კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეირგეს ქართველმა მამაკაცებმა თავიანთი ცოლების მიერ თურქეთში ნაშოვნი ფული და რატომ აღმოჩნდა სიყვარულის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილას

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები მოამზადა და სულ მალე ბავშვთა მიმართ ძალადობას უკვე სახელმწიფო შეებრძოლება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით. მართალია, სტატისტიკის მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში 50-პროცენტზე მეტი ბავშვი განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, თუმცა, ამის მიუხედავადაც, ახალ ინიციატივას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მათი აზრით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვსა და მოძალადე მშობელს შორის სახელმწიფოს არაფერი ესაქმება და ეს ლახავს ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, რაც ბუნებრივად ბადებს შემხვედრ კითხვას: ნუთუ ჩვენი ტრადიცია ბავშვზე ძალადობაა?! ამის პარალელურად, სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ჩვენს თანამემამულეთა 60 პროცენტის აზრით, ბავშვისადმი მკაცრი მეთოდების გამოყენება დასაშვებია. მართალია, არ დაკონკრეტებულა, რა იგულისხმება „მკაცრ მეთოდებში“: ბავშვის მისიკვდილებამდე ცემა თუ თავში წამორტყმა, მაგრამ, ფაქტია, რომ სიმკაცრე გამართლებულად მიიჩნევა. ლიკა ნადარაიასთან ერთად ვისაუბრებთ ძალადობის პრობლემებსა და ამისადმი ჩვენს მიდრეკილებებზე. 

 

– რა პრობლემაზე მიუთითებს ფაქტი, რომ გამოკითხულთა 60 პროცენტი მომხრეა ბავშვების მკაცრი მეთოდებით დასჯაზე?

– მიუთითებს იმას, რა დღეშიც ვართ განუვითარებლობის, უკულტურობის, არაჰუმანურობის მხრივ და ეს არის სათქმელი. მსგავსი გამოკვლევა ჩატარდა, რომელიც სიყვარულის მაჩვენებელს ზომავდა, რამდენიმე ინდიკატორით გამოითვლებოდა: ბავშვის მიმართ, მოზრდილის მიმართ დამოკიდებულებით, თანადგომით ახლობლის მიმართ და ამ კვლევით, მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზე ვართ სიყვარულის მაჩვენებლით. ანუ სიყვარულის, როგორც გაცემის, სიფაქიზის, სათნოების, სირბილის, დამთმობლობის, რაც ჰუმანიზმმა შვა და დააფუძნა და რითაც ცივილიზებული ადამიანი განსხვავდება არაცივილიზებულისგან და ტყუილისგან, უქონლობაზეა საუბარი. რატომ გვჭირს ეს? ალბათ, იმიტომ რომ სულ ძალადობის ქვეშ ვართ.

– თუმცა ჩვენი ხალხური პოეზია არ უჩივის სიყვარულის სიფაქიზეს.

– მაგრამ ჩვენი ზღაპრების ანალიზიდან გამომდინარე, ამას ვერ ვიტყვით.

– ყველა ქვეყნის ზღაპარი საშინელებათა სერიალია.

– დიახ, იმიტომ რომ ყველა ქვეყნის ზღაპარი მძიმე პერიოდებში იქმნებოდა.

– პირადად მე ძალიან მომეშვა გულზე, როდესაც სხვა ქვეყნების ზღაპრებიც წავიკითხე, არათუ ნაკლები, მეტი სისასტიკეცაა, ვიდრე ქართულ ზღაპრებში.

– მაგრამ სხვა ქვეყნებმა შემდგომ სხვა ზღაპრებიც შექმნა, მაგალითად, „პატარა უფლისწული“, რომელშიც სულ სხვა ღირებულებებია წამოწეული. თუმცა ჩვენმა ქვეყანამაც შექმნა ასეთი ზღაპრები.

– მაგალითად, „დაჩის ზღაპრები“.

– შექმნა, მაგრამ კულტურაში ღრმად არ გაჯდა. ფაქტია, ჩვენ, როგორც ქვეყანა, ერი და ხალხი სისტემატური ძალადობის ქვეშ ვართ, მუდმივად გადარჩენისთვის ვიბრძვით და მეტნაკლებად გადავრჩით კიდეც.

– კანონს რის გაკეთება შეუძლია ასეთ პირობებში?

