კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარებოდა აღმზრდელი დედა ნაშვილებ გოგონას ბიოლოგიურ მშობლებთან და და-ძმასთან კავშირის დამყარებაში

41 წლის ნონა კ. (რესპონდენტის თხოვნით, მისი გვარი ინიციალით იბეჭდება) ეძებს 53 წლის ძმას (სახელი და გვარი უცნობია) და 41 წლის ტყუპისცალ დას, გვარად საფინას (სახელი უცნობია).

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას და ტყუპისცალ დას. დავიბადე 1972 წლის 4 ივნისს, ქალაქ ოჩამჩირეში. ამჟამად ვცხოვრობ ქუთაისში. 2 კვირის რომ ვიყავით, ბიოლოგიურმა დედამ მე და ჩემი ტყუპისცალი და გაგვაშვილა. ძალიან კარგი აღმზრდელები შემხვდნენ და ბედს არ ვემდური, მაგრამ, გავიგე, რომ მყოლია ჩემზე 12 წლით უფროსი ძმა და 8 წლით უფროსი და. მინდა ჩემი ძმის მოძებნა, რადგან, მან ადრე თავად მომძებნა, მაგრამ, მე პრინციპის გამო უარი ვთქვი მასთან კავშირზე. ამჟამად ვნანობ ჩემს საქციელს და, გთხოვთ, დამეხმაროთ ძმის პოვნაში.

– ნონა, გვიამბეთ თქვენი ისტორია, რა იცით თქვენი გაშვილების შესახებ.

– მე და ჩემი ტყუპისცალი და დავიბადეთ 1972 წლის 4 ივნისს, ოჩამჩირეში. ორი კვირის რომ გავხდით, ბიოლოგიურმა დედამ ჩვენი გაშვილება გადაწყვიტა და ქუთაისის ბავშვთა სახლში ჩამოგვიყვანა, სადაც ხელწერილიც დატოვა, რომ, ბავშვების გაშვილების შემთხვევაში, მას პრეტენზია არ ექნებოდა მშვილებელ ოჯახთან. ეს საბუთი დღესაც მე მაქვს. ქუთაისის ბავშვთა სახლის დირექტორი იყო ჩემი გამზრდელი დედის მეგობარი. სწორედ მან დაურეკა ჩემს გამზრდელ დედას და უთხრა, რომ მის დაწესებულებაში მოიყვანეს ტყუპი გოგონები, რომელთა გაშვილებაც შეიძლება, თან, შეატყობინა, რომ ერთი ტყუპისცალი არის სუსტი და მის შვილად აყვანას არ ურჩევდა. როდესაც ჩემმა აღმზრდელმა გაიგო, რომ ტყუპები ვართ, გადაწყვიტა, ორივე ვეშვილეთ, რადგან, დების დაშორება არ უნდოდა. თუმცა, ბავშვთა სახლში მისულს მხოლოდ მე დავხვდი, ჩემი და კი უკვე გაშვილებული იყო. ასე მოვხვდი ულამაზეს და უკეთილშობილეს ოჯახში.

– ბიოლოგიურ მშობლებზე რა იცით და ვისგან?

– ჩემს გამზრდელ დედას გარდაცვალებამდე სულ ჰქონდა მიმოწერა ჩემს ბიოლოგიურ დედასთან. მისგან ვიცი, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას ჩვენი (ჩემი და ჩემი ტყუპისცალის) გაშვილების მომენტში ჰყავდა ჩემზე 12 წლით უფროსი ვაჟი და 8 წლით უფროსი გოგონა. როდესაც ჩემი ძმა გაიზარდა, მან ჩემი მოძებნა გადაწყვიტა და მომძებნა კიდეც. ამისთვის ის საცხოვრებლად ქუთაისშიც კი გადმოსულა. თავდაპირველად ჩემს აღმზრდელ დედას დაუახლოვდა. ჩემი აღმზრდელი სულ მეუბნებოდა, მიმეღო ძმა, მაგრამ, მაშინ ძმის მიღება ჩემი აღმზრდელების ღალატად მიმაჩნდა და ამის გამო უარი ვთქვი მასთან ურთიერთობაზე. უკვე ათი წელია, მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. ახლა ვნანობ ძმა რომ არ მივიღე. რაც შეეხება ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს, მათ შესახებ ვიცი, რომ დედა ყოფილა ანა მიხეილის ასული ზახარჩუკი; რომ ჩემი მშობლები 1998 წლამდე ცხოვრობდნენ ოჩამჩირეში, მისამართზე: მახარაძის ქუჩა ¹43.

– ტყუპისცალ დაზე რა იცით? 

– ტყუპისცალზე საკმაოდ ცოტა ინფორმაცია მაქვს. არ ვიცი, სინამდვილეში ასეა თუ არა, მაგრამ, გავიგე, თითქოს ის სამუშაოდ საბერძნეთში ყოფილა წასული. ტყუპისცალის პოვნაც ძალიან მინდა, მაგრამ, მეშინია, რომ ჩემი გამოჩენით მას ცხოვრებისეულ სიმყუდროვეს დავურღვევ. იქნებ მან არც იცის თავისი წარმომავლობა და არც ის, რომ გაშვილებულია. ამიტომ, მინდა, თქვენი დახმარებით ვიპოვოთ ერთმანეთი.

ჩემმა აღმზრდელმა ნამდვილად არ იცოდა,  ვინ იშვილა ან სად იყო ჩემი ტყუპისცალი. მაგრამ ერთხელ, როდესაც ჩემი შვილი ინათლებოდა, აღმოჩნდა, რომ იმავე ეკლესიაში იყო ჩემი ტყუპისცალიც, რადგან, ჩემს აღმზრდელს ის მე ვეგონე (გაჭრილი ვაშლივით გგავდაო). როდესაც გაიგო, რომ მე არ ვარ, მიმხვდარა, რაშიცაა საქმე და ჩუმად გაჰყოლია იმ ქალს უკან. ასე გაიგო, თუ სად ცხოვრობდა და მეც მითხრა, მაგრამ, მე გამბედაობა არ მეყო, რომ მივსულიყავი ჩემს დასთან. ამჟამად მე უკვე მყავს სამი შვილი და ერთი შვილიშვილი. ჩემმა შვილებმა იციან ჩემი ისტორია და ძალიან უნდათ, რომ ჩემი და-ძმა ვიპოვო. ჩემი მეუღლეც 23 წელია, მიჩიჩინებს, მოვძებნო ჩემი და-ძმა და მქონდეს მათთან ურთიერთობა. როგორც იქნა, ეს გადავწყვიტე და მოგმართეთ. 

თუ გაქვთ რამე  ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3