კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როგორ მოიქცა თავისი დაუდევრობით დატყვევებული ივანე მხარგრძელი და დააყენა თუ არა თამარ მეფემ სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა მისი სიცოცხლე

თამარის მეფობის პერიოდში საქართველომ თავისი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მწვერვალს მიაღწია. მის სიცოცხლეში ჩვენს ქვეყანას სერიოზული მარცხი არ უგემია. საზოგადოებისა და მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ის, რაც მისი მემკვიდრეების მეფობის ხანაში მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ მათი სისუსტის ბრალია და თამარის მეფობაში ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო ხელი შეეწყო მომავალში საქართველოს ასეთ დასუსტება-დაკნინებისთვის. თუმცა, არიან ისეთებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ იმას, რაც მოხდა ლაშა-გიორგის და რუსუდანის მმართველობის დროს, სწორედ თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ ისტორიკოს გოჩა საითიძის მასალებზე დაყრდნობით.

თამარის მეუღლის, დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი ფეოდალების უპირობო ბატონობა. გაბატონებულ ფეოდალებში შესაძლოა, ვიგულისხმოთ ძმები მხარგრძელები – ზაქარია და ივანე, რომლებიც კარნახობდნენ დაქვრივებულ მეფეს, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ერთი მხრივ, მათი სახელები საქართველოს ისტორიაში ლეგენდებითაა მოცული და არ გვინდა ისე გამოვიდეს, თითქოს მხარგრძელებს მხოლოდ ნეგატიური კუთხით ვახასიათებდეთ, პირიქით, ზაქარია მხარგრძელის დამსახურებით გავიმარჯვეთ შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში. სხვათა შორის, ბასიანის ბრძოლის წინ ერთი საინტერესო და აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. რუმის სულთანმა რუქნადინმა თამარს ელჩის ენით შემოუთვალა: გაშორდი ქმარს, მიატოვე ორივე შვილი და ცოლად გამომყევი, თუ გინდა, რომ არ ავაოხრო შენი ქვეყანა. თუ არა და ნაცარტუტად ვაქცევ საქართველოსო. ელჩმა იმეტიჩრა და ზეპირი დანაბარებიც მოახსენა თამარს: ისიც დამაბარა, სულთანმა რუქნადინმა, რომ თუ ცოლად არ გამომყვები, ხარჭად დაგისვამო. თამარ მეფის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა და ელჩს ისეთი სილა გააწნა, დიდი ხნის განმავლობაში მკვდარივით ეგდო ძირს. როცა მოასულიერეს, უთხრა: წესით და რიგით, შენთვის ჯერ ენა უნდა ამოგვეგლიჯა და თავიც ზედ მიგვეყოლებინა, მაგრამ, რა ვქნათ, ელჩი ხარ და ელჩობა გიცავსო. თამარმა კი დააბარა, გადაეცი რუქნადინს, წარმომიგზავნია ჩემი მხედრობა და შევებათ ერთმანეთსო. ამას მოჰყვა კიდეც ჩვენი სახელოვანი გამარჯვება.

მოგეხსენებათ, რომ ხშირად ადარებენ ერთმანეთს დავით აღმაშენებლისა და თამარის დროინდელ საქართველოს და ამბობენ, ერთი და იგივეაო. ვერ დავეთანმხებით ამ მოსაზრებას. – აღმაშენებლის სათავეში მოსვლამდე დიდაზნაურობა, ამა თუ იმ პროვინციის გამგებლობა, გადადიოდა მამიდან შვილზე. გავიხსენოთ, თუნდაც კლდეკარის ერისთავი ბაღვაშები. დავითმა  სახელმწიფოს დამანგრეველი ეს სისტემა მოსპო და ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს დაუქვემდებარა. მან შექმნა მოსაკარგავეთა ინსტიტუტი. ვინც ივარგებდა, ის ინიშნებოდა თანამდებობაზე და ჯამაგირსაც იღებდა. ასე გაგრძელდა გარკვეულ პერიოდამდე. თუმცა, თამარის დროს, ეს წრე ხელმეორედ დატრიალდა. შეიძლება ითქვას, თამარის მეფობის ბოლო პერიოდში მხარგრძელები იქცნენ სახელმწიფოდ სახელმწიფოში. მათი პირადი და ოჯახურ-კლანური ინტერესები უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სახელმწიფო ინტერესები.

