კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსენას გზა

„მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“

 

გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ქრისტიან-დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატი ბ-ნი თარგამაძე პრემიერ-მინისტრს სასამართლოში უჩივლებს, რაკი ამ უკანასკნელმა ის მოღალატის ეტალონს შეადარა, რამაც ბ-ნ თარგამაძეს თავი მორალურად დაზარალებულად აგრძნობინა. ამიტომაც, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, გადაწყვიტა, სასამართლოსთვის მიემართა, ცხადია, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად. ზედაც, ეს ზარალი, არც მეტი, არც ნაკლები, მილიარდ აშშ დოლარად  შეაფასა.

თუმცა, იქვე განმარტა, რომ ამ თანხას განა საკუთარ კეთილდღეობას, საქართველოში მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობას მოახმარს. ხოლო მილიარდზე კი იმიტომ შეჩერდა, რომ, როგორც თავად ბრძანებს, ბ-ნი ივანიშვილი მილიარდერია (მაგრამ, პირი ქვისკენ მიქნია და, რომ არ ეყოს მილიარდი მცირე და საშუალო ჰესების ქსელის განვითარებას?!).

ბუნებრივია, ღირსების შეფასებისას კაცია და გუნება, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ დაზარალებულმა თანხა მოსათხოვნის ჯიბის მიხედვით დააწესა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბ-ნ თარაგმაძეს,  თუმცა ქრისტიან-დემოკრატია, არსენას გზა აურჩევია: „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს, ღმერთი როგორ წაახდენსა“, ოღონდ, ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ღმერთში“ ამომრჩეველი იგულისხმება. 

скачать dle 11.3