კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

დედაჩემი რძალს ვერ ეგუება

მე და სოფოს მეშვიდე კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. რაიონულ ცენტრში ვცხოვრობდით და, ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე პატარა ქალაქებში – ყველამ იცოდა ჩვენი სიყვარულის შესახებ.

სოფო ცოტა თამამი გოგო იყო და ამის გამო ათასგვარ ჭორებსაც ავრცელებდნენ უსაქმური ქალები, მაგრამ მე ამას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი სოფოს სიყვარულშიც და მის პატიოსნებაშიც. დედაჩემს არ მოსწონდა ჩვენი ურთიერთობა. სულ იმას ჩამჩიჩინებდა, მამის ფულებით გატუტუცებული გოგო ცხოვრებაში არ გამოგადგებაო, მე კი ვუმტკიცებდი, რომ სოფო სხვანაირია, მისთვის ქონებას და სიმდიდრეს მნიშვნელობა არ აქვს-მეთქი. ჩვენი ოჯახი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდა და დედაჩემი სულ მეუბნებოდა, თავისი მდიდრული ყოფის შემდეგ ჩვენს პირობებს ვერ შეეგუება და ოჯახი დაგენგრევაო, მე კი ამაზე მუდმივად ვეჩხუბებოდი – ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა და ნუ ერევით-მეთქი. ერთხელ კი მეზობლის ქალისგან ისიც გავიგე, რომ, თურმე, ჩემზეც არანაკლებს ჭორაობენ – ვითომ, იმიტომ გადავეკიდე სოფოს, რომ მამამისის ქონებამ მომხიბლა. ამაზე ძალიან გავმწარდი, მაგრამ, ყველას სათითაოდ ხომ არ ჩამოვუვლიდი და არ დავუწყებდი მტკიცებას, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ, შევიცხადე, ყურადღება არ მიმექცია, ვინ რას იტყოდა.

სკოლა რომ დავამთავრეთ, პირველ წელს ვერც ერთი ვერ მოვეწყვეთ უმაღლესში – ორივეს ქულები დაგვაკლდა. მე მუშაობა დავიწყე, ავტოპროფილაქტიკაში, სოფო კი სახლში იჯდა და მელოდებოდა ხოლმე, როდის გავუვლიდი. სხვათა შორის, მისი მშობლები არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი, მიუხედავად ჩემი ოჯახის ხელმოკლეობისა. მამამისს სადღაც ისიც უთქვამს ჩემზე: მშრომელი ბიჭია და ჩემთვის ეს არის მთავარიო.

მოკლედ, ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, ჯარში გამიწვიეს. შემეძლო თავის დახსნა, მაგრამ, რატომღაც, არ გავაკეთე ასეთი რამ. ორი წელი ვიყავი ჯარში და სულ ერთხელ ჩამოვედი რამდენიმედღიანი შვებულებით, მაგრამ, სოფო ვერ ვნახე, რადგან დედამისთან ერთად საზღვარგარეთ იყო წასული.

სანამ ჯარში ვიყავი, თავიდან ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით და სოფო ხშირად მწერდა წერილებს. მერე მიმოწერა შეწყდა და ვერაფრით ვერ გავიგე, რა ხდებოდა (ჩემებსაც კი ვერაფერი დავაცდენინე). თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ სოფომ ისევ დაიწყო წერილების გამოგზავნა და იმ ხანგრძლივი პაუზის შესახებ რაღაცას მიკიბ-მოკიბულად მწერდა ხოლმე. მეც აღარ ჩავძიებივარ, თუმცა, ხანდახან ეჭვი გამკრავდა ხოლმე გულში.

ჯარიდან რომ ჩამოვედი, მხოლოდ სოფო დამხვდა სადგურზე, რადგან სხვამ არავინ იცოდე ჩემი ჩამოსვლის დღე. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სოფო მაშინვე გამომიტყდა, რატომაც აღარ მწერდა წერილებს იმ რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც გაირკვა, ვიღაც ბიჭს მოუტაცია, ანუ, გათხოვილა, მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ სოფო სახლში დაბრუნებულა, რადგან ქმარი ვერაფრით ვერ შეიყვარა. ეს ყველაფერი მან თვითონ მიამბო გულწრფელად და ისიც მითხრა, თუ ასეთს მიმიღებ, მე ისევ ისე მიყვარხარო. ამ ამბის გადასახარშავად საკმაო დრო დამჭირდა, მაგრამ, სოფოს მაინც ვაპატიე და ჩვენ დავქორწინდით. დედაჩემი კი ამას დღემდე ვერ ეგუება და რძალთან მთლად კარგი ურთიერთობა არ აქვს. ამიტომ, მე და სოფომ გადავწყვიტეთ, თბილისში გადმოვიდეთ საცხოვრებლად. ვერ გავაგებინე დედაჩემს‚ რომ მიყვარს ჩემი ცოლი და ვინ რას იტყვის ჩვენზე, არ მაინტერესებს.

გური, 25 წლის.

скачать dle 11.3