– ყველაფრის, თუ კანონს დავიცავთ. თუ კანონს გამოუჩნდებიან დამცველები, ჩატარდება ტრენინგები, იქნება საჯაროობა, მოიცავს სკოლებსაც, გაიმართება საზოგადოებრივი დებატი, დაირაზმება საზოგადოების პროგრესული ნაწილი. კანონს ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუ ის სწორად გატარდება და არ იქნება გრანტების მომზიდველი კიდევ ერთი საშუალება.

– ისევე, როგორც ქალის შემთხვევაში, ბავშვის მიმართ ძალადობის კანონით აღკვეთის წინააღმდეგაც იგივე არგუმენტი გაჩნდა: ეს არის ოჯახის შიდა საქმე და ამაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.

– ეს იყო ძირითადი არგუმენტი, როდესაც მსგავსი ტიპის კანონები მიიღეს დასავლეთში გასული საუკუნის 50-60-იან, 70-იან წლებში. მაშინაც ამბობდნენ მოწინააღმდეგეები, რომ ეს იყო პრივატული საკითხი და ოჯახმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს ის. თუმცა ოჯახი საზოგადოების ნაწილია და საზოგადოებას აქვს უფლება, აკონტროლოს, რა ხდება ოჯახში, იმიტომ რომ ადამიანია უფრო მთავარი, ვიდრე ოჯახი.

– „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს ერთ ქალბატონს, ძალადობის მსხვერპლს, ლაპარაკია იმაზე, რომ მამა ძალადობდა ცოლზე და სექსუალურ ძალადობას ეწეოდა შვილებზე. ქმარს კი მაშინვე იმიტომ არ გაყრია, რომ ხალხის აზრს გაუწია ანგარიში. სრული შოკი მივიღე, რადგან რა შუაშია, რას იტყვის ხალხი, როდესაც საქმე შვილებზე სექსუალურ ძალადობას ეხება?! ვითომ ხალხს ეს მოეწონებოდა?

– ამას ვერ გაიგებდა ხალხი. როდესაც ოჯახის დაცულობიდან გამოვედი და ახლოს შევეჯახე ჩვენს ყოფით კულტურას. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინათ მოხდა, აღმოვაჩინე, რომ ქართველებზე ამორალური, რაც თავად მიაჩნიათ მორალად, ცოტა ხალხი თუ მოიძებნება. თურმე, ძალიანაც მოსულა მაზლთან რძლის ყოფნა, ბიძაშვილებს შორის კავშირი, გარკვეული კავშირების დამალვა, ქალიშვილობის შეთხზვა, ცოლების გაცილება თურქეთში ვითომ სამუშაოდ, თუმცა ძალიანაც კარგად იციან, რისთვის დადიან მათი ცოლები თურქეთში, მაგრამ მათ მიერ ჩამოტანილი ფულით ცხოვრება და გულზე მჯიღის ცემა. ძალიანაც მოსულა ეს ყველაფერი, მთავარია, ხალხმა არაფერი გაიგოს. ჩვენთვის ჩვეულია ფსევდო, ორმაგი მორალით ცხოვრება.

– ეს იმას ხომ ნიშნავს, რომ იცის, ეს რომ ცუდია.

– იცის, მაგრამ ცუდია მაშინ, თუ გამოაშკარავდება, თორემ, თავისთავად, ეს ყველაფერი შესაძლებელია.

– რა ტიპის კულტურებისთვისაა დამახასიათებელი ორმაგი მორალი?

– კულტურებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან საზოგადოებრივ აზრზე, ანუ პატარა ერებისთვის, რომლებთანაც ყველაფერი გადაჯაჭვულია. სადაც გადარჩენა დამოკიდებულია ოჯახზე და არა საზოგადოებაზე. ერთი სიტყვით, კოლექტივისტური კულტურებისთვისაა დამახასიათებელი. 

– ჰუმანიზმის ნაკლებობა ბევრ რამეში გვეტყობა, მათ შორის, მაწანწალა ცხოველებისადმი დამოკიდებულებაში.

– არა მხოლოდ ამაში –  მიშა სააკაშვილებში გვეტყობა, სტალინებში გვეტყობა, ეს ხომ ჩვენი ნაწილია? ავტორიტარიზმი ხომ ჩვენი ნაწილია?! თუმცა ამ სტრესში მყოფ დაჩაგრულ ხალხს მეორე ასპექტიც გვაქვს: კავკასიაში ყველაზე პროგრესულად ვჩანვართ. უფრო მეტი წიგნიერება და სიღრმე გვახასიათებს, თუმცა ვერც სომხებს დავწამებთ უწიგნურობას და აზერბაიჯანშიც უამრავი გონიერი ადამიანია, მაგრამ უფრო ცოტაა, ჩვენთან უფრო მეტია პროცენტულად.