თამარის მეფობის დასასრულს, ზაქარია მხარგრძელი არის ამირსპასალარი – თავდაცვის მინისტრი, ივანე მხარგრძელი – მსახურთუხუცესი, ანუ სამეფო ქონებისა და მეურნეობის გამგებელი. ისინი ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდნენ. ჩრდილოეთ სომხეთი, რომელიც თამარის მეფობის პერიოდში საბოლოოდ შემოვიერთეთ, სამართავად გადაეცათ მხარგრძელებს. ჩრდილოეთ სომხეთის შემოერთების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ სომხეთის შემოერთება. სწორედ სამხრეთ სომხეთზე გადიოდა აბრეშუმის გზის მთავარი მაგისტრალი. განსაკუთრებით ცნობილი იყო ქალაქი ხლათი, რომელიც სწორედ მთავარ მაგისტრალზე მდებარეობდა. ამ დროისთვის ამ რეგიონში გაბატონებით ორი ძალა იყო დაინტერესებული – ჩვენ და ეგვიპტის სახელმწიფო. ეგვიპტის სულთანმა ალ-ადილმა დაგვასწრო და ხლათში გამგებლად თავისი ვაჟი, ალ-ავჰადი დასვა. ქართველებმა მხარგრძელების მეთაურობით ხლათას შეუტიეს. თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე ქართულ წყაროებში საერთოდ არაფერია ნათქვამი. მაგრამ, ნამუსს ვინ შეგვინახავდა?! ამ ისტორიას სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ისტორიული წყარო გვიამბობს ოდნავი განსხვავებებით, თუმცა, საბოლოოდ, ერთი შინაარსი იკვრება. ალ-ავჰადმა ვერ გაბედა ქართველებთან შებრძოლება და ქალაქში შეიკეტა. მისი ბრძანებით, ქალაქში შესასვლელი ხიდი ჩაანგრიეს და ზემოდან თივა დააყარეს, რათა ქართველთათვის ზიანი მიეყენებინათ, თუ ისინი ხიდზე გადასვლას განიზრახავდნენ. თუმცა, მათ არცკი უცდიათ ქალაქში შესვლა, ქართველებმა ალყა შემოარტყეს ხლათას. გარკვეული ხნის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქი დანებებას აპირებდა. ასეთი ვითარება, ანუ მოლოდინის რეჟიმი მოსაწყენი აღმოჩნდა ივანე მხარგრძელისთვის. როგორც ისტორიკოსი გადმოგვცემს, ის მაგრად დათვრა, არავის არ დაუჯერა და გადაწყვიტა, ოციოდე კაცის თანხლებით, ქალაქისთვის წრე შემოერტყა. შედგა ხიდზე და წყალში ჩავარდა. ხლათელებმა დაინახეს თუ არა ეს, გამოცვივდნენ და დაატყვევეს. როგორც კი გამოფხიზლდა დატყვევებული ივანე, იმის მაგივრად, რომ საიდუმლოდ შეენახა თავისი ვინაობა, აყვირდა: მე საქართველოს ერთ-ერთი ხელისუფალი ვარ და არაფერი არ უნდა მომივიდესო. გარდა ამისა, წუწუნიც დაიწყო: სანამ მე აქ ვარ, შესაძლოა, ჩემს თანამდებობას სხვა იკავებს და დროზე გამიშვით აქედანო. როცა  ხლათელებმა შეიტყვეს, თუ რა ძვირფასი „ნადავლი” ჩაუვარდათ ხელში, თავიანთი პირობები წამოაყენეს. ზაქარია მხარგრძელი გარედან უთვლიდა მუქარას, თუ ივანეს თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდება თავიდან, მიწად ვაქცევ და მიმოვაბნევ ხლათასო! ხლათელებმა ის დაამშვიდეს: ივანე მხარგრძელს არაფერი დაემართება, თუ ჩვენს პირობებს შეასრულებთო. ალყაშემორტყმულ ხლათელებს შემდეგი პირობები ჰქონდათ – ყველა ტყვე უნდა გაათავისუფლოთ, დაახლოებით 5 ათასამდე კაცი ჰყავდათ ჩვენებს დატყვევებული. პირველ ჯერზე 100 ათასი დინარი გადაგვიხადეთ და მერეც ყოველწლიურად გარკვეული თანხა. ალყა ახლავე უნდა მოხსნათ და ის 27 ციხესიმაგრე, რაც უკვე სამხრეთ სომხეთში აიღეთ, უნდა დაგვითმოთ და ბოლოს, ჩვენს გამგებელს, ალ-ავჰადს ბევრი სმენია ივანე მხარგრძელის ულამაზესი ქალიშვილის თამთას შესახებ და ის მას უნდა მიათხოვოთო. 

