კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დოლარი აქვს წაგებული კაზინოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და რატომ ადარებენ მას „ნათლიმამას” გმირებს – მაიკლ და სანი კორლეონეებს

ილჰამ ალიევი მესამე ვადით აირჩიეს აზერბაიჯანის პრეზიდენტად. ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა საბოლოო შედეგი გამოაქვეყნა და ალიევმა ხმათა უმრავლესობა – დაახლოებით 85 პროცენტი მიიღო, რამაც გამორიცხა მეორე ტურის ჩატარების ალბათობა. საგულისხმოა, რომ, ოპოზიციის ბრალდებების მიუხედავად, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ამერიკელმა სოციოლოგებმა კვლევების შედეგი გამოაქვეყნეს და აღმოჩნდა, რომ ილჰამ ალიევს მოსახლეობის 86 პროცენტი უჭერს მხარს. 

* ალიევების საგვარეულო სათავეს ქურთული თემიდან იღებს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლო პერიოდიდან სომხეთიდან ნახჭევანში გადასახლდა. ილჰამის ბაბუა, ჰეიდარის მამა, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, მუშა იყო, ხოლო მისი ძმა, ანუ ჰეიდარის ბიძა, ჰასან ალიევი, 30-40-იან წლებში აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო და სწორედ მის სახელს უკავშირდება ჰეიდარ ალიევისა და შემდგომში ილჰამის კარიერული წინსვლა პოლიტიკაში. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ილჰამის ბაბუის ძმა პირველი ქურთი იყო, რომელმაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა. 

* 1982 წელს, „კაგებეს” ყოფილი ხელმძღვანელისა და ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის მიწვევით, ჰეიდარ ალიევი ოჯახთან ერთად მოსკოვში გადასახლდა. იმავე წელს ილჰამმა წარჩინებით დაამთავრა „მგიმო” და 1985 წელს ლექციების კითხვა დაიწყო იმავე უმაღლეს სასწავლებელში. საინტერესოა, რომ, განცხადებაში, რომლის საფუძველზე ილჰამ ალიევი პრესტიჟულ „მგიმოში” მოეწყო სასწავლებლად, აღნიშნულია, რომ გამოცდების ჩაბარების მომენტში ის 16 წლის იყო. 1987 წელს ორივე ალიევი გათავისუფლებულ იქნა სამსახურებიდან, მაშინდელი პრესის ცნობით, ჰეიდარი – ჯანმრთელობის გაუარესების, ხოლო ილჰამი – პირადი განცხადების საფუძველზე, თუმცა, ყველასთვის ნათელი იყო, რომ ალიევების მოსკოვიდან გამოძევებაში ხელი ერია მიხაილ გორბაჩოვს, ხელი, რომელსაც პირადი ანტიპათია ჰქონდა უფროსი ალიევის მიმართ. ბაქოში დაბრუნებულმა ილჰამმა ბიზნესს მოჰკიდა ხელი, ხოლო, საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, 1992 წელს, სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც მამის გაპრეზიდენტების შემდეგ დაბრუნდა.

* აზერბაიჯანული ოპოზიციის ცნობით, ილჰამ ალიევი ფლეგმატური და პოლიტიკური მოღვაწეობისთვის აშკარად მოუმზადებელი ადამიანია, რომელსაც გვიან უყვარს გაღვიძება და რომელიც სამსახურში მხოლოდ შუადღის შემდეგ ჩნდება. ამბობენ, რომ ერთხანს ჰეიდარი პირადად ურეკავდა ილჰამს დილაობით და აიძულებდა სამსახურში სიარულს. იმავე ოპოზიციის ცნობით, ილჰამ ალიევი დღის განმავლობაში მხოლოდ 5 საათი მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში მას ყველაზე მეტად კომპიუტერული თამაშები უყვარს. სამსახურის შემდეგ ალიევი ძირითად დროს თავის მეგობრებთან ერთად ატარებს და ხშირად მათი სამუშაოსგან „განტვირთვა“ დილამდე გრძელდება. 

* ილჰამ ალიევს მისი ოპონენტები ხშირად ახსენებენ მის სისუსტეს კაზინოების მიმართ.  ილჰამი კაზინოების ხშირი სტუმარი იყო და ყოველდღიურად ის ასობით ათას დოლარს „რულეტკის“ და „ბლეკჯეკის“ მაგიდებთან ტოვებდა. 1998 წლის იანვარში, ბაქოს დიპლომატიური სასტუმრო „ევროპის” კაზინოში წარუმატებელი სტუმრობის შემდეგ, ილჰამ ალიევმა უპრეცედენტოდ დიდი თანხა – 6,5 მილიონი ამერიკული დოლარი წააგო და ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა ჰეიდარ ალიევისთვის: მომდევნო დღეს თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლიც კაზინოების „კრიშად” ითვლებოდა რესპუბლიკაში; ასევე, მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით აიკრძალა კაზინოებისა და სხვა სათამაშო სახლების მუშაობა. 