– ეს ადგილმდებარეობის დამსახურებაა: გასასვლელი გვაქვს ზღვაზე.

– ალბათ და გენოტიპის გამოც.

– თქვენ თუ გქონიათ შეხება, რა ტიპის ძალადობის ფორმებია უფრო მეტად გავრცელებული?

– ბავშვების მიმართ ძალადობის ფორმაზე შემიძლია მხოლოდ გარედან ვისაუბრო და ჩემი სუბიექტური აზრი ვთქვა, მაგრამ, ფაქტია, სადაც უნდა იყო: ქუჩაში, ტრანსპორტში თუ სკოლაში, ყველგან გვხვდება ბავშვზე ძალადობა.

– ჩემი შვილი სულ შემოგვჩიოდა, რომ მასწავლებელი სასტიკად სცემდა, თავს არტყმევინებდა ბავშვებს ერთმანეთზე. ჩვენ არ ვუჯერებდით და, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ სიმართლეს ამბობდა.

– ვსწავლობდი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კარგ და პრესტიჟულ სკოლაში, მაგრამ იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც არნახულად ძალადობდნენ ბავშვებზე, ასისხლიანებდნენ და შემდეგ ის მასწავლებლები ასწავლიდნენ ჩემს შვილებს. იგივე ეხება ბაღის მასწავლებლებსაც. ხომ გვსმენია, რომ საბავშვო ბაღში ისე სცემა აღმზრდელმა ბავშვი, რომ ტაკო დაულურჯა, იმიტომ რომ ტუალეტამდე მისვლა ვერ მოასწრო. ქუჩაშიც ხშირად ვხედავთ, როგორ სცემს მშობელი შვილს. თუმცა ძალიან ცოტა მსმენია სექსუალურ ძალადობაზე, ეს ფორმა ჩვენთან ისე მოდებული არ არის, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა ძალიან ბევრია.

– დიახ, ბავშვების 9 პროცენტია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, სტატისტიკის თანახმად.

– თუმცა მე ვერ დავეთანხმები მონაცემს, რომ მხოლოდ 60 პროცენტს მიაჩნია დასაშვებად ბავშვის აღზრდისას მკაცრი მეთოდების გამოყენება. ასეთთა რაოდენობა, ჩემი აზრით, 90 პროცენტი მაინც იქნება. უბრალოდ დანარჩენები არ ამბობენ, ისევე, როგორც, ჩვენი სტატისტიკით, ძალადობის მსხვერპლია ყოველი მეშვიდე ქალი, არადა, ეს რიცხვი უფრო დიდია. ყოველი მეორე ქალი განიცდის ასეთი თუ ისეთი ფორმის ძალადობას. ყოველი მეოერ ქალი განიცდს ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას. შეიძლება, ფიზიკურ ძალადობას განიცდის ყოველი მეშვიდე. ამას წინათ, ხელოსანი გამოვიძახეთ. მისამართს ვუხსნიდი და ვუთხარი, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ჩემი მეუღლის ტელეფონის ნომერს მოგცემთ, მას დაურეკეთ და გარეთ დაგხვდებათ-მეთქი. აბა, შენ რაღას გელაპარაკები, პირდაპირ კაცს დაველაპარაკებიო და გამითიშა ტელეფონი. ესეც ხომ გარკვეული შეზღუდვა და ძალადობაა?! შენ არ გიჯერებენ და კაცი თუ არ მიიყვანე, არ დაგელაპარკებიან. ესეც ხომ ძალადობაა? ესეც ხომ საზოგადო სივრცის შეზღუდვაა?! რაზეც შეიძლება, პასუხი მოსთხოვო ფირმას, რომელმაც ასეთი თანამშრომელი შეარჩია და გამოგიგზავნა. იგივე ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითია, როდესაც ქალები სახლიდან ვერ გამოდიან, თუ არ შეუთანხმეს დედამთილს ან ქმარს. ამის ხომ უამრავი მაგალითი გვაქვს გარშემო?! ასევე, ვიცით, რომ არიან ქალები, რომელბსაც ფულზე ხელს არ აკარებინებენ. არ აქვთ უფლება, თავისი სურვილის მიხედვით დახარჯოს თავისივე ნაშოვნი ფული და ასეთ პირობებში გვეუბნებიან, რომ საქართველოში ყოველი მეშვიდე ქალი განიცდის ძალადობას და კანადაში კი, თურმე, ყოველი მესამე. ამას იქაური სტატისტიკა ამბობს და ამ დროს შეადარეთ ჩვენი და მათი მგრძნობელობის დონე ამ საკითხის მიმართ. გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე წლის წინათ, ესე იგი, გუშინწინ მიიღეს კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ და როგორი სამარცხვინო სიცილ-ხითხითი იყო პარლამენტში.

