კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაქვს ჰიპოთირეოზი, მცვივა თმა, წონაში ვარ მომატებული. მირჩიეს კოჭას („იმბირი“) ნაყენი. როგორ მოვამზადო?

პასუხი: კოჭა სასარგებლოა, მაგრამ, არა ყველასთვის. გულის პრობლემებისა და ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს მის მიღებას არ ურჩევენ. წონაში დასაკლებად ამზადებენ კოჭას ჩაის: 1 ჩაის კოვჭ თხლად დაჭრილ კოჭას  ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ სასმელს ჩაუმატეთ თაფლი და ლიმონი. მას საღამოს საათებში არ ღებულობენ, რადგან, აქვს მატონიზებელი მოქმედება და აფხიზლებს. ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ, გირჩევთ, მიმართოთ ენდოკრინოლოგს.

კითხვა: ჩემს 3 თვის გოგონას დაუსვეს დიაგნოზი: მარჯვენა თირკმლის ჰიდრონეფროზი. მაინტერესებს, რა საშიშროებას შეიცავს ეს დიაგნოზი?

პასუხი: ხშირად დგება ქირურგიული ჩარევის საკითხი, მაგრამ, შესაძლებელია, რომ ყველაფერი დროთა განმავლობაში ალაგდეს. ეცადეთ რეგულარულად ჩაატაროთ გამოკვლევა და დაადგინოთ ჰიდრონეფროზის მიზეზი.

კითხვა: მყავს 14 წლის გოგონა. გუშინ სარძევე ჯირკვალში იპოვა უმტკივნეულო, ბარდისმარცვლისოდენა გამაგრება. ვიზუალური ცვლილებები ან გამონადენი არ აქვს. პანიკაში ვარ, ონკოლოგია ხომ არ არის?

პასუხი: ამ ასაკში ონკოლოგია პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ, აუცილებელია გამოკვლევა: მამოლოგის და გინეკოლოგის კონსულტაცია, სარძევე ჯირკვლებისა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია. კვლევების საფუძველზე უნდა დაისვას დიაგნოზი და მომდევნო ტაქტიკა, საჭიროების შემთხვევაში კი – მკურნალობა.

კითხვა: სარძევე ჯირკვლებში (ორივეში) ექოსკოპიურად აღმომაჩნდა 3-4-მილიმეტრიანი კისტები, დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია. დიაგნოზი: ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია. საშიშია თუ არა ეს და თუ არის შესაძლებელი ოპერაციის გარეშე მკურნალობა?

პასუხი: ექოსკოპიის დასკვნას თუ დავეყრდნობით, ქირურგიული მკურნალობის ჩვენება თქვენს შემთხვევაში არ არის. აღმოჩენილი ცვლილებების მიზეზის დასადგენად სასურველია მამოლოგის კონსულტაცია და მისი დროული კონსერვატიული მკურნალობა.

კითხვა: ვარ 24 წლის მამაკაცი. სამი წელია, ნიკაპის მიდამოში მაქვს ჩირქოვანი გამონაყარი. ჩავიტარე კუჭ-ნაწლავის გამოკვლევა. მქონდა უმნიშვნელო დარღვევა. მკურნალობის პერიოდში სახე მისუფთავდება, მაგრამ, ერთი კვირის შემდეგ ისევ მაყრის. გთხოვთ, მირჩიოთ რამე. ხომ არ შეიძლება, სულ ანტიბიოტიკი ვსვა. კიდევ რა ანალიზი შეიძლება გავიკეთო? 

პასუხი:  აუცილებლად უნდა დაითესოს ჩირქი ფლორაზე და მგრძნობელობაზე, უნდა გამოიკვლიოთ კუჭ-ნაწლავისა და ყელის მდგომარეობა. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს მკურნალობა. ხშირად ჩირქოვანი გამონაყარის მიზეზი ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი კერაა და, თუ არ მოხდა ამ კერის ლიკვიდაცია, ადგილობრივი მკურნალობით გამქრალი გამონაყარი კვლავ გაგიჩნდებათ.

 

скачать dle 11.3