კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი” – სესხები საუკეთესო პირობებით თქვენი მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

კომპანია „კრისტალი” ავტორიტეტული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა 

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი”  ერთ-ერთი წამყვანი ქართული ფინანსური კომპანიაა, რომელსაც არსებობის 15-წლიანი ისტორია აქვს.  კომპანია გასულ წელს საბანკო სექტორის პრესტიჟული რეიტინგის მფლობელი გახდა, წელს კი ცნობილ და ავტორიტეტულ  საერთაშორისო კონკურსში დასახელდა გამარჯვებულად. მცირე სესხების გაცემის გზით,  „კრისტალი” ხელს უწყობს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას საქართველოში. კომპანია  ყოველწლიურად აფართოებს მასშტაბებს და მომხმარებელს სესხებს საუკეთესო პირობებში სთავაზობს.  რა არის „კრისტალის” სტაბილურობის გარანტი, ამის შესახებ „კრისტალის”  აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ მალხაზ ძაძუას გავესაუბრეთ.

მალხაზ ძაძუა: „კრისტალის“ მიერ ქუთაისში 1998 წელს 10 ათასი დოლარით დაწყებულმა საქმიანობამ, წლების განმავლობაში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია. 2013 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანიის მთლიანი აქტივები შეადგენს 50 მილიონ ლარს; აქტიური სესხების რაოდენობა – 23 ათასს,  ხოლო გაცემული სესხების მოცულობა – 39 მილიონ ლარს. ამ ეტაპზე ორგანიზაციაში დასაქმებულია 250-ზე მეტი პროფესიონალი კადრი. კომპანიის საშუალო წლიური ზრდა შეადგენს 40 პროცენტს.

„კრისტალის“ ფილიალები განთავსებულია საქართველოს 8 რეგიონში: ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მესტია, ოზურგეთი, ლანჩხუთი, გორი, დუშეთი, მარნეული, წნორი, თბილისი. 

დაინტერესებულ პირებს „კრისტალი“ სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს: ბიზნეს და სამომხმარებლო სესხებს 50 000 ლარამდე; სწრაფ ფულად გზავნილებს; ვალუტის გაცვლას; სალომბარდე სესხებს; კომუნალურ გადახდებს და ასე შემდეგ.

„კრისტალი“ ძირითადად ემსახურება რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და მცირე მეწარმეებს. სესხების 60 პროცენტი გაცემულია სოფლად. ფინანსდება როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება, ასევე, დამწყები მეწარმეები. სესხები გაიცემა როგორც ლარში, ისე დოლარში, მაქსიმუმ 5 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ 15 000 ლარამდე სესხების აღება შესაძლებელია გირაოს ან იპოთეკის ჩადების გარეშე, დადასტურებული შემოსავლების საფუძველზე. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია „კრისტალის“ გრძელვადიანი და სტაბილური პარტნიორობა დამფინანსებლებთან. ამ კუთხითკომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესორგანიზაციაა საქართველოში, რომელსაც, საერთო ჯამში, მოზიდული აქვს 35 მილიონ დოლარზე მეტი საერთაშორისო ინვესტიცია ისეთი ცნობილი ფინანსური დაწესებულებებისგან, როგორებიცაა: EBRD, KFW, Commerzbank, DWM, IFAD, Responsability, Incofin, Microvest, Oikocredit, Symbiotics, Blue Orchard, MCE და ასე შემდეგ.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კომპანიის მიღწევები სოციალური პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებზე. „კრისტალი“ არის პირველი ქართული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც 2009 წლიდან შეუერთდა კლიენტთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კამპანიას. 2011 წელს „კრისტალმა“ გაიმარჯვა SMART კამპანიის საერთაშორისო კონკურსში – „კლიენტისთვის მარტივ ენაზე შედგენილი სესხის ხელშეკრულება“. 2012 წელს კომპანიამ მიიღო MixMarket-ის პლატინის ხარისხის უმაღლესი ჯილდო სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშგებაზე. 

– როგორც ცნობილია, კომპანიამ სულ ახლახან გაიმარჯვა ავტორიტეტულ საერთაშორისო კონკურსში.

– 2013 წლის 29 აგვისტოს „კრისტალი“ დასახელდა გამარჯვებულად MixMarket-ის საერთაშორისო კონკურსში „პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მიკროდაფინანსების სტანდარტები“ და მიენიჭა სპეციალური s.t.A.r. სტატუსი. აღნიშნული ნომინაცია წარმოადგენს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს დღევანდელ მიკროსაფინანსო სექტორში, რომელიც მიზნად ისახავს, გამოავლინოს გამჭვირვალობისა და სოციალური პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტების მქონე ლიდერი ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ „კრისტალი“ აღმოჩნდა აღნიშნული ნომინაციის პირველ სამ გამარჯვებულთა შორის. 

კომპანია წარმატებით განაგრძობს საქმიანიობის გაფართოებას და უახლოეს თვეებში რამდენიმე ახალი ფილიალითა და განახლებული პროდუქტებით წარდგება საზოგადოების წინაშე.

 www.crystal.ge

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: +995 431 25 22 44.

 

скачать dle 11.3