კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 600 სტუდენტს შორის სოფო სულაძე საუკეთესო და რატომ სდიოდა მას სიმწრის ცრემლები ფინალის დღეს სცენაზე

მართალია, სოფო სულაძეს სცენასთან შეხება ადრეც ჰქონია, მაგრამ ის შეგრძნება, რაც კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე დაეუფლა, სულ სხვა იყო. ორმაგი პასუხისმგებლობა და გამარჯვების მოლოდინი. 14 ოქტომბერს ის გახდა ჟიურის რჩეული და „სტუდენტური სახე – 2013.“ სოფო ამ კონკურსზე კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდა. ის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ჩვენს რესპონდენტს, „სტუდენტური სახე – 2013-ის“ ტიტულის მოპოვების მეორე დღეს, კონკურსის ორგანიზატორთან, ნათია ცაბუტაშვილთან ერთად შევხვდით. 

 

– სოფო, „სტუდენტური სახე – 2013“ გახდი. ელოდი კონკურსში გამარჯვებას?

სოფო: რა თქმა უნდა, გამარჯვების ძალიან დიდი სურვილი მქონდა. შესაბამისად, ძალიან გამიხარდა „სტუდენტური სახე – 2013“ რომ გავხდი. უპირველესად, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო კონკურსის ორგანიზატორებს, რომ მომცეს საშუალება, ჩემი შესაძლებლობები გამომემჟღავნებინა. კონკურენცია დიდი იყო, რადგან მართლაც ღირსეული კონკურენტები მყავდა. ვფიქრობ, ჟიურის წევრებს არჩევნის გაკეთება საკმაოდ გაუჭირდებოდათ. 

– ნათია, ამ კონკურსის ორგანიზატორი იყავი. რამდენი გოგონა იღებდა მონაწილეობას და როგორ შეარჩიეთ ისინი?

ნათია: შესარჩევ ტურში 600 სტუდენტი მოვიდა, რის გამოც ქასთინგი ორ ეტაპად ჩავატარეთ. საბოლოოდ, 25 მონაწილე შევარჩიეთ. სოფო ერთ-ერთი ლიდერი იყო თავიდანვე. თუმცა, ღირსეული კონკურენტები ჰყავდა. სოფომ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და ჟიურისაც ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩენია. ჟიურის ასევე ყველაზე მეტად მოეწონა სოფოს ჩაცმულობა. ნომინაციაში, – „მის პროფესიონალი სტუდენტი“, გოგონებს ისეთი სამოსი უნდა მოერგოთ, რაც მათ პროფესიას შეესაბამებოდა. 

– რამდენი ეტაპისგან შედგებოდა კონკურსი ფინალამდე?

– ფინალურ ეტაპამდე გვქონდა 4 კონკურსი: „მის სპორტი,“ „მის მოდელი,“ „მის ინტელექტი“ და „მის ტალანტი.“ აქედან 3 ანაკლიაში ჩავატარეთ, სადაც 10 დღით გვყავდა გოგონები წაყვანილი. გვქონდა ასევე ნომინაცია „მის მეგობრობა,“ რომლის გამარჯვებულიც თვითონ გოგონებმა გამოავლინეს და ჟიურის წევრებს ამაში მონაწილეობა არ მიუღიათ. 

– სოფო, მართალია სცენაზე არაფერს იმჩნევდი, მაგრამ, როგორც გავიგე, ფეხი ძალიან გტკიოდა. თაბაშირი სულ რამდენიმე დღის წინ მოგხსნეს.

სოფო: მართლა ძალიან მტკიოდა ფეხი. რეპეტიციაზე ყინულები მედო და ყავარჯნებით დავდიოდი. კონკურსანტები და ორგანიზატორები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. ცეკვის კონკურსის დღეს ძალები მოვიკრიბე, გავბედე და სცენაზე გავედი. „ტანგო“ იმ დონეზე ვიცეკვე, რისი საშუალებაც ფეხმა მომცა. იმ დღეს უკვე რამდენიმე დღის მოხსნილი მქონდა თაბაშირი. 

ნათია: ფინალის დღეს ისე სტკიოდა ფეხი, მეგონა, ვერც გავიდოდა სცენაზე. მაგრამ, სოფომ მართლა მოიკრიბა ძალების მაქსიმუმი და გაიმარჯვა კიდეც.

სოფო: თან პრეპარატის მიმართ, რომლის საშუალებითაც ანესთეზია უნდა გამეკეთებინა, რამდენიმე საათით ადრე გავიგე, რომ ალერგიული ვყოფილვარ. როგორღაც მაინც შევძელი, საღამომდე თავი ხელში ამეყვანა და ფინალის დღეს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვმდგარიყავი. თუმცა, იმდენ ხანს გაიწელა ეს ყველაფერი, ბოლოს სცენაზე რომ ვიდექი, სიმწრის ცრემლები მდიოდა.

– ამ ყველაფრის შემდეგ, რა იყო შენი პირველი რეაქცია, გამარჯვებულად რომ დაგასახელეს?

– თავი მქონდა დახრილი და ველოდებოდი, ვის გამოაცხადებდნენ „სტუდენტურ სახედ.“ ჩემი სახელი და გვარი რომ გავიგე, საოცარი გრძნობა დამეუფლა. დიადემა რომ დამადგეს, თავი უკვე სხვა ადამიანად ვიგრძენი. საოცარი შეგრძნებაა. შევეცდები, მთელი წლის განმავლობაში ღირსეულად ვატარო ეს ტიტული. 

– რა პრიზებით დაგასაჩუქრეს?

– ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე. მთავარი პრიზი იყო ერთთვიანი სასწავლო კურსი ლონდონში, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა. ასევე, ორკვირიანი საგზური ანაკლიაში, სასტუმრო „ორქოს საწმისში”; საგზური ეგვიპტეში. „ნეფერტიტმა“ დამასაჩუქრა თავისი პრიზით, იყო სტომატოლოგიური კლინიკის სრული მომსახურების პაკეტი, მივიღე საჩუქარი „ვულე ვუსგან.“ 

– მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დგომასაც, ალბათ, უფრო სხვა დატვირთვა ჰქონდა მონაწილეებისთვის?

– მართალია, ბავშვობიდან მქონდა სცენასთან შეხება, რადგან ხშირად მიწევდა ქართული ცეკვებით გამოსვლა; მერე კავკასიის უნივერსიტეტში წამყვანის ამპლუაშიც ვიყავი, თუმცა, კონკურსის ფინალში მოხვდე და იდგე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ეს უკვე ორმაგი პასუხისმგებლობაა. 

– კიდევ ხომ არ გეგმავ რომელიმე კონკურსში მონაწილეობას?

– ამის გამოცდილება ადრე არ მქონია და სიმართლე გითხრათ, იმდენად მომეწონა და ისე თავისუფლად ვიგრძენი თავი სცენაზე, რომ სურვილი ნამდვილად მაქვს, კიდევ მივიღო მონაწილეობა სხვა კონკურსებში. სავარაუდოდ, ნათია მომცემს ამის საშუალებას, რადგან მან საერთაშორისო კონკურსის ლიცენზია აიღო და როგორც გამარჯვებულს, გაზაფხულზე მიშვებს „მის უნივერსიტეტზე” და ასევე, „მის გლობალზე.”

– სად ჩატარდება ეს კონკურსები?

ნათია: „მის უნივერსიტეტი“ – ჩინეთში, ხოლო „მის გლობალი“ – სტამბულში.

 

скачать dle 11.3