* ილჰამ ალიევს ოპოზიცია ხშირად უხსენებს საკუთარი კაპრიზების გამო გადადგმულ არამოტივირებულ გადაწყვეტილებებს. მაგალითად, ბაქოს საგზაო მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსი შირინოვი ალიევმა თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო მოხსნა, რომ მას არ მოწონდა, როცა საპრეზიდენტო კორტეჟის ქალაქში მოძრაობის დროს, ბაქოს მთავარი „გაიშნიკის”  ავტომობილი ალიევის „ლიმუზინის“ წინ მოძრაობდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით შირინოვი აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და, როგორც ამბობენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის ილჰამ ალიევის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას.

* აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ილჰამ ალიევის მეუღლეს, მეჰრიბან ალიევას, თავის ქმარზე გაცილებით მეტი ძალაუფლება და გავლენა აქვს. მეჰრიბან ალიევა პოსტსაბჭოთა და ევროპის სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ პირველ ლედიდ ითვლება, რომელსაც თაყვანისმცემლები „აზერბაიჯანელ სოფი ლორენს” უწოდებენ. მეჰრიბანი ხშირად იღებს მონაწილეობას საკმაოდ პიკანტურ ფოტოსესიებში; გარდა ამისა ის აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანულ პოლიტიკაში: იგი არის „იუნესკოს“ კეთილი ნების ელჩი, აზრებაიჯანის  ტანვარჯიშის ფედერაციისა და ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. 

* ცალკე აღნიშვნის ღირსია ალიევების ოჯახის დანათესავების ისტორია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აზერბაიჯანელის, „ფორბსის” ვერსიით, რუსეთის 100 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მყოფ, „კროკუს გრუპის” მფლობელ მულტიმილიონერის, არაზ აგალაროვის ოჯახთან. ილჰამისა და მეჰრიბანის უფროსი ქალიშვილი, ლეილა ალიევა, არაზის ვაჟიშვილს, ემინ აგალაროვის მეუღლეა და წყვილი მოსკოვში, ფეშენებელურ პენტ-ჰაუსში ცხოვრობს. ემინი ბინზესით არის დაკავებული. ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრების პერიოდში, ის ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს ყიდდა, ხოლო მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მან მამის მიერ დაარსებულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა. გარდა ამისა, ცნობილია ემინის გატაცება მუსიკით. ის თვითონ წერს სიმღერებს და მას ორი ალბომი აქვს გამოშვებული. აღსანიშნავია, რომ ემინის კლიპებში მთავარ როლებს ლეილა ალიევა ასრულებს. ემინი და ლეილა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებიან მოსკოვურ ბომონდში. 

* ილჰამ ალიევი და მეჰრიბან ფაშაევა 1983 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ: უკვე ნახსენები, უფროსი ქალიშვილი ლეილა, მომდევნო ქალიშვილი – არზუ და უმცროსი ვაჟი – ჰეიდარი. 2011 წელს ალიევებმა არზუ სამედ ყურბანოვს გააყოლეს ცოლად. 

* ილჰამ ალიევი ფლობს აზერბაიჯანულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და თურქულ ენებს. იგი შეყვანილია 2009 წელს გამოცემულ წიგნში „მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გავლენიანი 500 მუსლიმანი”. 2010 წელს „ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ საბუთებში ამერიკელი დიპლომატების საიდუმლო მიმოწერაში, ილჰამ ალიევი მოხსენიებული იყო, როგორც „მაფიის ნათლიმამა”. დიპლომატების ვერსიით, საგარეო საქმეებში ილჰამი მაიკლ კორლეონესავით დინჯი და გაწონასწორებულია, ხოლო საშინაო საქმეებში ფეთქებადი სანი კორლეონე ხდება.

* აზერბაიჯანელმა კულინარებმა ქალაქ განჯიდან, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის 48-ე დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, გამოაცხვეს ყველაზე დიდი ტორტი ევროპაში. კულინარიული შედევრი – 48 მეტრი სიგრძისა და 11 ტონა სიმძიმის გრანდიოზული ტორტი, განჯის მთავარ მოედანზე გაიტანეს, სადაც მისი დაგემოვნება 30 ათასმა ადამიანმა მოახერხა. ტორტის ცენტრში  გამოსახული იყო ციფრი „48”, ხოლო გვერდებიდან მას ამშვენებდა ქალაქ განჯის გერბი და არქიტექტურა. ტორტის დასამზადებლად გამოიყენეს 3,5 ტონა ფქვილი, 3 ტონა შაქარი, 500 კილოგრამი ნაღების კარაქი, 35 ათასი კვერცხი და 500 თხილი. პრეზიდენტის 50 წლის იუბილეზე კი სუმგაითელმა კულინარებმა პრეზიდენტს 50-მეტრიანი ტორტი გამოუცხვეს. 

 

скачать dle 11.3