ჯერ ერთი, არ მოხდებოდა, მაგრამ დავუშვათ, დავით აღმაშენებლის დროს ასეთი ფაქტი რომც მომხდარიყო, ის გადაწყვეტილებას სახელმწიფოს სასარგებლოდ მიიღებდა. იმიტომ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ერთი  კონკრეტული ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დგას, რაც უნდა სახელგანთქმული იყოს ესა თუ ის პიროვნება; მით უმეტეს, როცა სახელმწიფო ინტერესებს ხიფათი ამ პიროვნების დაუდევრობის ან დანაშაულის გამო ექმნება. 

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა წამოყენებული პირობა შეასრულა. ივანე მხარგრძელი გაათავისუფლეს. საქართველოსა და ეგვიპტეს შორის 30-წლიანი ზავი დაიდო. ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული გასასვლელი აბრეშუმის გზის ღერძზე. ეს ამბავი მოხდა 1210 წლის ოქტომბერში.

აღსანიშნავია ერთი ეპიზოდიც. – რადგან მხარგრძელებს ამხელა დამსახურება მიუძღვოდათ საქართველოს წინაშე, ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა განიზრახა, მისი ძმა – ივანე დაენიშნა ამირსპასალარად. ეს პატივი ივანემ იცოტავა. „ქართლის ცხოვრებაში” წერია: დიდი მადლობა, მეფეო, მაგრამ მეცოტავება ეს პატივი. მე ისეთი თანამდებობა მინდა, რომლის მსგავსიც აქამდე ჩვენში არ ყოფილაო. პასუხად თამარმა ათაბაგობა უბოძა მხარგრძელს. მანამდე საქართველოში ასეთი სავაზირო არ ყოფილა. ათაბაგს მაჰმადიანურ სახელმწიფოებში უფლისწულის აღმზრდელს უწოდებდნენ. არადა, ლაშა ამ დროს უკვე 16 წლის იყო, რაღა აღზრდა უნდოდა?! ჩვენი ისტორიკოსები ათაბაგს უპორტფელო მინისტრს უწოდებენ, რომელსაც რეალურად ფუნქცია არ ჰქონდა, გავლენა კი – უზარმაზარი. რეალურად, ის მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს დაუპირისპირდა, რამაც საქართველოს დასუსტება გამოიწვია. ივანე მხარგრძელმა ათაბაგობაც მიიღო და არც ამირსპასალარობაზე თქვა უარი. ამ მაგალითითაც კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, როგორ დადგა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა კერძო პირის ინტერესი. როცა ეს ასე ხდება, მაშინ ქვეყანა სუსტდება და პირიქით. ეს 2 მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოს დასუსტებას თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში ჩაეყარა საფუძველი.

 

скачать dle 11.3