კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ბარსელონის” სექსუალური ქომაგი

მესი და ბოლტი ერთ რეკლამაში

„ბარსელონის” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, „იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი, იამაიკელი სპრინტერი-რეკორდსმენი უსაინ ბოლტი და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი, მათ შორის მოცურავეები და ძიუდოისტები, ახალი სარეკლამო რგოლის გმირები გახდნენ. სპორსტმენები სპორტული სასმლის – „გატორადის” სარეკლამო სახეები გახდნენ. „გატორადის” მთავარი ფუქნციაა შეჯიბრების ან ვარჯიშის შემდეგ ორგანიზმში დაკარგული სითხისა და გლუკოზის აღდგენა. სასმელი მსოფლიო სადოპინგო კომიტეტის მიერ სპორტსმენებისთვის აუცილებელ პრეპარატად არის აღიარებული.

 

„ბარსელონის” სექსუალური ქომაგი

ესპანურ „ბარსელონას” მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჰყავს თაყვანისმცემლები, რაც სულაც არ გახლავთ გასაკვირი, რადგან, ამ გუნდის ღირსებას პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელები იცავენ. ერთ-ერთი ასეთი ქომაგია პერუელი 23 წლის მოდელი ვიჩვიან ფლორესი, რომელმაც ეროტიკული ფოტოსესია მიუძღვნა საყვარელ გუნდს, რომელიც ფოტოსესიის დროს საკლუბო ფერებში იყო გამოწყობილი. ვიჩვიან ფლორესი არგენტინული „ბოკა ხუნიორსის” ვარსკვლავის, ხუან-რომან რიკელმეს თაყვანისმცემელიც გახლავთ. ცნობისთვის, რიკელმე 2000-იან წლებში „ბარსელონის” ღირსებას იცავდა.

 

ვან პერსი ჰოლანდიის რეკოდსმენია

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ, უნგრეთის ნაკრებთან მატჩში ჰეთტრიკი გაიფორმა და ჰოლანდიის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. მანამდე საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ლეგენდარული პატრიკ კლუივერტი ფლობდა, რომლის ანგარიშზეც 40 გოლი იყო, ხოლო ამ მომენტისთვის ვან პერსის ანგარიშზე 41 გოლია და, იმის გათვალისწინებით, რომ ვან პერსი ჯერჯერობით კვლავ განაგრძობს საერთაშორისო კარიერას, მისი გატანილი გოლების რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

 

სექსუალური საფეხბურთო ჟურნალისტი

ტელეჟურნალისტ მონიკა აპორას ბრაზილიურ ტელევიზიაში მიჰყავს სპორტული გადაცემა, რომელიც ფეხბურთს ეძღვნება. მონიკა ბრაზილიური ტელევიზიის ვარსკვლავია და მომავალ წელს კარნავალისთვის ემზადება – იგი ცნობილი ბრაზილიური სამბას სკოლის – „სამეფო დრაკონების” წარმომადგენელი იქნება კარნავალზე. ამასთან ერთად, მონიკა არც გულახდილ ფოტოსესიებს ერიდება და ხშირად ახდენს თავისი სექსუალური სხეულის დემონსტრირებას. ბრაზილიაში მონიკას ყველაზე სექსუალურ საფეხბურთო ჟურნალისტს უწოდებენ.

 

გუარდიოლა და „ბაიერნი” – „ოქტობერფესტზე“

ბავარიაში ოქტომბერში მიმიდნარე ტრადიციულ „ოქტობერფესტს” მიუნჰენის „ბაიერნის” ფეხბურთელები და მწვრთნელები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ. საიუბილეო, რიგით 180-ე „ოქტობერფესტის” სტუმართა რაოდენობა წელს სარეკორდო იყო – 6,4 მილიონი ადამიანი და, საერთო ჯამში, ლუდის ფესტივალზე 6,7 მილიონი ლიტრი ლუდი დაილია. „ბაიერნის” ფეხბურთელებიდან ლუდის მოყვარულები აღმოჩდნენ ტომას მიულერი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ფრანკ რიბერი, კლუბის უფროსი კარლ-ჰაიც რუმენიგე და მთავარი მწვრთნელი – ხოსეპ გუარდიოლა.