– იმავე კანონით გამკაცრდება ბავშვთა მიმართ ძალადობის დასჯის მექანიზმები. რომლის ოპონენტები ამბობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ქართველი საზოგადოება იძულებული იქნება, ქუჩაში გავიდეს ლოზუნგით: არ მინდა, ჩემმა შვილმა მიჩივლოს.

– და იმ ლოზუნგით არ გამოვლენ, არ მინდა, რომ ჩემი შვილი ვცემოო?! ესეც უწიგნურობის მაჩვენებელია, რადგან ასეთი არგუმენტის მოტანაც ხომ სიმპტომატურია?!

– პირადად მე სულ არ მიმიღია კანონის გამკაცრება საკუთარ თავზე: არათუ არ მეშინია, რომ მიჩივლებს, საერთოდ არ ვუშვებ იმის ალბათობას, რომ ჩემს შვილს ჩემთვის საჩივლელად გაუხდება საქმე.

– სამარცხვინო არ არის, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ძალაუფლების დისბალანსია ქვეყანაში, არადა, უამრავი საერთაშაორისო ნორმა და, უპირველესად, ჩვენი კონსტიტუცია გვავალებს, რომ წავახალისოთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში.

– ბევრი იცინეს კიდევ ერთხელ იმ რეკომენდაციაზე, რომ პოლიტიკური პარტიები დამატებით თანხას მიიღებენ ბიუჯეტიდან, თუკი საარჩვენო სიებში ქალებს ჩართავენ.

– დიახ და ამ დროს ამ ქვეყნის მთავარი კანონშემოქმედი ამბობს, ქალებს არ უშრომიათ ამ ასპარეზზე, ჩვენ ვიშრომეთ, ამიტომ მათაც დახარჯონ ენერგია და, როდესაც ისწავლიან, მათაც მივაღებინებთ მონაწილეობასო.

– ქალები განიცდიან ძალადობას, შემდეგ თავად ძალადობენ შვილებზე, შემდეგ შვილები იზრდებიან და ძალადობენ მოხუც მშობლებზე. ანუ ჯაჭვურია ეს ძალადობა?

– დიახ, აი, ასეთი ციკლია.

– შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ბავშვებზე ძალადობის მსურველი მშობელი იმიტომ არის ბევრი, რომ ეს მშობლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან?

– არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მიუთითებს იმაზე, რომ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა არ აქვთ. პრობლემაა, როდესაც ბავშვი არ გემორჩილება, გინდა, რაღაც ასწავლო, მაგრამ არ სწავლობს, შენ კი ფანტაზია არ გყოფნის, ვერაფერს მოიფიქრებ, იმდენად მწირია შენი არსენალი და მეთოდები და ერთადერთი, რაც შეიძლება, მოიფიქრო, ისაა, რომ თავში ჩაარტყა და ისე გააკეთებინო.

– ისიც, სანამ ერევი.

– რა თქმა უნდა, ისიც 12 წლამდე, მაგრამ ზოგი ბავშვი ისეთია, 12 წლამდეც ვერ ერევი. თუმცა, თუ ერთი მხრივ, აი, ასეთი განუვითარებელი მასაა, რომელიც რატომღაც თავის თავს არქმევს ქართული ღირებულებებისა და ტრადიციების მატარებელს და აქვს ქართული კულტურის შემნახველის ამბიცია,  მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ არის არაჩვეულებრივი პროგრესული ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ ახდენს ზემოქმედებას დანარჩენებზე. არის თავის თავში ჩაკეტილი ან გარბის ქვეყნიდან, ან ურთიერთობს თავისსავე მაგვარებთან. აი, აქ არის საჭირო სახელმწიფო პოლიტიკა, მაგრამ რატომ ვერ ფორმირდება სახელმწიფო პოლიტიკა? იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა დაკომპლექტებულია აი, იმ პირველი მასიდან –   გულზე მჯიღის მცემელებისგან.

 

скачать dle 11.3