლევდნენ ბიძგს ორგანიზმს დაცვითი რეაქციების გასააქტიურებლად და ტკივილიც ადვილად ქრებოდა.

შაკიკით დაავადებულთა უმრავლესობას სისხლში დაქვეითებული აქვს ეგრეთ წოდებული ძილის ჰორმონის – მელატონინის კონცენტრაცია. ძილთან შაკიკს მართლაც რთული ურთიერთობა აქვს. საკმარისია, ავადმყოფმა შეტევისას ოდნავ ჩათვლიმოს, რომ აშკარა შვებას იგრძნობს.

შაკიკი ციკლურად მიმდინარე დაავადებაა, რომლის ბიოქიმიურ ცვლილებათა პათოლოგიური ჯაჭვის საბოლოო რგოლი შეტევითი ტკივილებია. უმჯობესია, დაავადებულმა შაკიკთან ჰარმონიული თანაცხოვრება ისწავლოს. ასე შეტევებიც გაიშვიათდება და მათი სიმწვავეც დაიკლებს. ამისთვის საჭიროა, ზუსტად დაადგინოთ გამწვავების მიზეზი, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ მისგან თავი და ასე დაიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა.

 

მარილების დაგროვებას ხალხური რეცეპტები შველის

მარილების დაგროვების საწინააღმდეგოდ, გთავაზობთ ხალხურ მედიცინაში ნაცად და აპრობირებულ რეცეპტებს. კერძოდ:

*40-50 გრამ დაქუცმაცებულ ნიახურს დაასხით 10 სადილის კოვზი ადუღებული წყალი. გააჩერეთ 4-5 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ, დღეში სამჯერ, სადილის კოვზით.

*ნიახურის ახალი ფესვების წვენი, 1 ჩაის კოვზი, მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ერთი თვეა, ორი კვირის შუალედის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.

*100 ცალ თუთის ფოთოლს დაასხით 2 ლიტრი წყალი, ადუღეთ და დააყენეთ ნახევარ ლიტრამდე. დალიეთ დღეში 3-ჯერ, ყავის ჭიქით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

*3 კბილი ნიორი და ერთი ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაასხით ერთი ლიტრი წყალი, გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ უზმოზე, ნახევარი ჩაის ჭიქა, 15 დღის განმავლობაში.

*ნახევარ ლიტრ არაყში ჩაყარეთ 5 ცალი დანაყილი ნიორი. ერთი კვირის შემდეგ, მიღებული ნაყენი დალიეთ დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის კოვზი, ჭამამდე.

скачать dle 11.3