რუსული „საფულეების ბრძოლა“
 

ლონდონის პრესტიჟულ რაიონში, მეიფაიაში (MayFair), ახალგახსნილ ღამის კლუბ Kitsch-ში შედგა ეგრეთ წოდებული „საფულეების ბრძოლა“. თავდაპირველად ორმა სქელჯიბიანმა რუსმა ბიზნესმენმა 84 ბოთლი ელიტური შამპანური Dom Perignon შეუკვეთა – სულ 27 200 ფუნტი სტერლინგი ღირებულების, შემდეგ კი 30 ბოთლი Cristal – 41 400 ფუნტის.

ღამის 2 საათსა და 40 წუთზე, როდესაც „ათვისებული“ სასმლის ღირებულება იანგარიშეს, აღმოჩნდა, რომ ერთს 66 ათას 778 ფუნტის დაელია, ხოლო მეორეს – 64 ათას 279 ფუნტი სტერლინგის ალკოჰოლი შეუსვამს. მომსახურების პროცენტმა კი თითოეულისთვის 8 ათასი ფუნტი შეადგინა. მათ, ასევე, „გაუსინჯავთ“ 1998 წლის შამპანური Grug, ვისკი Chivas Regal, Espresso Martini და არაყი Belvedere. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ის მილიონერი, რომელმაც მეტი ფული დახარჯა, საკმაოდ ემოციურად გამოხატავდა გამარჯვების სიხარულს. მათი ვინაობა არ სახელდება, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ორივე მილიონერი ოცდაათ წლამდე თუ იქნებოდა. „კონკურსანტებს“ თვალყურს ადევნებდა და მხარს უჭერდა გოგონების გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ შეკვეთილი სასმლის ათვისებაში მეტოქეებს თანმხლები პირებიც ეხმარებოდნენ, კლუბის დაკეტვისას, მაგიდებზე ბევრი გაუხსნელი და ნახევრად დალეული ბოთლი დარჩა.

კლუბი Kitsch ოთხშაბათს გახსნეს მარკ ფულერმა და სერჟ ივომ, რომლებსაც მიჰყავთ რეალითი შოუ  Fox – „გაიცანით რუსები“. შოუ მაყურებელს ლონდონში მცხოვრებ რუსებზე მოუთხრობს.

 

არ მოეფეროთ კატებს!

აღმოჩნდა, რომ კატებს სულაც არ უყვართ, როდესაც მათ მოფერებით ზურგზე ხელს უსვამენ... თანაც, არა მხოლოდ არ უყვართ, არამედ, ამით სტრესს იღებენ, – ასეთი მოულოდნელი დასკვნა გამოიტანეს მკვლევრებმა და გამოაქვეყნეს კიდეც ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში „ფიზიოლოგია და ქცევა“.

როგორც ბრაზილიელმა, ავსტრიელმა და დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა გამოიკვლიეს, როდესაც ფისოებს მოსაფერებლად ხელს ვუსვამთ, მათ ორგანიზმში გამომუშავდება „სტრესის ჰორმონი“ – კორტიზოლი.

„განსაკუთრებით დიდ სტრესს ის კატები განიცდიან, რომლებსაც არ სიამოვნებთ, მაგრამ, პატრონებს მაინც აძლევენ საშუალებას, მოეფერონ მათ“, – აღნიშნავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, დენიელ მილსი.

მეცნიერებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ეს ფაფუკი ცხოველები, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, არ არიან წინააღმდეგნი, რომ ბინაში მათ გარდა, სხვა კატებიც იყვნენ – ამით ისინი ზედმეტ და მათთვის არასასურველ ყურადღებას – პატრონის მოფერებას აიცილებენ თავიდან.

скачать dle 11.3